Top
სტატიები
დაპირებები
დავით ბაქრაძე
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
09 ოქტომბერი, 2013

9 ოქტომბერს დავით ბაქრაძე ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ჩავიდა. დავით ბაქრაძე: მინდა შევთავაზო საპარლამენტო უმრავლესობას ერთად დავსხდეთ და დავიწყოთ მუშაობა მთის შესახებ კანონზე, სადაც იქნება განსაზღვრული გარკვეული შეღავათები რთულ პირობებში (მთაში) მცხოვრები ადამიანებისთვის.“

597 ნახვა
გააზიარე
01 ოქტომბერი, 2013

პირველ ოქტომბერს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტში: „..მინდა შემოგთავაზოთ გადასახადების დაწევა….მეორე ნაბიჯი რაც მნიშვნელოვანია, რაც ასევე წინა წლებში კეთდებოდა ეს არის უარი ახალ ეკონომიკურ რეგულაციებზე და მე გთავაზობთ შევქნმათ ერთობლივი ორგანო ჩვენ პარლამენტარებმა, მთავრობამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ექსპერტებმა, რომელიც ყველა ეკონომიკურ წინადადებას შეაფასებს სანამ ეს წინადადება მიიღებს ოფიციალური საკანონმდებლო ინიციატივის სახეს, ამას გთავაზობთ იმისთვის, […]

444 ნახვა
გააზიარე
28 სექტემბერი, 2013

28 სექტემბერს პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ გადაცემაში „ბიზნეს კურიერი“ ეკონომიკურ განვითარებაზე საუბრისას აღნიშნა: „ჩვენ ვაპირებდით 15 ახალი ჰესის მშენებლობას. მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაციების ფონზე ჰესების მშენებლობაზე უარი არ უნდა ითქვას.“

492 ნახვა
გააზიარე
21 სექტემბერი, 2013

21 სექტემბერი, პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე აშშ-ში ვიზიტს განაგრძობს: „მე აქ  (დასავლეთში) ძალიან კარგი კავშირები მაქვს და ამ კავშირებს ყოველთვის ვიყენებდი საქართველოს ინტერესებისთვის, დღესაც ასე ვარ და მომავალშიც, რა სტატუსიც არ უნდა მქონდეს, ასე ვიქნები და ამ მეგობრობას და კავშირებს გამოვიყენებ საქართველოს საკეთილდღეოდ.“  

553 ნახვა
გააზიარე
20 სექტემბერი, 2013

20 სექტემბერს პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ აშშ-ში ვიზიტის კომენტირებისას აღნიშნა: „ვისაუბრეთ ყველა იმ თემაზე, რაც აუცილებელია ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ექნება შეერთებული შტატების მხარდაჭერა. ეს არის ჩვენი მომავალი. მე ვიქნები ის პოლიტიკოსი და პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც ყოველთვის იქნება ორიენტირებული ქვეყნის დასავლურ კურსზე.“

609 ნახვა
გააზიარე
16 სექტემბერი, 2013

16 სექტემბერს პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  შეთავაზებებსა და დანაპირების შესრულების განხორციელების გზებზე ისაუბრა:   ჩვენ ვთავაზობთ მთავრობას გადავდგათ ერთად სამი ნაბიჯი. შევამციროთ გადასახადები, უარი ვთქვათ ახალ რეგულაციებზე, რაც მეტ ინვესტორს შემოიყვანს და გაზრდის დასაქმების შანსებს და მოვახდინოთ ბიზნესის სრული დეკრიმინალიზაცია.

552 ნახვა
გააზიარე
11 სექტემბერი, 2013

11 სექტემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ქ. ზუგდიდში გამოსვლისას განაცხადა: „დღეს მე წარმოვადგენ პარტიას, რომლის მრავალი წევრიც დაპატიმრებულია და იდევნება. ჩვენი თანამებრძოლები თავის უდანაშაულობას პოლიტიკურ სასამართლო პროცესებზე ამტკიცებენ! ამიტომ, ამ ქალაქში, იმ ადამიანთა წინაშე, ვისი დიდი ნაწილიც დღეს ასეთი დევნის, დაპირისპირების და სიძულვილის მსხვერპლი ხართ, მინდა განვაცხადო – ამ დაპირისპირებას წერტილი უნდა […]

477 ნახვა
გააზიარე
11 სექტემბერი, 2013

11 სექტემბერს პრეზიდენტობის  კანდიდატმა დავით ბაქრაძემ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა გააკრიტიკა  და მთავრობას თანამშრომლობა შესთავაზა: „რადგან დღევანდელ მთავრობას არ ჰყოფნის გამოცდილება და კომპეტენცია, თავიდან აიცილოს ეკონომიკური კრიზისი, მე, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის საპრეზიდენტო კანდიდატი, მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო და ვიმუშავო ყველა პოლიტიკურ ძალასთან, მათ შორის – მთავრობასთან ერთად, ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ!”

544 ნახვა
გააზიარე