Top
სტატიები
დაპირებები
გიორგი მარგველაშვილი
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
13 ოქტომბერი, 2013

13 ოქტომბერს, ქუთაისში პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „როგორც კი პრეზიდენტი გავხდები, მოვხსნი კრიმინალ გუბერნატორებს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ხალხს ძარცვავდნენ და მათთვის დადებითი არაფერი გაუკეთებიათ. როგორც კი ჩემი პრეზიდენტად არჩევა და ინაუგურაცია მოხდება, მეორე დღესვე შეიცვლებიან ხალხის გამომძალველები და მათ ადგილს ის ადამიანები დაიკავებენ, რომელთაც რეალურად სურთ, საქმე აკეთონ.“ წყარო

652 ნახვა
გააზიარე
08 ოქტომბერი, 2013

8 ოქტომბერს, სენაკში მოსახლეობასთან შეხვედრისას პრეზიდენობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემებზე მუშაობის პირობა დადო: „ჩვენ შევთანხმდით რომ პრეზიდენტის მომავალ ადმინისტრაციაში იქნება ადამიანი რომელიც საგანგებოდ უნარშეზღუდულთა პრობლემებზე იქნება ვალდებული რომ იმუშავოს და პრეზიდენტიც იმუშავებს ამ ჯგუფებთან“.

699 ნახვა
გააზიარე
06 ოქტომბერი, 2013

6 ოქტომბერს გიორგი მარგველაშვილმა ზემო აჭარაში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა: „გპირდებით ვიქნები გარანტი, რომ რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს რელიგიურ უმცირესობას პრობლემები აღარ შეექმნას“. წყარო

539 ნახვა
გააზიარე
05 ოქტომბერი, 2013

5 ოქტომბერს პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ოზურგეთში ყოფნისას განაცხადა: „სექტემბრიდან ამოქმედდება კანონი კოოპერატივების შესახებ. ჩვენ ერთად დავიწყებთ კოოპერატივების შექმნას, რომელსაც დაეხმარება სპეციალური სააგენტო პროექტების მომზადების საკითხში. კოოპერატივი არის სოფლის მეურნეობის აღორძინების მნიშვნელოვანი რესურსი.“ წყარო

657 ნახვა
გააზიარე
05 ოქტომბერი, 2013

5 ოქტემბერს აჭარაში მოსახლეობასთან შეხვედრისას პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა: „აღარასდროს საქართველოში არ განმეორდება დრო როცა უსამართლოდ ხდებოდა ქონების წართმევა, როცა ვინმე გაბედავდა და გადაკეტავდა გზას ჩოლოქზე შემოსასვლელს.“

567 ნახვა
გააზიარე
28 სექტემბერი, 2013

28  სექტემბერი, პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ქართველების გათავისუფლებაზე მუშაობის პირობა დადო: „ვიმუშავებ იმაზე, რომ რუსეთის ციხეებში ჯაშუშობის ბრლადებით მყოფი საქართველოს მოქალაქეები დავაბრუნოთ“. წყარო:

654 ნახვა
გააზიარე
28 სექტემბერი, 2013

28 სექტემბერს პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა გარდაბანში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა: “2015 წლისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გაზიფიკაცია დასრულდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარდაბანში მანამდე არ მოგვარდება ეს პრობლემა.“ წყარო:

612 ნახვა
გააზიარე
23 ოქტომბერი, 2013

23 სექტემბერს ინტერნეტ გამოცემა „ნეტგაზეთი.ჯი“-მ გამოაქვეყნა ინტერვიუ პრეზიდენტობის კანდიდატთან გიორგი მარგველაშვილთან. ეკონომიკურ ზრდაზე საუბრისას, მარგველაშვილმა აღნიშნა: „დინამიკა პოზიტიური იქნება 2014 წელს და ბევრად დიდი წარმატება იქნება 2015 წელს.“ წყარო

604 ნახვა
გააზიარე
22 სექტემბერი, 2013

22 სექტემბერს პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა დამნაშავეთა ექსტრადირების აუცილებლობაზე ისაუბრა: „მნიშვნელოვანია საქართველოში იმ პირების ექსტრადირება მოხდეს, ვინც წლების მანძილზე დანაშაულს ჩადიოდნენ. სამართლიანი სასამართლოს უფლება ყველასათვის უნდა იყოს დაცული, განაცხადა მან.“

515 ნახვა
გააზიარე
20 სექტემბერი, 2013

20 სექტემბერს პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა მისი პრიორიტეტები მიმოიხილა. ეკონომიკის გაძლიერების შესახებ საუბრისას, მან დაბალპროცენტიანი სესხების განხორციელების გეგმებზეც ისაუბრა. „მთავარი გამოწვევა ეხლა არის ეკონომიკის გაძლიერება. ეკონომიკის გაძლიერება თავისუფალი ბაზრის პროცესში. ეს არის დაბალპროცენტიანი სესხების განხორციელება.“

524 ნახვა
გააზიარე
20 სექტემბერი, 2013

20 სექტემბერი, სპეციალური რეპორტაჟი  სპორტის  სასახლიდან გიორგი მარგველაშვილი: თანამედროვე ელიტური სისტემა უნდა ჩამოვაყალიბოთ, სადაც ცენტრში მოქალაქე დგას. ეს არის დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ადამიანის ყველა უფლებაა დაცული და სადაც ადამიანები მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის შრომობენ, სადაც სამოქალაქო საზოგადოება განუხრელად ვითარდება, სადაც ბიზნესის ინტერესები დაცულია, სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეებზე, პოლიტიკური ვითარება სტაბილურია. ეს არის თანამედროვე გამოწვევა. წყარო

456 ნახვა
გააზიარე
19 სექტემბერი, 2013

19 სექტემბერი, სპეციალური რეპორტაჟი  სპორტის  სასახლიდან გიორგი მარგველაშვილი: გპირდებით, რომ პრეზიდენტის პოსტზე თითოეული ადამინის უფლებებს დავიცავ. ქვეყანაში საგარეო ინვესტიციების მოზიდვას და საქართველოს, როგორც სანდო პრატნიორის რეპუტაციის შექმნის პროცესშიც აქტიურად ჩავერთვები. ვიქნები მთავრობისა და პარლამენტის პარტნიორი და ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საზოგადოების მეტ ჩართულობაზე ვიზრუნებ. პარალელურად უნდა ვიზრუნოთ ეკონომიკის განვითარებაზე, რისთვისაც სტაბილური გარემოს შექმნა, არსებული პოტენციალის გაძლიერება […]

465 ნახვა
გააზიარე
1 /212