საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტების" შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული ოფიციალური მონაცემებით, პარტიას „ცენტრისტები“ 2006 წლიდან ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არ ჰყოლია და არც მოცემული მომენტისთვის ჰყავს. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ვლადიმერ ბედუკაძის პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა, რასაც ცესკოს თავმჯდომარემ განცხადებით

უპასუხა.

თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ ცესკომ პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტები", 2016 წლის 2 ივნისის განცხადებისა და კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საფუძველზე, საარჩევნო კოდექსის 113-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარა და განმარტა, რომ პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხზე ცესკოს ქმედებასთან დაკავშირებული შენიშვნები უსაფუძვლოა.

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

"

საქართველოს საარჩევნო კოდექსი" პარტიების რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს და ადგენს, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით ცესკოს თავმჯდომარეს მიმართავს. "საარჩევნო კოდექსის" 113-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას პარტიის რეგისტრაციის მოწმობა და წესდება ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლები უნდა დაერთოს.

ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი, განცხადებაში მისათითებელი ინფორმაციის სიას ადგენს და განსაზღვრავს, რომ ცესკოს თავმჯდომარისთვის წარსადგენ განცხადებაში უნდა აღინიშნოს პარტიის:

ა) ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და მისი (მათი) ხელმოწერის ნიმუში;

ბ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და მისი უფლებამოსილების ფარგლები.

113-

ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს განცხადებასა და თანდართულ საბუთებს და არა უგვიანეს ცესკოში განცხადების შეტანის მომდევნო დღისა, ცესკოს თავმჯდომარეს დასკვნას წარუდგენს. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს შეესაბამება.

საჯარო რეესტრის ვებგვერდზე

ყველასათვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პარტიას "ცენტრისტები", მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული ოფიციალური მონაცემებით, ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არ ჰყავს და 2006 წლიდან არ ჰყოლია.

113-

ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტები" ვალდებული იყო ცესკოსთვის პარტიის რეგისტრაციის მოწმობა და წესდება ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლები წარედგინა. ასევე, განაცხადში აღნიშნული უნდა ყოფილიყო ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და მისი (მათი) ხელმოწერის ნიმუში და  წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და მისი უფლებამოსილების ფარგლები. ამავე მუხლის შესაბამისად, ცესკოს პარტიის მიერ წარმოდგენილი საბუთები და ინფორმაცია უნდა გადაემოწმებინა.

საჯარო რეესტრის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პარტია "ცენტრისტების" ხელმძღვანელი ორგანოა ყრილობა, ხოლო აღმასრულებელი ორგანო პოლიტიკური საბჭო. პარტიის წესდების მიხედვით, პარტიის თავმჯდომარეს და პოლიტიკურ საბჭოს  4 წლის უფლებამოსილების ვადით ყრილობა ირჩევს.

"2002

წლის პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ოქმით დგინდება, რომ პარტიის თავმჯდომარედ თეიმურაზ ხაჩიშვილი იქნა არჩეული, ხოლო პოლიტიკური საბჭო შემდეგი შემადგენლობით განისაზღვრა: თეიმურაზ ხაჩიშვილი, ვახტანგ გოგუაძე, ვალერი კვარაცხელია, ალექსანდრე ჭილაძე, ვახტანგ თალაკვაძე, ჯემალ ნინუა, ლონგი ჭელიძე, თემურ ჯიშკარიანი, გოგი ბიჭაშვილი, დავით ქევხიშვილი, ელდარ გოდერძიშვილი, გელა ესაკია, ვაჟა ბახტურიძე და გელა პაპუაშვილი.

პარტიის თავმჯდომარეს და პოლიტიკური საბჭოს ზემოხსენებულ შემადგენლობას, რომლებიც 4 წლით იყვნენ არჩეულნი, ვადა 2006 წელს ამოეწურათ. 2006 წლიდან 2016 წლამდე, პარტიას მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ინფორმაცია პარტიის ხელმძღვანელი პირების ცვლილებასთან დაკავშირებით, არ წარუდგენია.

2016

წლის 19 მაისს თეიმურაზ ხაჩიშვილის მიერ მოთხოვნილ იქნა პარტიის წესდების ასლისა და პარტიის ამონაწერის მიღება, რაც საჯარო რეესტრის მიერ დაკმაყოფილდა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული პირი უფლებამოსილი თავმჯდომარე არ იყო, პარტიის ამონაწერში პარტიის თავმჯდომარის სახელისა და გვარის მითითება არ მოხდა" - ნათქვამია საჯარო რეესტრის განცხადებაში.

საინტერესოა, რომ 16 აგვისტოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ "ცენტრისტებს" საარჩევნო რეგისტრაცია საჯარო რეესტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გაუუქმა.

დასკვნა "

საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 113-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვლადიმერ ბედუკაძის პარტიას - "ცენტრისტები" ცესკოსთვის უნდა წარედგინა პარტიის რეგისტრაციის მოწმობა და წესდება ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლები, ასევე განაცხადის ფორმა, რომელშიც აღნიშნული უნდა ყოფილიყო  ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და მისი (მათი) ხელმოწერის ნიმუში და  წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და მისი უფლებამოსილების ფარგლები. ამავე მუხლის შესაბამისად, ცესკოს უნდა გადაემოწმებინა პარტიის მიერ წარმოდგენილი საბუთები და ინფორმაცია (საიდანაც ირკვევა, რომ მოცემულ პარტიას არ ჰყავს და 2006 წლიდან არ ჰყოლია ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი) და პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტები" საარჩევნო რეგისტრაციაში არ უნდა გაეტარებინა.

თამარ ჟვანიამ პასუხისმგებლობა საჯარო რეესტრს დააკისრა, თუმცა ის, რომ "ცენტრისტების" ხელმძღვანელის უფლებამოსილების შესახებ ინფორმაცია ცესკომ 15 აგვისტოს მედიასაშუალებებით შეიტყო, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 113-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების, კერძოდ პარტიის მიერ რეგისტრაციისას წარდგენილი დოკუმენტების შესწავლის შეუსრულებლობაზე მიუთითებს, რაც ცალსახად ცესკოს პასუხისმგებლობა იყო.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ცესკოს თავმჯდომარის განცხადება არის ტყუილი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5396 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი