თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისა და მისი ყოფილი თანაგუნდელის, შიდა ქართლის ექსგუბერნატორის მიხეილ ქარელის ქონებრივ დავას თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. ოქრუაშვილი ქარელს ათონელის ქუჩაზე მდებარე ობიექტში კუთვნილი წილების დათმობას სთხოვს.

ქარელის უფლებების დამცველის ინფორმაციით, „ქართული პარტიის“ ყოფილი ოფისი 11 ადამიანის საკუთრებაა, ყველა მეწილეს 9%-იანი წილი აქვს, რაშიც თავის დროზე მილიონ ლარზე მეტი გადაიხადეს. მესაკუთრეთაგან რამდენიმე წილის დათმობას დასთანხმდა, ოთხი მათგანი კი საკუთრების დასაცავად დღემდე იბრძვის.

მათ შორის ერთ-ერთია მიხეილ ქარელი, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს და მის უფლებებს საქართველოში ადვოკატი მამუკა ნოზაძე იცავს.

„მიხეილ ქარელის კონკრეტული მტკიცებულებები უკვე წარდგენილია სასამართლოში და თუ უკანონო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ბუნებრივია, ბრძოლას ზემდგომ ინსტანციებში გავაგრძელებთ. ოქრუაშვილი მოპასუხე მხარეებს კუთვნილი ქონების დათმობას სთხოვს. ჯერჯერობით სასამართლო პროცესი ჭიანურდება მოსამართლეთა გადატვირთულობის გამო. გარდა ამისა, თვითონ ოქრუაშვილმაც იცის, რომ მიხეილ ქარელმა მის „საგმირო საქმეებზე“ ძალიან ბევრი რამ დეტალურად იცის და, ბუნებრივია, ჩამოსვლისთანავე ის ამ ყველაფერს გაახმაურებს.

მის გასაჩუმებლად არაერთ მუქარას ჰქონდა ადგილი. ქარელს შეტყობინებებს უგზავნიდნენ და თუ არ გაჩუმდებოდა, მშობლებისა და სახლ-კარის გადაწვით ემუქრებოდნენ. ამ მუქარაზეც არაერთხელ მოითხოვა რეაგირება ქართველი სამართალდამცველების მხრიდან, მაგრამ უშედეგოდ“, - აცხადებს მამუკა ნოზაძე.

მიხეილ ქარელთან დაპირისპირებაზე პასუხის გაცემა ირაკლი ოქრუაშვილს წინასაარჩევნო პერიოდშიც მოუწია. მედიასთან საუბარში აღნიშნავდა, რომ ამ თემის განხილვას საჭიროდ არც მიიჩნევს და მიხეილ ქარელს ცინიკურად მოიხსენიებდა.

„მე ერთი კომენტარი გავაკეთე მასზე და ახლაც განვმეორდები - ქარელი იყო ის ღორის ტილი, რომელიც ფეხზე დავისვი და თავზე დამაჯდა“, - აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

მას შემდეგ იგი „ფაქტ-მეტრის“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს და პირადი შეხვედრისას ამბობს, რომ ჟურნალისტებთან კომენტარების გაკეთება მის განწყობებსა და ხასიათებზეა დამოკიდებული.

ირაკლი ოქრუაშვილი არც მიხეილ ქარელის განცხადებებს პასუხობს და მამუკა ნოზაძეს „ერთ სოფლის ინტრიგან ადვოკატს“ უწოდებს, რასაც თავად ნოზაძე „სითავხედედ და არაეთიკურ დამოკიდებულებად“ აფასებს.

მიხეილ ქარელი ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან მუქარის შემცველ შეტყობინებებზე ჯერ კიდევ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე საუბრობდა, როდესაც ექსმინისტრი არჩევნებში გამარჯვებას აანონსებდა. ყოფილი გუბერნატორის შეფასებით კი, ოქრუაშვილმა ორჯერ სცადა გორელების წინაშე ფარისევლობა და ორივეჯერ დამარცხდა, რადგან მისი წარსული ყველას კარგად ახსოვს.

მიხეილ ქარელი ამ ეტაპზე საქართველოში დაბრუნების თარიღს არ ახმაურებს, თუმცა ამბობს, რომ მზადაა, ყოფილი მეგობრის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს. ეს გადაწყვეტილება, როგორც თავად ამბობს, ოქრუაშვილის მიერ მისი მშობლების გადაწვის მუქარამ მიაღებინა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ქარელის მიმართ 2013 წლიდან სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა და მას პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიენიჭა.

ექსმინისტრსა და ექსგუბერნატორს აღნიშნული ქონება 2009 წელს წელს ჩამოართვეს, ხოლო ახალმა ხელისუფლებამ ეს ფაქტი უკანონოდ ცნო და 2013 წელს ობიექტი მათ უკან დაუბრუნა.

უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ხელისუფლების დაპირება წართმეული ქონების უკან დაბრუნების შესახებ ყველას არ შეხებია. მაგალითად, გორის აგრარული ბაზრისა და „წისქვილკომბინატის“ ყოფილი მფლობელები წლების განმავლობაში პირდაპირ ასახელებენ „დამკვეთებსაც და შემსრულებლებსაც“ და ამბობენ, რომ ქონება ირაკლი ოქრუაშვილის უშუალო ზეწოლისა და მუქარის შედეგად ჩამოერთვათ, რასაც მაშინდელი გუბერნატორი მიხეილ ქარელიც ადასტურებს, თუმცა ექსმინისტრი ამასთან დაკავშირებით ამ დრომდე დაკითხვაზეც კი არ ყოფილა.

თავის მხრივ, ქონების დაბრუნებას გეგმავს ათონელის ქუჩაზე მდებარე სადავო შენობის ყოფილი მესაკუთრის ოჯახიც.

კომპანია„ნუკოილის“მფლობელი,ბიზნესმენიკობაამირაჯიბიამჟამად გარდაცვლილია, თუმცა მისი ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ თავისდროზებიზნესმენს ობიექტი ოქრუაშვილმადამისმა თანაგუნდელებმა(მათშორისმიხეილქარელმა)იძულებით დაათმობინეს.

ათონელის ქუჩაზე მდებარე ფართის შესახებ სასამართლო პროცესის თარიღი ამ ეტაპისთვის უცნობია. აღნიშნული ქონებით დაინტერესებულ ყველა მხარეს, რომელიც მისი მფლობელობის პრეტენზიას გამოთქვამს, სათანადო მტკიცებულებების შეგროვება და სასამართლოს წინაშე წარდგენა მოუწევს.


მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი