Top
სტატიები
დაპირებები
ნინო ბურჯანაძე
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“
11 ოქტომბერი, 2013

11 ოქტომბერს პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ გააკეთა შემდეგი განცხადება: „კუზიანს სამარის გარდა არაფერი არ გაასწორებს. სწორედ ასე ნაციონალური მოძრაობას პოლიტიკური სამარის გარდა არაფერი არ გაასწორებს. ამიტომ, მე ვპირდები საქართველოს მოსახლეობას, რომ ნაციონალური მოძრაობას ჩავდებ პოლიტიკურ სამარეში. ვანო მერაბიშვილი დღეს, რომ ამ განცხადების გაკეთებას ბედავს ეს არის ქართული ოცნების უმაქნოსობის დამსახურება. ამას მე დავამთავრებ 27 ოქტომბერს.“

605 ნახვა
გააზიარე
10 ოქტომბერი, 2013

საპრეზიდენტო კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ 10 ოქტომბერს აბაშის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცახადა: “ჩვენს პროგრამაშიც წერია, რომ ჩვენ უარს ვამბობთ გიგანტური ჰესების მშენებლობაზე, იმიტომ რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, ჩვენ იმის შესაძლებლობა არ გვაქვს, რომ ჩვენი საუკეთესო ხეობები, სოფლები, სასაფლაოები, ეკლესიები დავტბოროთ და წყლით დავფაროთ. ჩვენ გვაქვს ბუნებრივი პირობები იმისა, რომ შეგვიძლია, ავაშენოთ ვარდნილჰესებიც, შეგვიძლია გამოვიყენოთ მზისა და ქარის […]

474 ნახვა
გააზიარე
06 ოქტომბერი, 2013

6 ოქტომბერს ეთნიკურ უმცირსობებთან შეხვედრისას პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა: „ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საქართველოში მცხოვრებმა ყველა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა იცოდეს ქართული ენა“. წყარო

471 ნახვა
გააზიარე
23 სექტემბერი, 2013

23  სექტემბერს პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „იმედი“-ს ეთერში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობაზე ისაუბრა: „დღეის მონაცემებითაც ნაციონალური მოძრაობა 40%-ით არ უნდა იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, სრულიად საქართველოს მოთხოვნა არის დიახ ვადამდელი საპარალმენტო არჩევნები.“

541 ნახვა
გააზიარე
23 სექტემბერი, 2013

23  სექტემბერს პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „იმედი“-ს ეთერში განაცხადა: დღისით მზისით გვაყენებენ იმ მდგომარეობაში რომ ჩვენი ადამიანები, იქ მაცხოვრებლები აღმოჩნდნენ უკიდურესად რთულ ვითარებაში, მათ ბაღებზე, ყანებზე გადის ე.წ. საზღვარი, ეს ადამიანები აღმოჩნდნენ აბსოლუტურად დაუცველნი საქართველოს მთავრობის მხრიდან. მე ვპირდები საქართველოს მოსახლეობას, რომ ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში მავთულხლართები საქართველოში აღარ იქნება, მაქვს ამის გარანტია რომ არ […]

565 ნახვა
გააზიარე
23 სექტემბერი, 2013

23 სექტემბერს პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ რუსეთის საოკუპაციო ჯარების საქართველოდან გაყვანისა და პრეზიდენტ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემის პირობა დადო: „ამ საოკუპაციო ჯარებს გავიყვან ქვეყნიდან. ისეთ საგარეო პოლიტიკას წარვმართავ, რომელიც უზურუნველყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, აღვადგენ აფხაზეთთან და ოსეთთან ჩატეხილ ხიდს. ასეთი პოლიტიკის წარმართვა რთულია, მაგრამ მე შედეგს მივაღწევ……გლდანის ციხეში აუცილებლად აღმოჩნდება პრეზიდენტი. ის რაც ახალგორში ხდება, არის […]

528 ნახვა
გააზიარე
23 სექტემბერი, 2013

საპრეზიდენტო კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში კახეთში შეხვედრები გამართა. მოსახლეობასთან საუბრისას მან აღნიშნა: „პირველ ოქტომბერს “ქართული ოცნება” ხალხს სწორედ სამართლიანობის აღდგენას ჰპირდებოდა და მე დღეს ადამიანებს ვაძლევ პირობას, რომ ის სამართლიანობა, რომელიც არ აღდგა, აუცილებლად აღდგება ჩემი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში. მახინჯი კოჰაბიტაცია ნამდვილად დასრულდება, სამართალი იზეიმებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც […]

438 ნახვა
გააზიარე
21 სექტემბერი, 2013

“დემოკრატიული მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ 21 სექტემბერს ტელევიზია “ქვემო ქართლის” ეთერში იპოთეკართა პრობლემებზე ისაუბრა და პირობა დადო, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში დაბალპროცენტიანი სესხების გაცემას უზრუნველყოფს. ნინო ბურჯანაძემ აგრეთვე “ნაციონალური მოძრაობის” იმ ხელმძღვანელი პირების დაპატიმრების აუცილებლობაზე ისაუბრა, რომლებმაც ქვეყნიდან 9 მილიარდი გაიტანეს. საგარეო ურთიერთობების მხრივ, ნინო ბურჯანაძემ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებისა და საზღვრის გახსნის პირობა დადო. წყარო

526 ნახვა
გააზიარე
19 სექტემბერი, 2013

19 სექტემბერს რაჭის ამომრჩევლებთან შეხვედრისას პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა: „მე ვპირდები მათ სამართლიანობის აღდგენას. მე ვიცი, როგორ უნდა მოვუარო მათ პრობლემებს და მე აღვადგენ სამართლიანობას ყველგან და ყველასთვის, რადგან ეს ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა.“ წყარო

465 ნახვა
გააზიარე
17 სექტემბერი, 2013

17 სექტემბერს პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ თეთრიწყაროს რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა: „მე ამ ადამიანებს [დევნილებს] ვპირდები, რომ სამართლიანობა აღდგება ყველგან და ყველასთვის, რაც უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს მათ ძირძველ ადგილებზე დაბრუნებას, ნიშნავს იმას, რომ მავთულხლართები საქართველოში აღარ იქნება.“   წყარო

382 ნახვა
გააზიარე
17 სექტემბერი, 2013

პრეზიდენტობის კანდიდატმა 17 სექტემბერს სოფელ კოდის მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა: „ის ადამიანები, რომლებმაც ეს ხალხი დევნილებად აქცია საკუთარ მიწა-წყალზე (უპირველეს ყოვლისა, სააკაშვილი და მისი უტვინო პოლიტიკის მიმდევრები მყავს მხედველობაში), უნდა წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე“.    

465 ნახვა
გააზიარე
17 სექტემბერი, 2013

პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ 17 სექტემბერს ახმეტის რაიონში ამომრჩევლებთან შეხვედრებისას განაცხადა: „შემიძლია კახელებს ვუთხრა, რომ მოგვარდება მათი პრობლემები, მათი შრომა დაფასდება და ისინი შეძლებენ თავიანთი შრომის ნაყოფის რეალიზაციას. ასევე შემიძლია ვუთხრა აჭარლებს, რომ ისინი ნამდვილად მიიღებენ იმ სარგებელს რომელიც აჭარის განვითარების შედეგად იქნება შესაძლებელი. შემიძლია ვუთხრა მეგრელებს, რომ სამეგრელო და ზუგდიდი ჩიხი აღარ იქნება და […]

489 ნახვა
გააზიარე
1 /212