ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, პრემიერის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე:

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის 1 ივნისიდან ხორციელდება. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, კახეთის რეგიონში 15 პროექტია მხარდაჭერილი, ინვესტიციების ჯამური მოცულობა 48.9 მლნ ლარია. პროექტების ფარგლებში 500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

  ანალიზი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარტია „ქართული ოცნების“ თელავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე, კახეთის რეგიონში, ბოლო წლებში შესრულებულ სამუშაოებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა:

„პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში მხარდაჭერილია 16 პროექტი. მათი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 58 მლნ ლარზე მეტია. პროექტები სულ, დაახლოებით, 600 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს“.

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის 1 ივნისიდან ხორციელდება (იხ: ფაქტ-მეტრის სტატია 1; სტატია 2).

პროგრამის კოორდინატორები ეკონომიკის და მდგრადი განვითარების  და გარემოსა დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები არიან. პროგრამის მიმართულებებია:

  • წარმოების წახალისება;
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავების წახალისება;
  • სასტუმრო ინდუსტრიის წახალისება;
  • კინო ინდუსტრიის წახალისება.

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სამ კომპონენტს მოიცავს:

  • ფინანსური ხელშეწყობა;
  • ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა;
  • საკონსულტაციო მომსახურება.

ფინანსური ხელმისაწვდომობა კრედიტის თანადაფინანსებას გულისხმობს (პირველი ორი წლის განმავლობაში 10%-ის მოცულობით). ინდუსტრიული მიმართულების შემთხვევაში სესხის ამღებს წელიწადში 5-7%-ის გადახდა უწევს, ხოლო 10%-ს სახელმწიფო ფარავს. სოფლის მეურნეობის მიმართულების შემთხვევაში, სესხის ამღები მის 5-6%-ს ფარავს, 10%-ს კი - სახელმწიფო.

პროექტის ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს. დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება შემდეგი პირობით გადაეცემათ:

  • შემოთავაზებული პროფილის საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს ორი წლისა;
  • საწარმოს შექმნისა და წარმოების დაწყების ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ქ.თბილისში- შესაბამისი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ ექვსმაგი, ხოლო საქართველოს სხვა ტერიტორიაზე არანაკლებ ოთხმაგი ოდენობით.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში  დაწყებიდან დღემდე (2018 წლის აპრილის მონაცემი), ყველა მიმართულებით  355 პროექტია მხარდაჭერილი, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 870 მლნ ლარს აღემატება, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 14 000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს. აქედან, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულების ფარგლებში 274 პროექტია მხარდაჭერილი.ინვესტიციის ჯამური მოცულობა 664 მლნ ლარს შეადგენს, შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა კი - 11 100-ია. რაც შეეხება კახეთის რეგიონს, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, დაწყებიდან დღემდე, 15 პროექტია მხარდაჭერილი (აქედან 13 სასტუმრო) და ინვესტიციის ჯამური ოდენობა 48.9 მლნ ლარია. პროექტების ფარგლებში 500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი