ხულო-ზარზმის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საზოგადოებას, ჯერ კიდევ, 2016 წლის 30 დეკემბერსამცნო. იმ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის (KFAED) დაფინანსებით, 47 კილომეტრიანი გზის 29 კილომეტრიანი მონაკვეთი აშენდებოდა, ხოლო მეორე ლოტით გათვალისწინებულ სამუშაოებს საქართველოს მთავრობა დააფინანსებდა.

2017 წლის სექტემბერში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ბათუმში მყოფი პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი საზოგადოებასდაჰპირდა, რომ ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთის მშენებლობა უახლოეს დღეებში დაიწყებოდა. მსგავსი დაპირებები არაერთხელ გააჟღერა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემაც. მაგალითად, გასული წლის აგვისტოში ზურაბ პატარაძეამბობდა: „ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა ერთ თვეში დაიწყება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი გოდერძიდან ბეშუმის მიმართულებით გზის მშენებლობაა. მომავალი სეზონისთვის უკვე ასფალტირებული გზა გვექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორთა რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს და მეტი ადამიანი ამოვა ბეშუმში დასასვენებლად“. ამ განცხადებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, ხულოს მოსახლეობა უგზოობასუჩივის. ადგილობრივების თქმით, მოუწესრიგებელი საგზაო და საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურის გამო, მთის კურორტი ტურისტების ნაკლებობას განიცდის.

2017 წლის ბოლოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემაცგანაცხადა, რომ ხულო-ზარზმის მონაკვეთზე სამუშაოები 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყებოდა. ცოტა ხნის წინ, იმავე სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაცია, საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძემაცგააჟღერა. აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე საუბრისას დეპუტატმა აღნიშნა, რომ ხულო-ზარზმის 47 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის მშენებლობა იწყება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ფაქტ-მეტრსაცნობა, რომ ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებაზე მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმების პროცესი, რომლის დასრულების შემდეგაც ცნობილი გახდება სამუშაოების დაწყების ზუსტი თარიღი. ჩვენ ვცადეთ, დაგვეზუსტებინა, რომელ კომპანიასთან აფორმებს ხელშეკრულებას სააგენტო და მის წარმომადგენელს ტელეფონით ვესაუბრეთ. მან გვითხრა, რომ სანამ ხელშეკრულება არ გაფორმდება, მანამდე კომპანიის სახელს არ გვეტყვის და ამ კითხვაზე პასუხს ვერც ინფორმაციის ოფიციალურად გამოთხოვის შემთხვევაში მივიღებთ.

ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთის მშენებლობის შესახებ ფაქტ-მეტრი ადრეცწერდა. სტატიაში, დეპარტამენტიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ნათქვამია, რომ პროექტის ფარგლებში I კვარტალში უკვე გახარჯული იყო 193 950 ლარი, ხოლო II კვარტალში - 371 772 ლარი, თუმცა ინფორმაცია სამუშაოების ზუსტი გრაფიკის შესახებ არც გასულ წელს და არც ახლა არ მოგვაწოდა. უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 1-ლი კვარტლისანგარიშშიკი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის გზის გოდერძი - ზარზმის მონაკვეთის I და II ლოტებთან დაკავშირებული რამდენიმე ღონისძიება გვხვდება:

ცხრილი 1: ბათუმი (ანგისა) - ახალციხის გზის გოდერძი - ზარზმის მონაკვეთის I და II ლოტებთან დაკავშირებული ღონისძიებები, დაფინანსების წყარო - სახელმწიფო ბიუჯეტი

დასახელება ხელშეკრულების მოქმედების ვადა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება, ლ გახარჯული თანხა 2018 წლის I კვარტალში, ლ გახარჯული თანხა ნაზარდი ჯამით 31. 03.2018 მდგომარეობით, ლ
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის გზის გოდერძი - ზარზმის მონაკვეთის (ლოტი II) მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმის განახლების მომსახურება 16. 01. 2017 – 10. 04. 2017 70 000 0.00 63 000
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის გზის გოდერძი - ზარზმის მონაკვეთის (ლოტი I) განსახლების სამოქმედო გეგმის განახლების მომსახურება 16.08.2016 212 450 21 450 212 450
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის გზის გოდერძი - ზარზმის მონაკვეთის I და II ლოტებთან დაკავშირებული რეაბილიტაცია - რეკონსტრუქციისთვის მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის განახლების მომსახურება 29.09.2016 5000 0.00 436 500

წყარო: საქართველოს საავტომობილო გზებისდეპარტამენტი

თუ ზემოთ მოყვანილი ცხრილით ვიმსჯელებთ, ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვადები, სამივე ღონისძიების შემთხვევაში, დარღვეულია, ხოლო სამშენებლო სამუშაოები ჯერაც არ დაწყებულა. ფაქტ-მეტრის შარშანდელ კვლევაში აღვნიშნეთ, რომ პროექტის მთლიანი ღირებულება, როგორც მაშინ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე აცხადებდა, დაახლოებით 100 მლნ ლარი იყო, ხოლო ხანგრძლივობა - ორი წელი. ხულო-ზარზმის მონაკვეთის მშენებლობა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის, ოთხპუნქტიანი გეგმის, ერთ-ერთი მიმართულების, ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია და ამ გზის მშენებლობის დაწყების შესახებ განცხადებას ხელისუფლება 2016 წლიდან პერმანენტულად აკეთებს, დაახლოებით, ერთწლიანი შუალედებით. მშენებლობის დაწყების ზუსტი დრო კი კვლავაც გაურკვეველია.

ჩვენ აღნიშნული გზის მშენებლობასთან დაკავშირებულ პროცესებს მომავალშიც დავაკვირდებით და მკითხველს განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი