ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი კოვზანაძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: 2018

წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი, ხოლო მიმდინარე წლის 9 თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 4.9% შეადგინა. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების 9 თვის გეგმა გადაჭარბებით შესრულდა. 9 თვის შემოსავლების შესრულებამ, გეგმასთან შედარებით, 280.3 მლნ ლარით მეტი შეადგინა. საგადასახადო შემოსავლების შესრულებაში კი, მეტობა 194.7 მლნ ლარია.

ანალიზი

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ, მიმდინარე წლის ეკონომიკურ ზრდაზე და სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებზე ისაუბრა. კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, 2018 წლის 9 თვის ეკონომიკური ზრდა დაგეგმილზე უფრო მაღალია და 4.9% შეადგინა, ხოლო ბიუჯეტის შემოსავლების 9 თვის შესრულება, 280 მლნ ლარით მეტია.

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ეკონომიკის 4.5%-იანი ზრდის პროგნოზით არის დაგეგმილი. მიმდინარე წლის 9 თვის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 4.9% შეადგინა. გასული სამი კვარტლიდან მაღალი ზრდა II კვარტალში 5.5% დაფიქსირდა, ხოლო III კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ეკონომიკური აქტივობა შენელდა და ზრდამ 4.0% შეადგინა. ასევე, არსებული მაჩვენებლების გათვალისწინებით, 2018 წლის წლიური ზრდის მოსალოდნელი ნიშნული 5.0%-ით განისაზღვრა, ხოლო 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი 4.5%-იან ზრდაზეა დაგეგმილი.

მსგავსად მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებისა, 2017 წელსაც 9 თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა წლიურ საპროგნოზო მაჩვენებელს აღემატებოდა.

გრაფიკი 1:

მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა (%)

ვვვვვვ წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; სახელმწიფო ბიუჯეტი

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები, კონკრეტულად, საგადასახადო შემოსავლები, ეკონომიკურ ზრდასთან არის დაკავშირებული. მაშინ, როცა ეკონომიკა დაგეგმილზე სწრაფად იზრდება, ბიუჯეტის შემოსავლები გადაჭარბებით სრულდება. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შემოსავლების შესრულებამ, გეგმასთან მიმართებით, 103.8% შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში, გეგმასთან შედარებით, შემოსავლების შესრულებამ 280.3 მლნ ლარით მეტი, 7 746.0 მლნ ლარი შეადგინა. მათ შორის, საგადასახადო შემოსავლების 9 თვის შესრულება 102.8%-ია, რაც გეგმას 194.7 მლნ ლარით აღემატება. ასევე, 68.5 მლნ ლარით მეტით შესრულდა სხვა შემოსავლების მუხლი. ამრიგად, ბიუჯეტის შემოსავლების გადაჭარბებით შესრულება, დიდწილად, საპროგნოზო მაჩვენებელზე მაღალი ეკონომიკური ზრდით არის განპირობებული.

გრაფიკი 2:

სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულება (%)

ბბბბზზზ წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მსგავსად მიმდინარე წლის ბიუჯეტის 9 თვის შემოსავლების შესრულებისა, გასულ წლებშიც შემოსავლების და მათ შორის, საგადასახადო შემოსავლების 9 თვის შესრულება, 100%-ს აჭარბებდა.
თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი