Top
სტატიები
დაპირებები
კობა დავითაშვილი
„ხალხის პარტია“
10 ოქტომბერი, 2013

10 ოქტომბერს პრეზიდენტობის კანდიდატმა კობა დავითაშვილმა შემდეგი განცხადებები გააკეთა: „მე სააკაშვილთან ერთად დავპირდი მოსახლეობას ანაბრების დაბრუნებას, პენსიების გაზრდას, მე პროგრამიდან არ გადამიხვევია, რადგან როცა მე საზოგადოებას ვაძლევ დაპირებას ეს დაპირება უნდა შესრულდეს. ანაბრების დაბრუნება შესაძლებელია ერთ წელიწადში, ეს არის ძალიან კონკრეტული და რეალური გეგმა.… მე თუ გავხდი პრეზიდენტი დეკემბერში მოვითხოვ შუალედურ არჩევნებს და იქნება ახალი […]

593 ნახვა
გააზიარე
08 ოქტომბერი, 2013

8 ოქტომბერს პრეზიდენტობის კანდიდატმა კობა დავითაშვილმა განაცხადა: „რაც დავპირდი ხალხს იმისთვის ვიბრძვი, ეს არის ანაბრების დაბრუნება, პენსია სტაჟის მიხედვით, მცირე მეწარმეების გადასახადისგან განთავისუფლება, ამას ემატება ჯანდაცვის პროგრამა და ბევრი სხვა საკითხი“.

542 ნახვა
გააზიარე
07 ოქტომბერი, 2013

7 ოქტომბერს პრეზიდენტობის კანდიდატმა კობა დავითაშვილმა  განაცხადა: “მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკით, მოქალაქეობის მიღების პროცედურის გართულებით, სასოფლო-სამეურნეო მიწების მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა საკუთრებაში ყოფნით, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ჩვენი თანამემამულენი, როლებიც იძულებულნი არიან დატოვონ ქვეყანა და სხვა ქვეყანაში იმოღვაწეონ, დაბრუნდნენ სამშობლოში, პირველ რიგში მათ ჩადონ ინვესტიცია, რადგან თუ ქართველები არ დებენ ინვესტიციას, რთული წარმოსადგენია, რომ უცხოელებმა გააკეთონ ეს”, – […]

621 ნახვა
გააზიარე
07 ოქტომბერი, 2013

7 ოქტომბერს პრეზიდენტობის კანდიდატმა კობა დავითაშვილმა  განაცხადა: სასოფლო სამეურეო მიწის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა მფლობელობაში ყოფნით მივაღწევ იმას, რომ მოქალაქეები დაბრუნდნენ და მათ ჩადონ ინვესტიციები.

479 ნახვა
გააზიარე
29 სექტემბერი, 2013

პრეზიდენტობის კანდიდატემა კობა დავითაშვილმა შეხვედრები გამართა იმერეთში. ვანის მოსახლეობასთან შეხვედრისას მან განაცხადა: სახელფასო ნამატი უნდა იყოს სამუშაო სტაჟის მიხედვით და ეს არის ჩემი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი. სასოფლო-სამეურნეო მიწაზე საკუთრება უნდა იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ხელში.

613 ნახვა
გააზიარე
21 სექტემბერი, 2013

21 სექტემბერს პრეზიდენტობის კანდიდატმა კობა დავითაშვილმა იმ ეკონომიკურ ინიციატივებზე იაუბრა, რომლებსაც ის პრეზიდენტობის შემთხვევაში მხარს დაუჭერს: „მე მომხრე ვარ პროპორციული გადასახდის და დავაწესებდი რეგრესიულ (ანუ ფიქსირებულ) გადასახადს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. როდესაც სახელმწიფოს სხვა არაფერი შეუძლია, ეს მაინც უნდა გაკეთდეს. მცირე ბიზნესი უფრო მობილურია..საჭიროა ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან. უნდა დაწესდეს ფიქსირებული გადასახადი.“

592 ნახვა
გააზიარე
11 სექტემბერი, 2013

11 სექტემბერს პრეზიდენტობის კანდიდატმა კობა დავითაშვილმა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკასთან“  მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:  „სამართილიანობის აღდგენა სამი ელემენტისგან შედგება. კერძოდ, ეს არის – დამნაშავეების დასჯა, საკუთრების დაბრუნება და უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანების სამსახურში აღდგენა.“ წყარო

485 ნახვა
გააზიარე
11 სექტემბერი, 2013

11 სექტემბერს ქ. თელავში საარჩევნო შტაბის გახსნისას პრეზიდენტობის კანდიდატმა კობა დავითაშვილმა განაცხადა: „ჩვენ ვაპირებთ მთელ საქართველოში შევაგროვოთ 200 000 ხელმოწერა საკონსტიტუციო ცვლილების საინიციატივოდ, რომელიც მიზნად სახავს რომ უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვა იყოს აკრძალული ჩვენს ქვეყანაში. ეს უკავშირდება ასევე ანაბრების საკითხსაც.“

532 ნახვა
გააზიარე
09 სექტემბერი, 2013

9 სექტემბერს საქართველო პრეზიდენტობის კანდიდატმა კობა დავითაშვილმა გაზეთ „რეზონანსთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „27 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები ჩვეულებრივი არჩევნები არ არის, ეს არის რეფერენდუმი შეკითხვით: სააკაშვილს და მის ჯალათებს რა? ნდობა, შერიგება, მორიგება, კოჰაბიტაცია, თუ ნულოვანი ტოლერანტობა? ყველანი ციხეში უნდა იყვნენ ისევე, როგორც თავის დროზე ნაციონალები წვრილმან დამნაშავეებსა და არასრულწლოვნებს ციხეში დაუნდობლად აგზავნიდნენ.“ წყარო  

567 ნახვა
გააზიარე