რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში შემოსული ვიზიტორთა სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის ცხრა თვის მონაცემებით, საქართველოს 5 823 ათასი ვიზიტორი ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 19.2% აღემატება.

მხოლოდ სექტემბრის თვეში ქვეყანაში ვიზიტორთა რიცხვი 20.9%-ით გაიზარდა და 764 ათასი შეადგინა. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების 49% - 2 783 ათასი, ტურისტია (ვიზიტორი, რომელიც ქვეყანაში 24 საათზე მეტი დროით რჩება). ვიზიტორებს შორის ტურისტების წილის ზრდა მნიშვნელოვანია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის კუთხით. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში,წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 28.8%-ით გაიზრდა.

გრაფიკი 1:ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რადენობა, 2010-2017 წლები

წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

მიმდინარე წლის ცხრა თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი შემდეგი ქვეყნებიდან განხორციელდა: აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, თურქეთი, ირანი, უკრაინა. მათ შორის, ყველაზე მაღალი ზრდა - 127%, ირანიდან ფიქსირდება.

ცხრილი 1: ვიზიტების მიხედვით TOP 5 ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობის პროცენტული ცვლილება, 2016-2017 წლები (9თვე)

ქვეყანა 2016 2017 %
აზერბაიჯანი 1 170 861 1 299 789 11.01%
სომხეთი 1 074 204 1 247 708 16.15%
რუსეთი 832 883 1 112 793 33.61%
თურქეთი 979 226 932 906 -4.73%
ირანი 120 204 272 873 127.01%

წყარო:შინაგან საქმეთა სამინისტრო

ცხრილში მოცემული ქვეყნების გარდა, მაღალი ზრდით ხასიათდება ისრაელიდან (15 422 ვიზიტორი), პოლონეთიდან (8 770) და გერმანიიდან (7 177) შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა.

რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, ამჟამად მხოლოდ ორი კვარტლის მონაცემებია ცნობილი, რის მიხედვითაც 2017 წლის პირველ ექვს თვეში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 26%-ით აღემატება. 2016 წელს, ჯამში, ეს მაჩვენებელი 2.1 მლრდ აშშ დოლარი იყო.

გრაფიკი 2:ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, 2011-2017 წლები

წყარო:ეროვნული ბანკი

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი