გაზეთი ფაქტ-მეტრი
მხოლოდ ივლისის თვეში საქართველოს ერთ მილიონამდე ვიზიტორი ესტუმრა
უკატეგორიოდ
884 ნახვა
A+
A
A-

ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მიმდინარე წლის ივლისში საქართველოში შემოსულმა ვიზიტორების რიცხვმა 982 ათასს მიაღწია, რაც გასული წლის ივლისის მაჩვენებელს 28.5%-ით აღემატება. 2017 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში კი, ქვეყანაში 3 979 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 16.8%-ით აღემატება გასული წლის ანლოგიური პერიოდის მაჩვენებელს. თუ გადავხედავთ, როგორია გასულ წლებში ვიზიტორების ზრდის ტენდენცია, ვნახავთ, რომ 2013 წლის შემდეგ, მიმდინარე წლის 7 თვეში, ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა.

 

გრაფიკი 1: 2010-2017 (7 თვე) ქეყანაში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა

image001

წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

 

აღსანიშნავია, რომ თუ წლის ბოლომდე 16-17%-იანი ზრდა გაგრძელდება, 2017 წელს ქვეყანაში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი 7.4 მლნ-ს მიაღწევს.

მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ 2017 წელს ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების 46%-ს ტურისტები შეადგენდნენ (საერთაშორისო ვიზიტორი, რომელიც ქვეყანაში 24 საათზე მეტი დროით რჩება). თუ გადავხედავთ წინა წლების სტატისტიკას, ვნახავთ, რომ ვიზიტორებს შორის ტურისტების ყველაზე მაღალი წილი, მიმდინარე წელს დაფიქსირდა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის კუთხით.

 

ცხრილი 1: ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობა 2012-2017 წლები

წელი ტურისტების რაოდენობა ტურისტების წილი ვიზიტორების რაოდენობაში
2012 1 789 592 40%
2013 2 065 296 38%
2014 2 229 094 40%
2015 2 281 971 39%
2016 2 714 773 43%
2017 (7 თვე) 1 829 311 46%

წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ეროვნული  ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 435 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 23%-ით აღემატება. 2017 წლის მხოლოდ პირველი კვარტლის მონაცემებია ცნობილი.

 

ცხრილი 2: ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2011-2017 (3 თვე)

წელი მლნ დოლარი პროცენტული ცვილილება
2011 955 45%
2012 1 411 48%
2013 1 720 22%
2014 1 787 4%
2015 1 936 8%
2016 2 166 11%
2017 (3თვე) 435 23%

წყარო: ეროვნული ბანკი

 

თუ შევადარებთ ტურზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდას, საერთაშორისო ვიზიტორების ზრდის ტემპს,  ვნახავთ, რომ მიმდინარე წლის 3 თვეში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის 11%-ით ზრდის პარალელურად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 23%-ით  არის გაზრდილი. მსგავსი ტენდენცია, როდესაც ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ორჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რიცხვი, 2010 წლიდან დღემდე პირველად დაფიქსირდა.

გააზიარეთ: