„აჭარის ტელევიზიის“ ეთერში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლადო მგალობლიშვილმა განაცხადა: „2005- 2012 წლებში აჭარაში დაიგო 224 კმ გზა. 2013-2016 წლებში კი - 231 კმ. რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რვა წელიწადში გააკეთა, ჩვენ ოთხ წელიწადში მოვასწარით“.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზები (საერთო სიგრძე 3 ათას 432 კილომეტრი) აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია. რაც შეეხება აჭარის ტერიტორიაზე მოქცეული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებს, მათი მოვლა-შენახვა და რეაბილიტაცია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ევალება. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით,

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, 2005-2016 წლებში, 450 206 კმ სიგრძის გზა დაიგო. აქედან, 2005-2012 წლებში  - 221.9 კმ, 78 ახალი ხიდი აშენდა და რესტავრაცია 143 ხიდს ჩაუტარდა. რაც შეეხება 2013-2016 წლებს, ამ პერიოდში, 228.3 კმ გზა დაიგო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 53.49 მლნ ლარი გამოიყო. სულ 42 ახალი ხიდი აშენდა, ხოლო რეაბილიტაცია 40 ხიდს  ჩაუტარდა.

ცხრილი 1: 2005-2012

წლებში დაგებული გზების სიგრძე (კმ), აშენებული და რესტავრირებული ხიდები

წელი

2005

2006 2007 2008 2009 2010 2011

2012

გზის სამუშაოები, კმ 12.4 7.0 31.0 64.0 26.0 18.7 10.6 52.2
დახარჯული თანხა, ლარი 4 288 997 3 665 221 5 613 455 11 049 191 3 804 869 3 107 725 4 756 186 10 754 686
რეაბილიტირებული ხიდი - 16 10 42 26 30 5 14
ახალი ხიდი - - 3 28 17 9 7 14
  ცხრილი 2: 2013-2016

წლებში დაგებული გზების სიგრძე (კმ) და რეაბილიტირებულ-აშენებული ხიდები

წელი

2013

2014 2015

2016

გზის სამუშაოები, კმ 34.77 40.3 61.48 91.76
დახარჯული თანხა, ლარი 7 220 593 9 608 616 14 947 547 21 713 405
რეაბილიტირებული ხიდი 11 7 5 17
ახალი ხიდი 11 9 10 12

რაც შეეხება ბათუმში დაგებულ გზებს, ეს მაჩვენებელი ქალაქ ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ მოწოდებულ შემდეგ ცხრილშია ასახული:

ცხრილი 3: 2007-2016

წლებში ბათუმში დაგებული ასფალტისა და ბეტონის მოცულობები

წელი 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016
ასფალტი კმ 3.74 1.36 2.75 4.99 1.03 4.53 15.07 13.4 14.40 6.12
ბეტონი კმ - 0.33 0.33 1.27 0.87 1.45 - 12.11 12.74 4.32

როგორც ცხრილიდან ჩანს, ბათუმში დაგებული გზების მოცულობამ 2007-2012 წლებში 22.64 კმ შეადგინა, ხოლო 2013-2016 წლებში  - 78.15 კმ. სტატისტიკიდან გამომდინარე, 2013-2016 წლებში, წინა წლებთან შედარებით, 55.51 კმ -ით მეტი გზა დაიგო.

  დასკვნა

მოქმედი ხელისუფლების მიერ 2013-2016 წლებში აჭარის ტერიტორიაზე დაგებული გზების სიგრძემ 2005-2012 წლებში დაგებული გზების სიგრძეს 6.45 კმ-ით გადააჭარბა. ასევე, აღნიშნული სამუშაოებისთვის 6.44 მლნ ლარით მეტი დაიხარჯა, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს. რაც შეეხება ბათუმში დაგებულ გზებს, 2013-2016 წლებში, წინა წლებთან შედარებით, 55.51 კმ-ით მეტი გზა დაიგო. ამავე დროს, აჭარის გზებზე 2005-2012 წლებში 36 ერთეულით მეტი ხიდი აშენდა და რეაბილიტაცია 93-ით მეტ ხიდს ჩაუტარდა, ვიდრე 2013-2016 წლებში.

ამდენად, ლადო მგალობლიშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი