2012 წლამდე, ოპოზიციაში მყოფი „ქართული ოცნება“ მმართველ გუნდს საბიუჯეტო თანხების ფლაგვაში სდებდა ბრალს. აქცენტი ძვირადღირებული ავტომობილების შეძენასთან და გაზრდილ საწვავის ხარჯებთან ერთად, პრემიებზეც კეთდებოდა. კრიტიკის ობიექტები იყვნენ როგორც ცენტარლური ისე ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოები. დაურეგულირებელი პრემიების საკითხი წინა მმართველი გუნდის ერთ-ერთ სისტემურ პრობლემას

წარმოადგენდა.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რა შეიცვალა ამ მიმართულებით „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს. ჩვენ ამ მიმართულებით რუსთავის მერიასა და საკრებულოში არსებული მდგომარეობა შევისწავლეთ.

რუსთავის მერიის გაცემული საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2014 წელს ქალაქის მერმა დავით ჯიქიამ პრემიის სახით 27 500 ლარი აიღო. ამავე წელს პრემიები გაიცა მის სამივე მოადგილეზე და მათზე გაცემულმა თანხამ 71 875 ლარი შეადგინა. ამავე წელს პრემიები გაიცა რუსთავის საკრებულოშიც, კონკრეტულად კი, „ქართული ოცნების“ გუნდის მოსვლის შემდეგ, საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ დავით მაღლაკელიძემ პრემიის სახით 2014 წელს 8 250 ლარი მიიღო. 2015 წლიდან კი რუსთავის მერიასა და საკრებულოში პრემიებთან ერთად სახელფასო  დანამატებიც გაიცემა. ამ წელს, რუსთავის მერს დავით ჯიქიას პრემიის სახით აღებული აქვს 11 000 ლარი, ხოლო დანამატის სახით 17 600 ლარი. მის სამ მოადგილეზე კი პრემიის სახით მთელი წლის განმავლობაში ერთიანობაში გაიცა 13 300 ლარი და 37 612 ლარი სახელფასო დანამატის სახით.   ცხრილი 1:

რუსთავის მერიასა და საკრებულოში მაღალი თანამდებობის პირებზე 2014-2017 წლიებში გაცემული პრემია-დანამტები

  2014 2015 2016 2017 (ივნისის ჩათვლით) ჯამი
დავით ჯიქია (რუსთავის მერი) 27 500 28 600 34 650 15 950 106 700
მერის მოადგილეები 71 875 50 912 62 290 24 910 209 987
დავით მაღლაკელიძე (რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე) 8 250 28 600 34 650 15950 87 450
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები 43 650 55 575 27 000 126 225
  სახელფასო დანატები და პრემიები 2015 წელს რუსთავის საკრებულოშიც გაიცა. თავმჯდომარემ დავით მაღლაკელიძემ ამ წელს პრემიის სახით მიიღო 11 000 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით 17 600 ლარი. პრემიის სახით მის ორ მოადგილეზე კი გაიცა 18 000 ლარი, ხოლო დანამატის სახით 25 650  ლარი. გასულ წელს რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ პრემიის სახით 8 250 ლარი, ხოლო დამატის სახით 26 400 ლარი აიღო. მის სამ მოადგილეზე კი პრემიის სახით გაიცა 20 000 ლარი, ხოლო დანამატის სახით 42 290 ლარი. 2016 წელს, პრემია-დანამატების გაცემის საკითხი, რუსთავის საკრებულოს მაგალითზე ასე გამოიყურება: საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძეს მიღებული აქვს  8 250 ლარის პრემია და 26 400 ლარის დანამატი. მაღლაკელიძემ სახელფასო დანამატი გასული წლის ყველა თვეს მიიღო. რაც შეეხება მის ორ მოადგილეს, მათზე საერთო ჯამში 2016 წელს გაცემული პრემიის ოდენობა შეადგენს 18 000 ლარს, ხოლო დანამატი 37 575 ლარს. მიმდინარე წლის მონაცემებით, ივნისის ჩათვლით, რუსთავის მერს უკვე მიღებული აქვს 13 200  ლარის დანამატი და 2 750 ლარი პრემიის სახით, ხოლო მის ორ მოადგილეს აღებული აქვს დანამატის სახით 20 460 ლარი, პრემიის სახით კი 4 450 ლარი. წელს აგრეთვე, 2 750 ლარის პრემია აიღო რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღლაკელიძემ, სახელფასო დანამატის სახით კი 13 200 ლარი, მის ორ მოადგილეზ კი უკვე გაიცა 4 500 ლარის პრემია და სახელფასო დანამატი 22 500 ლარი. ინფორმციისთვის, როგორც რუსთავის მერის, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის

ხელფასი თვეში 2 750 ლარია. წელიწადში თითოეული მათგანი, ხელფასის სახით, 33 000-33 000 ლარს იღებს.

გასულ წელს, რუსთავის მერიაში პრემია-დანამატების გაცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყურადღების ცენტრშიც მოხდა. უწყება აცხადებდა, რომ რუსთავის მერიაში „დადგენილი ნორმის ზევით გაცემულია 191. 8 ათასი ლარის  პრემია“. ხოლო, დანამტების ნაწილში აუდიტის სამსახური განმარტავდა,

რომ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში 2015 წლის 6 თვეში გაიცა 92.6 ათასი ლარის დანამატი. დანამატი გაიცემოდა მოხელის ზეგანაკვეთური მუშაობისთვის, რომელიც განისაზღვრებოდა წინასწარ, მთელი წლის განმავლობაში.

რომ შევაჯამოთ პრემია-დანამატების კუთხით რუსთავში არსებული სიტუაცია, ვნახავთ, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენელმა ქალაქის მერმა 2014 წლიდან 2017 წლის ივნისის ჩათვლით, ჯამში პრემია-დანამატის სახით 106 700 ლარი აიღო. ხოლო, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ასევე 2014 წლიდან 2017 წლის ივნისის ჩათვლით, 87 450 ლარი პრემია-დანამატი აიღო. საერთო ჯამში, რუსთავის მერიასა და საკრებულოში მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებზე (მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, მათი მოადგილეები) პრემია-დანამატის სახით 530 362 ლარია გაცემული.

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი