მიმდინარე წლის 13 ივნისს, მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა: "

პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უპრეცედენტოდ გაიზარდა. რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა 2008 წლის შემდეგ - 376 მლნ დოლარი".

საქსტატის მონაცემებით,

 2016 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 376 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 103%-ით აღემატება.

ინვესტიციების მაჩვენებლების გაანალიზებისას მონაცემები წინა წლის (წლების) შესაბამის პერიოდს უნდა შედარდეს. შესაბამისად, იმის გასარკვევად, თუ რამდენად უპრეცედენტოა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი (2008 წლის შემდეგ), ჩვენ ერთმანეთს 2008-2016 წლების პირველი კვარტლების მაჩვენებლები შევადარეთ (იხ. გრაფიკი 1).

2009-2016

წლების პირველი კვარტლების მონაცემების გაანალიზებისას ჩანს, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. ამასთან, ინვესტიციების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელიც დაფიქსირდა.

გრაფიკი 1:

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2008-2016 წლები (I კვარტლის მონაცემები)

image001

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი მოცულობის ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა - 200 მლნ აშშ დოლარი, რაც მთლიანი ინვესტიციების 53%-ია. მეორე ადგილზეა საფინანსო სექტორი 15%-ით, მესამეზე კი ენერგეტიკის სექტორი 11%-ით.

image002

2016

წლის პირველ კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი მოცულობის ინვესტიცია აზერბაიჯანმა განახორციელა. უმსხვილესი ინვესტორების ჩამონათვალში მეორე და მესამე ადგილს თურქეთი და გაერთიანებული სამეფო ინაწილებენ.

image003

დასკვნა 2016

წლის I კვარტალში საქართველოში 376 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 103%-ით აღემატება. 2008 წლის შემდეგ, პირველ კვარტალში ყველაზე მეტი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 2016 წელს განხორციელდა და ამასთან, ინვესტიციების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, პრემიერ-მინისტრის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი