ლარმა მნიშვნელოვანი გაუფასურება 2014 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე იყო. მისი პრეზიდენტობის დროს ლარი ყველაზე მეტად გაუფასურებული მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს იყო, როდესაც კურსმა 2.50-ს მიაღწია.

ხელისუფლების წევრები და მათი მხარდამჭერები ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სწორედ გიორგი ქადაგიძის მიერ ლარის განგებ გაუფასურებას ასახელებდნენ. ამით ხაზს უსვამდნენ იმას, რომ ლარს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არჩეული პრეზიდენტი აუფასურებს, რითაც საქართველოს მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავდათ.

ფაქტ-მეტრმა ქადაგიძის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს მოუყარა თავი, რომელიც, როგორც ვხედავთ, უსაფუძვლო აღმოჩნდა. გიორგი ქადაგიძე მარტიდან ეროვნულ ბანკს აღარ ხელმძღვანელობს, ლარი კი გაუფასურებას განაგრძობს და ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს. 2 დეკემბერს ლარის ოფიციალურმა კურსმა 2.59-ს მიაღწია.

26 თებერვალი, 2015
  • ბიძინა ივანიშვილი: „სწორედ ეროვნული ბანკის კომპეტენცია და პირდაპირი მოვალეობა იყო სიტუაციის სწორად მართვა, რათა საქმე არ მისულიყო არაადეკვატურ განვითარებამდე. ჩვენ კი დავინახეთ საწინააღმდეგო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ თავისი უმოქმედობითა და არასწორი ქმედებებით მიგვიყვანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე.“
27 თებერვალი, 2015
  • მიხეილ დუნდუა: „ეს არის პოლიტიკურ კონიუნქტურაზე დაქვემდებარებული პირი, რომელიც სრულ ობსტრუქციაშია. საბედნიეროდ, ვითარება სტაბილურდება მისი უმოქმედობის მიუხედავად.“
20 მარტი, 2015
  • ბიძინა ივანიშვილი: „როდესაც დაიწყო რყევები, ლარი მოიქცა ძალიან ჯანსაღად. როდესაც ლარი დაეცა და გაუფასურდა დოლართან, მაშინ ეკონომიკას მივაწერე ეს ყველაფერი და ეროვნულ ბანკს, თუმცა ეროვნულმა ბანკმა დააგვიანა და მოახერხა ეს ყველაფერი აჟიოტაჟში გადაეტანა.“
16 ივლისი, 2015
  • მიხეილ დუნდუა: „ერთ დღეში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა 75 მილიონი ლარით გაზარდა კომერციული ბანკებისთვის სესხის მიწოდება. სესხის მოცულობა გახდა 855 მილიონი. შემდეგ კურსი გაფუჭდა და ბაზარზე 2.25–ს გადააჭარბა... ესაა იმ პოლიტიკის აშკარა გაგრძელება, რასაც ლარის შეგნებული გაუფასურება ჰქვია.“
5 აგვისტო, 2015
  • სოზარ სუბარი: „როდესაც ლარის კურსის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი მთავარი ადამიანი ყოველდღიურად გამოდის და თავისი ნებისმიერი განცხადებით ახდენს საზოგადოების დაშინებას, რომ ეროვნული ვალუტა გაუფასურდება, აუცილებლად გაუფასურდება, ძალიან გაუფასურდება. ამით, ბუნებრივია, ხელს უწყობს ლარის დევალვაციას.“
17 აგვისტო, 2015
  • თამაზ მეჭიაური: „ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინტერესებში ლარის კურსის სტაბილურობა არ შედის. პირიქით, მან მოსახლეობას, ფაქტობრივად, მოუწოდა, შემოდგომისთვის ლარი უფრო გაუფასურდება და დოლარი სასწრაფოდ შეიძინეთო, არადა ელემენტარული ინტერვენციით შეეძლო საზოგადოებაში პანიკა არ გამოეწვია.“
26 იანვარი, 2016
  • თამაზ მეჭიაური: „ჩვენი ბრალია, რომ თავს ამდენის უფლებას აძლევს. თავის დროზე, როცა ის მკურნალობას ექვემდებარებოდა, არ უმკურნალეს. ის იყო, არის და დარჩება ადეიშვილის ხელის ბიჭად. მისი განცხადებები კი არასერიოზული და კომიკურია.“
9 თებერვალი, 2016
  • გოგი თოფაძე: „საბედნიეროდ, ვადა ეწურება ჩვენს დღევანდელ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს [გიორგი ქადაგიძეს] და მაშინ გამოჩნდება სწორედ ლარის კურსის ასეთი ყანყალის მიზეზი. ალბათ, რომ იქნება ახალი ხელმძღვანელი, შეიძლება, უფრო მეტი საშუალება ნახოს, რომ ამის სტაბილიზაცია მოხდეს. მე ვაკრიტიკებდი მასაც იმიტომ, რომ როცა ვნახეთ ის მონაცემები, როცა იმის მაგივრად, რომ გამოეტანა უცხოური ვალუტა და ლარი გაემყარებინა, გამოჰქონდათ ასობით მილიონობით ლარი გასაყიდად.“
16 მარტი, 2016
  • მიხეილ დუნდუა: „კურსმა მკვეთრი გამყარება ზუსტად 25 თებერვლიდან დაიწყო. ამის შემდეგ ვაკვირდებით, რომ კურსი თანდათანობით და მნიშვნელოვნად მყარდებოდა... ეს კიდევ უფრო ადასტურებს იმას, რომ ლარის კურსი ქადაგიძის მმართველობის პერიოდში იყო პოლიტიკური ფაქტორების და ანგაჟირების ამსახველი. მას შემდეგ, რაც მოიხსნა პოლიტიკური წნეხი ქადაგიძის მხრიდან, კურსმა მკვეთრი გამყარება დაიწყო.“
24 მარტი, 2016
  • თამაზ მეჭიაური: „სულ ვიძახდი ამას, რომ ქადაგიძე არის საფრთხე და მისი ყოფნა ხელს უშლიდა ლარის გამყარებას. წავიდა და დაემთხვა, ხომ? რატომ არ იძახით, რომ ჭკვიანი კაცი ხარ, ამას რომ იძახდი?“

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი