საქართველოს პარლამენტში ვიზიტისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამინისტროების 2017 წლის სახელფასო ფონდთან დაკავშირებით განაცხადა: „პრაქტიკულად ყველა სამინისტროში სახელფასო ანაზღაურება შემცირებულია, გარდა შსს-სი. მათ შორის, ფინანსთა სამინისტროში თითქმის 15%-ით არის შემცირებული აპარატი...“

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ცხრილი 1:

შრომის ანაზღაურება სამინისტროებში 2016-2017 წლებში (11 თვის შესრულება), ათასი ლარი

სამინისტროები შრომის ანაზღაურება 2016 წელი (11 თვე) შრომის ანაზღაურება 2017 წელი (11 თვე) სხვაობა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინიტრის აპარატი 1 416 1 278 137
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი 667 618 49
ფინანსთა სამინისტრო 57 371 49 779 7 592
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 13 041 11 016 2 025
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 7 394 6 731 663
იუსტიციის სამინისტრო 33 319 30 900 2 419
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო 60 427 58 107 2 320
საგარეო საქმეთა სამინისტრო 7 041 7 000 41
თავდაცვის სამინისტრო 372 535 336 866 35 669
შინაგან საქმეთა სამინისტრო 358 867 358 867 -
განათლების და მეცნიერების სამინისტრო 23 679 18 281 5 398
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 50 341 50 444 -103
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრო 4 253 4 081 172
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო 30 28 042 1 958
ენერგეტიკის სამინისტრო 2 434 2 224 210
სოფლის მეურნეობის სამინისტრო 18 773 19 477 -704
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო 18 663 17 376 1 287
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო 4 189 3 704 485
წყარო: სახელმწიფო ხაზინა

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2017 წელს (11 თვის შესრულება) შრომის ანაზღაურების მუხლი, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის ყველა სამინისტროში შემცირებულია, გამონაკლისს წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სადაც შრომის ანაზღაურება ზუსტად იგივეა. შრომის ანაზღაურება გაზრდილია კულტურის და ძეგლთა  დაცვის (103 000 ლარით) და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში (704 000 ლარით). ამ სამინისტროებში მომუშავეთა რიცხოვნობაც გაზრდილია, კერძოდ: კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში 1 014 კაცით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი - 145 კაცით. 2017

წელს სამინისტროებში შრომის ანაზღაურება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ჯამში 60 მლნ ლარით არის შემცირებული.

რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს შრომის ანაზღაურებას, 2017 წლის ბიუჯეტის 11 თვის შესრულების მიხედვით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7.6 მლნ ლარით არის შემცირებული. რაც შეეხება ამავე სამინისტროში აპარატის შემცირებას, 2017 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, ფინანსთა სამინისტროში მომუშავეთა რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით უცვლელია და 4 785 კაცს შეადგენს.

დასკვნა 2017

წლის ბიუჯეტის 11 თვის შესრულების მიხედვით, სამინისტროების შრომის ანაზღაურება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 60 მილიონი ლარით არის შემცირებული. შრომის ანაზღაურება შემცირებულია თითქმის ყველა სამინისტროში, გამონაკლისია შინაგან საქმეთა სამინისტრო, სადაც შრომის ანაზღაურება წინა წლის ანალოგიურია, ასევე შრომის ანაზღაურება გაზრდილია კულტურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში.

რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს აპარატის 15%-ით შემცირებას, 2017 წლის ბიუჯეტის გეგმაში ასახული არ ყოფილა, თუმცა აღნიშნულ სამინისტროშიც შრომის ანაზღაურება 7.5 მილიონი ლარით (13%-ით) არის შემცირებული.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ეკონომიკის მინისტრის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი