car fot fb 15 ნოემბერს, ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლარის კურსისა და ეკონომიკის მდგომარეობა შეაფასა. ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა:

 „ჯერ კიდევ 2015 წლის მარტში, პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, ხადურმა და კვირიკაშვილმა ლარის დევალვაციის შესაჩერებლად სამოქმედო გეგმა წარმოადგინეს და მაშინ დაანონსდა ქამრების შემოჭერა. უკვე წელიწადნახევარზე მეტი გავიდა და ისევ იქ ვართ. ამდენი წელია ამას ვეუბნებით, მაგრამ ისინი ჯიუტად ზრდიან ბიუროკრატიის ხარჯებს, აგრძელებენ შიდა ვალის აღებას და მძიმე მდგომარეობაში აგდებენ ეკონომიკას“.

2015 წელს საქართველოს მაშინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სამთავრობო გუნდმა ე.წ. „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა მართლაც დააანონსეს.

ეს პოლიტიკა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას გულისხმობდა.

ბიუროკრატიული ხარჯი საქონლისა და მომსახურების შეძენასა და შრომით ანაზღაურებაზე დახარჯულ თანხებს მოიცავს. 2015 წლის ბიუჯეტის გეგმაში ბიუროკრატიული ხარჯები 2 323 მილიონ ლარს შეადგენდა და, ფაქტობრივად, 100%-ით შესრულდა.

 მთავრობას 2015 წლის მიმდინარე ბიუჯეტის კორექტირება არ განუხორციელებია და წლის ბოლომდე გეგმის მიხედვით შეასრულა.

2016 წლის ბიუჯეტის გეგმაში ბიუროკრატიულმა ხარჯებმა 2 480 მილიონი ლარი შეადგინა და წინა წლის გეგმით გათვალისწინებულ ამავე მაჩვენებელს თითქმის 160 მილიონი ლარით გადააჭარბა. ბიუჯეტის შესრულების

მონაცემებით, 2016 წლის ბიუჯეტიდან ბიუროკრატიული ხარჯების გადახდაც გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის, ბიუჯეტით განსაზღვრულ მაჩვენებელს დაემთხვევა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, 2016 წელს შიდა ვალის ზრდა 200 მილიონი ლარით განისაზღვრა (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია). ეს ნიშნავს, რომ ბიუროკრატიული ხარჯებისა და საშინაო ვალდებულებების ზრდა ფაქტობრივად ერთმანეთს გაუტოლდა. ამასთან, გარდა საშინაო ვალის ზრდისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალის აღრიცხვის მეთოდზე ამახვილებს ყურადღებას და მთავრობას ვალების აღრიცხვის პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის რეკომენდაციით

მიმართავს.

2017 წლის ბიუჯეტის ახალი პროექტი 1 დეკემბერს დარეგისტრირდა, შესაბამისად, ზურაბ ჭიაბერაშვილი 2017 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტზე დაყრდნობით საუბრობდა (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია პირველადი პროექტის შესახებ). 1 დეკემბერს ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის პროექტის ახალი ვერსია წარმოადგინა.

ამ პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხარჯი 2 392 მილიონ ლარზე მეტია. ეს მაჩვენებელი 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 57 მლნ ლარით მეტია. თუმცა, თუ ვნახავთ მთლიანი ხარჯების რა წილი მოდის ადმინისტრაციულ ხარჯებზე, ეს მაჩვენებელი 2016 წელს 29% იყო, ხოლო 2017 წელს 27.8%-მდე მცირდება.

დასკვნა 2015

წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლების მიხედვით, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების განცხადებების შემდგომ ადმინისტრაციული ხარჯები არ შემცირებულა. ეს ხარჯები არც 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის მიხედვით შემცირებულა და ხარჯვაც გეგმის მიხედვით მიდის. მეტიც, 2016 წელს ადმინისტრაციული ხარჯები თითქმის იმდენითვე გაიზარდა (დაახლოებით 160 მლნ ლარი), რამდენითაც გაიზარდა საშინაო ვალის მოცულობა (200 მლნ ლარი).

2017

წლის ბიუჯეტის პროექტით, ადმინისტრაციული ხარჯი 57 მლნ ლარით იზრდება, მაგრამ თუ ვნახავთ ადმინისტრაციული ხარჯების წილს მთლიან ხარჯებში, ის 29%-დან 27.8%-მდე მცირდება. ეს ნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ხარჯების ტვირთი, როგორც ბიუჯეტზე, ისე ეკონომიკაზე, მცირდება.

ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი