ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის სიმართლე.   რეზიუმე: დედოფლისწყაროში ახალი მრავალპროფილური, 25 საწოლზე გათვლილი კლინიკა 2016 წლის 24 სექტემბერს გაიხსნა.

საავადმყოფო სახელმწიფოს მფლობელობაშია და ჯანდაცვის სამინისტრო მართავს.

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ანგარიშის თანახმად, 2014 წლის 1-ლი მაისიდან სოფლის ექიმების და ექთნების მომსახურების დაფინანსება 30%-ით გაიზარდა. შესაბამისად, სოფლის ექიმის ანაზღაურება თვეში 650 ლარს, ხოლო ექთნის 455 ლარს შეადგენს. ჯანდაცვის სამინისტროდან ფაქტ-მეტრისთვის მოწოდებულ ოფიციალურ წერილში აღნიშნულია, რომ 2018 წლის 17 აპრლის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულია 209 სოფლის ექიმი და 223 ექთანი.

სამინისტროს ცნობით, კახეთის რეგიონს, რომელიც რვა მუნიციპალურ ერთეულს მოიცავს, ემსახურება 28 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. 2014-2018 წლებში ცენტრის მიერ განხორციელდა აღნიშული რაიონების ავტოპარკის სრული განახლება, შესაბამისი სტანდარტებით აღჭურვილი ავტომანქანებით.

  ანალიზი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, თელავში, პარტია „ქართული ოცნების“ საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრა. „დედოფლისწყაროში აშენდა 25 საწოლზე გათვლილი, უახლესი აპარატურით აღჭურვილი მრავალპროფილიანი კლინიკა. 30%-ით გაიზარდა სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასები. კახეთის რეგიონს 209 სოფლის ექიმი და 223 ექთანი ემსახურება. 27 ახალი ავტომობილით განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი“.

დედოფლისწყაროში ახალი მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა 2014 წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო. აღნიშნული პროექტისთვის სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტებიდან 3 მლნ 700 ათას ლარი გამოიყო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 25 საწოლზე გათვლილი, უახლესი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი მრავალპროფილიანი კლინიკა, 2016 წლის 24 სექტემბერს გაიხსნა. ჩვენ, ასევე, დავინტერესდით პრემიერის განცხადების იმ ნაწილით, რომელიც სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასების 30%-ით გაზრდას შეეხებოდა. სოფლის ექიმი

მოსახლეობისათვის ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების მიწოდებას ახორციელებს. ის, ასევე, უზრუნველყოფს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტების და სამედიცინო დანიშნულების საგნების პაციენტისთვის მიწოდებას. სოფლის ექიმის პროგრამით განსაზღვრული მომსახურეობა სრულად ფინანსდება სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მიერ.

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ანგარიშის თანახმად, 2014

წლის 1-ლი მაისიდან, სოფლის ექიმების და ექთნების მომსახურების დაფინანსება 30%-ით გაიზარდა. შესაბამისად, სოფლის ექიმის მომსახურების ღირებულება თვეში 650 ლარს, ხოლო ექთნის 455 ლარს შეადგენს. ჯანდაცვის სამინისტროდან ფაქტ-მეტრისთვის მოწოდებულ ოფიციალურ წერილში აღნიშნულია, რომ 2018 წლის 17 აპრლის მდგომარეობით, კახეთის რეგიონს 209 სოფლის ექიმი და 223 სოფლის ექთანი ემსახურება.

სამინისტროს ცნობით,

კახეთის რეგიონს, რომელიც მოიცავს 8 მუნიციპალურ ერთეულს (ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, თელავი, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, ყვარელი), 28 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ემსახურება.

„2014-2018 წლებში ცენტრის მიერ  განხორციელდა აღნიშული რაიონების ავტოპარკის სრული განახლება, შესაბამისი სტანდარტებით აღჭურვილი ავტომანქანებით“- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროდან ფაქტ-მეტრისთვის გამოგზავნილ წერილში.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი