საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მთის განვითარების საბჭოს წევრმა ანზორ ბოლქვაძემ განაცხადა:

“[მთის განვითარების შესახებ კანონის მიღების შემდეგ] შობადობამ მოიმატა. დღეს ხულოს მუნიციპალიტეტში შემწეობას იღებს 335 დედა, ქედაში - 70 და შუახევში - 107... მთის კანონის მიხედვით, ხულოში შემწეობას იღებს 22 300 ადამიანი, ქედაში - 12 125 და შუახევში - 13 500 ადამიანი“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

2015 წლის 16 ივლისს მიღებული კანონით -

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“, მაღალმთიანი სტატუსი ენიჭება ზღვის დონიდან 1 500 მეტრის ან მეტ სიმაღლეზე მდებარე დასახლებას, ასევე საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებში შემავალ დასახლებებს, ჰიფსომეტრული სიმაღლის მიუხედავად, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით. ამ ეტაპზე, ხულოს, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსი 48 000-ზე მეტ ადამიანს აქვს მინიჭებული.

ცხრილი 1:

ხულოში, ქედასა და შუახევში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირთა რაოდენობა 2017 წლის ივლისის მონაცემებით

მუნიციპალიტეტი ქედა შუახევი ხულო
მიენიჭა 15 112 13 561 22 268
შეუწყდა 488 547 571
შეუჩერდა 355 408 514
აღუდგა 2 - 1
აქტიური სტატუსი 14 269 12 280 21 184
წყარო: შუახევის, ქედის, ხულოს მუნიციპალიტეტების გამგეობები (იხ. ბმული: 1, 2, 3)  

მაღალმთიანის სტატუსის მქონე დასახლებებისთვის კანონი რამდენიმე შეღავათს ითვალისწინებს:

  ცხრილი 2:

მაღალმთიან აჭარაში სხვადასხვა შეღავათით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა

დანამატი, დახმარება, სუბსიდია ქედა შუახევი ხულო სულ
სახელმწიფო პენსიის დანამატის მიმღებთა რაოდენობა 2 824 2 616 4 031 9 471
სოციალური პაკეტის დანამატის მიმღებთა რაოდენობა 935 1 057 1 680 3 672
დანამატის მიმღებ ექიმთა რაოდენობა 16 16 22 54
დანამატის მიმღებ ექთანთა რაოდენობა 20 20 37 77
დახმარების მიმღები პირველი, მეორე და შემდეგი ბავშვის რაოდენობა 313 286 441 1 040
ელექტროენერგიის სუბსიდიის მიმღებ აბონენტთა რაოდენობა 3 512 2 979 4 895 11 386
წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო   საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის დადგენილებით, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ, 2016 წლის 1 იანვრიდან დაბადებულ ყოველ ცოცხლადშობილ პირველ, მეორე, მესამე და მომდევნო ბავშვს, რომლის ერთ-ერთი მშობელი მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებია, ენიშნება დახმარება. 100 ლარის ოდენობით დახმარება ენიშნება ერთი წლის განმავლობაში, თუ პირველი ან მეორე შვილია, ხოლო მესამე და მომდევნო შვილს 200 ლარის ოდენობით, ორი წლის განმავლობაში. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური

მონაცემებით, ამ შეღავათის ბენეფიციართა რიცხვი გაზრდილია.

  ცხრილი 3:

მაღალმთიან აჭარაში მუდმივად მცხოვრები დახმარების მიმღები ოჯახების, ასევე ოჯახის პირველი, მეორე და შემდეგი ბავშვების რაოდენობა, 2016 წელი

მუნიციპალიტეტითვე ქედა შუახევი ხულო დარიცხული თანხა, სამივე მუნიციპალიტეტი (ლარი)
ოჯახი I ბავშვი ოჯახი II ბავშვი ოჯახი III ბავშვი
მარტი  34 34 7 8 15 15 7 300
აპრილი  49 49 25 26 51 52 16 200
მაისი  78 79 36 38 73 74 24 200
ივნისი  95 96 58 60 100 101 33 100
ივლისი 114 115 68 71 117 118 39 100
აგვისტო 130 131 95 98 155 157 49 400
სექტემბერი 152 153 115 118 191 193 58 500
ოქტომბერი 172 173 142 145 231 233 68 500
ნოემბერი 184 184 168 168 265 265 76 500
დეკემბერი 199 200 184 187 296 299 84 400
წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო  (იხ. ბმული: 5, 6)

აღნიშნულ პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის ჯამში 457 200 ლარი გადაირიცხა. 2016 წლის დეკემბრის თვის მაჩვენებლები, როგორც ბენეფიციართა რაოდენობის, ასევე გადარიცხული თანხის მოცულობის, საწყის მაჩვენებლებს საგრძნობლად აღემატება. ანალოგიურად, მონაცემები იზრდება 2017 წელსაც.

ცხრილი 4:

მაღალმთიან აჭარაში მუდმივად მცხოვრები, დახმარების მიმღები მშობლებისა და პირველი, მეორე და შემდეგი ბავშვების რაოდენობა, 2017 წელი

მუნიციპალიტეტითვე           ქედა       შუახევი         ხულო გადარიცხული თანხა, სამივე მუნიციპალიტეტი (ლარი)
ოჯახი I ბავშვი ოჯახი II ბავშვი ოჯახი III ბავშვი
იანვარი 214 215 198 201 320 323  90 900
თებერვალი 232 234 217 220 342 346  97 900
მარტი 204 206 204 206 308 312  88 100
აპრილი 226 229 209 212 315 318  96 300
მაისი 220 222 215 220 331 335  99 100
ივნისი 227 229 219 224 335 339 102 000
ივლისი 234 237 227 232 347 352 106 600
წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო (იხ. ბმული: 7, 8)

2017

წელს ბენეფიციართათვის გადარიცხულმა თანხამ ჯამში 680 900 ლარი შეადგინა, ხოლო დახმარების მიმღები ბავშვების რაოდენობა ჯერ უმნიშვნელოდ იკლებს, შემდეგ კი თანდათან იზრდება.

დასკვნა

ანზორ ბოლქვაძის განცხადების მიერ დასახელებული მაჩვენებლები ბოლომდე ზუსტი არ არის, თუმცა, რეალურ სურათს ძირითადად ასახავს. რაც შეეხება შობადობის მომატებას, სოციალური სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით ეს ინფორმაცია დასტურდება. თუ პროგრამის ამოქმედებისას მასში ჩართული იყო 57 ბავშვი, დღეისთვის ეს მაჩვენებელი 821-ს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ 2016 წლის იანვრის შემდეგ დაბადებულთა რაოდენობა იმატებს. ცალსახად რთულია იმის მტკიცება, უკავშირდება თუ არა შობადობის ზრდა უშუალოდ ამ კანონის ამოქმედებას, თუმცა, ფაქტია, რომ შობადობა გაზრდილია.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ანზორ ბოლქვაძის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი