წარმოგიდგენთ ინტერვიუებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მაჟორიტარობის იმ კანდიდატებთან, რომლებმაც ჩვენს კითხვებს უპასუხეს.

  დიდუბის მე-15 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა პაპუაშვილი რატომ იყრით კენჭს ამ კონკრეტულ ოლქში?

მე ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით საქართველო ბოლომდე სამშვიდობოს, როგორც სახელმწიფო არ არის გასული, მე ვარ ერთ-ერთი მათგანი, ვინც ებრძოდა ნაციონალურ-ბოლშევიკური მოძრაობის ხელისუფლებას, რომლებმაც საქართველოში აუტანელი ყოფა დაამკვიდრეს, აყალბებდნენ არჩევნებს, ართმევდნენ ხალხს აქტიურ საარჩევნო უფლებას, ადამიანის უფლებებს ხელყოფდნენ, უსაფუძვლოდ იჭერდნენ და შემდეგ ციხეში აწამებდნენ, ართმევდნენ ბიზნესს, მათივე პროვოკაციით იყო გამოწვეული ომი, რომლის შედეგადაც ქვეყანამ გაიღო დიდი მსხვერპლი, დაღუპულების, წართმეული ტერიტორიების და იძულებით გადაადგილებული პირების სახით.

2012

წელს ჩვენ შევძელით დამნაშავე ხელისუფლების დამარცხება და პოლიტიკური მმართველობიდან მათი ჩამოშორება. 4 წლის წინ ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“, იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც შეძლო კეთილდღეობა მიეტანა მოსახლეობამდე და მიენიჭებინა მათთვის თავისუფლება.

ამიტომ, რადგან მე ვფიქრობ, რომ ქვეყანა არ არის სამშვიდობოს გასული,მე არანაირი უფლება არ მაქვს უამრავ ჩემს მეგობართან ერთად ბრძოლით მოპოვებული, ტრიბუნა, ასე უპასუხისმგებლოდ დავთმო. მე ვარ იმ გუნდის წევრი და მაცვია იმ გუნდის მუნდირი, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება“ და რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, რომლის აზრებს სრულიად ვიზიარებ. ჩვენ არასოდეს არ უნდა დავუშვათ, რომ ქვეყნის სათავეში ის პირები დაბრუნდნენ ვინც სიკეთის მაგივრად უბედურებას მოუტანს ქვეყანას.მე ვფიქრობ რომ ჩემს აზრებს, ფიქრებს და ფასეულობებს, ძალიან ბევრი თანამოაზრე და მხარდამჭერი ჰყავს, მე ძალიან დიდი არმია მიჭერს მხარს და ეს არის მათ წინაშე პასუხისმგებლობა.  ეს ხმა მინდა მივიტანო პარლამენტში, ხელისუფლებაში რათა გაზიარებული იყოს ყველა ის პრობლემარაც ქვეყნის წინაშე დგას.

როდესაც ჩვენ ბრძოლაში შევდივართ, ისე როგორც ადამიანი აირჩევს სამოსელს, ასე არ ვირჩევთ ჩვენ კომფორტულ ადგილებს. სადაც საჭირო იქნება, სადაც გუნდი ჩათვლის საჭიროდ რომ ვიმსახუროთ, იქ უნდა გავჩნდეთ. სწორედ იქ სადაც ეს ჩვენი სამსახური წაადგება ქვეყნის კეთილდღეობას.

ჩამოთვალეთ 3-5 (ან მეტი) მთავარი პრობლემა, რომელიც თქვენი ოლქის ამომრჩევლებს (და არა ზოგადად ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას) განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?

ზოგადად ჩვენს ქალაქში პრობლემები მონათესავე ხასიათისაა, ისინი ერთმანეთს ჰგავს:  დაზიანებული სახლები, გადატვირთული ქუჩები, საფეხმავლო ბილიკებზე პარკირებული ავტომობილები, ბაზრობა, საამქროები რომლებიც ეკოლოგიურად აბინძურებს გარემოს და საფრთხეს უქმნის მაცხოვრებლების ჯანმრთელობას.  რიგ  ქუჩებზე გაუსაძლისია ხმაურის გამო იქ ცხოვრება,დევნილების წინაშე მდგარი საყოფაცხოვრებო პირობები...

ხაზგასმით მინდა ვთქვა რომ უამრავი რამ გაკეთდა, რასაც მადლიერებით აღნიშნავს მოსახლეობაც ჩვენთან შეხვედრისას, ამიტომ მეც უფრო გამიადვილდება ამ კუთხით მათ პრობლემებთან გამკლავება. ჩემი თანამშრომლობა თვითმმართველობის ორგანოებთან და ხელისუფლებასთან გაუმჯობესებული იქნება, ერთობლივი ძალით შევეცდებით მოვაგვაროთ ყველა არსებული პრობლემა.

ზემო აღნიშნული პრობლემების მოგვარების გზები აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და ადგილობრივითვითმართველობის ორგანოებთან ურთიერთთანამშრომლობის გზით არის შესაძლებელი. ამ მიმართულებით საკანონმდებლო დონეზე თუ რაიმე ხარვეზი იქნება, აუცილებლად უნდა შესწორდეს და აღმოიფხვრას პრობლემა.

რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის? რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.

ყველა დაპირებას რასაც ჩვენ გავცემთ ეს არის რეალობასთან მიახლოებული, რაც შეეხება რა დროში უნდა მოხდეს პრობლემის მოწესრიგება, გააჩნია მის სირთულეს და სიღრმეს, რა დროს და ენერგიასაც მოითხოვს იმ დროს მოვანდომებთ, რომ მოსახლეობას არ გავუჩინოთ ცრუ იმედები.თანამონაწილეობა და ურთიერთთანამშრომლობა ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე რომ მოსახლეობა ხედავდეს როგორ გვარდება ესათუის პრობლემა.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩემს ამომრჩევლებთან შეხვედრებისას სხვადასხვა სახის პრობლემები გამოიკვეთა და მეც სწორედ მათი დადებითად გადაწყვეტის შესრულებას ვპირდები.

გვითხარით ის რეალური გზები, თუ როგორ აპირებთ დაპირებების შესრულებას მაშინ, როდესაც ამ ტიპის საქმიანობა ძირითადად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმართველობის კომპეტენციაა?

ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას რაც განეკუთვნება საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებში საკმაოდ კარგად ართმევენ თავს და თუ რაიმე საკანონმდებლო დონეზე მხარდასაჭერი იქნება ქვეყნის წარმომადგენლობით ორგანოში, რა თქმა უნდა მე მათ თანამშრომლობას და დახმარებას აღვუთქვამ.

რამდენად არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა (ანუ, რა უფლებები გაქვთ ან არ გაქვთ როგორც მაჟორიტარს და ამ მხრივ რას შეცვლიდით) და ეკონომიკური რესურსი იმ დაპირებების შესასრულებლად, რასაც თქვენ იძლევით?

ყველა დაპირება რომელიც უნდა შესრულდეს ქვეყნის ბიუჯეტთან  არის პირდაპირ დაკავშირებული, რა რესურსიც გააჩნია ქვეყნას, ეტაპობრივად შევძლებთ გავუმკლავდეთ პრობლემებს.

რომელი კანონების ინიცირებას გეგმავთ პარლამენტში თქვენს საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით?

რამოდენიმე კანონპროექტზე მაქვს სამუშაო მონახაზი გაკეთებული, რომლის შემდგომში ინიცირება შემიძლია. პარლამენტის შეკრების შემდეგ, მინდა კონსულტაციები გავიარო კომიტეტებთან, რათა ინიცირებული ვარიანტი იმგვარად იქნას შედგენილი, რომ სხვა კანონები არ დააზარალოს და კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ აუცილებელია ყველა კანონპროექტის შედგენისას, თუ კანონში ცვლილებების შეტანისას, გათვალისწინებული იქნას კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რათა წინასწარვე დავადგინოთ რამდენად შეუძლია სახელმწიფოს ამგვარი ფინანსური ვალდებულების აღება.

რას ფიქრობთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების იდეაზე? უნდა გაუქმდეს თუ არა და რატომ?

მე ვფიქრობ ბევრ წამყვან ქვეყანაში არის ისეთი შერეული სისტემა როგორიც ჩვენ გვაქვს, მაჟორიტარული სისტემის არსებობა მართლდება იმით, რომ მოსახლეობას პირადად აქვს კონტაქტი კანდიდატთან, აქვს შესაძლებლობა დიალოგის გამართვისა, რაც უადვილებს არჩევანის გაკეთებას. ასევე მაჟორიტარი პარლამენტის წევრი წარმოადგენსკონკრეტულ რაიონს პარლამენტში და არის ერთგვარი ხიდი რაიონის მოსახლეობასა და საკანონმდებლო ორგანოს შორის. ასე რომ მე ცალსახად მაჟორიტარულ სისტემას არ ვიწუნებ. ამასთანავე პროპორციულ საარჩევნო სისტემასაც აქვს არსებობის უფლება, ამაზე იმსჯელებს ხელისუფლება და მოსახლეობასთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას, მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს თუ დარჩეს შერეული სისტემა.

პარლამენტში თქვენი არჩევის შემთხვევაში თუკი ოპოზიციაში იქნებით, რა გზებით შეეცდებით თქვენი დაპირებების განხორციელებას?

ყველა დაპირების შესრულება შესაძლებელია მხოლოდდამხოლოდ კანონზე დაყრდნობით. მისი ჯერ შექმნით და შემდგომ მისი აღსრულების ზედამხედველობით, რასაც ახორციელებს პარლამენტი.

გექნებათ თუ არა კონკრეტული ინიციატივები, რომლებსაც მთავრობას და პარლამენტს შესთავაზებთ სამუშაო ადგილების გაზრდისა და უმუშევრობის შესამცირებლად?

დღეს „ქართული ოცნება“ რჩება იმ ძალად, რომელსაც შეუძლია არამარტო შეინარჩუნოს მიღწეული, არამედ იაროს წინ სწრაფი ეკონომიკური განვითარების გზაზე, შექმნას მეტი სამუშაო ადგილი, მოიზიდოს ინვესტიციები და დააფინანსოს ბევრი ისეთი ტიპის პროგრამები, რომელიც ქვეყანაში შეამცირებს უმუშევრობის დონეს.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გახდებით პარლამენტის წევრი, რა ინტენსივობით და როგორ გააგრძელებთ ამომრჩეველთან კომუნიკაციას?

მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის დროს ჩემი ტელეფონი იმ ოთხი წლის მანძილზე არასოდეს  გათიშულა. არასოდეს არც ერთი ამომრჩევლისთვის მე ზურგი არ შემიქცევია. არცერთი პრობლემა რაც მომხდარა მთაწმინდის რაიონში არ გამომიტოვებია, ბევრი რამ ყოველთვის ისე არ მომხდარა როგორი შედეგიც გვინდოდა დამდგარიყო, მაგრამ პასუხისმგებლობას, ჩემი ამომრჩევლის წინაშე არასდროს გავქცევივარ და პატიოსნად ვასრულებდი ჩემს მოვალეობას.

რაც შეეხება ამომრჩევლებთან კომუნიკაციას, იქაც ყოველთვის  ვხვდებოდი მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას ან მაჟორიტარის ბიუროში, ან პარლამენტში და ასევე მქონდა აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია. იგივე ფორმით, იგივე რეჟიმში მექნება მომავალში ურთიერთობა დიდუბის ამომრჩეველთანაც.  მე მათთან მექნება 24 საათიანი ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში.

არჩევის შემთხევევაში მომდევნო წლები იქნებით დეპუტატი, თუ შეიძლება აღმასრულებელ ხელისუფლებაში გიხილოთ?

ამის შესახებ წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია. არჩევნების შემდეგ სად ვიქნები საჭირო, ამის განსაზღვრა ამ ეტაპზე შეუძლებელია.

რა წინადადებები გექნებათ ადგილობრივი თვითმართველობის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად?

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ხელისუფლებასთან ერთად თანამშრომლობა.

უჭერთ თუ არა მხარს, რომ პარლამენტმა საქმიანობა ქუთაისში განაგრძოს?

მე მხარს ვუჭერ პარლამენტი გადმოტანილი იყოს დედაქალაქში რათა უფრო ეფექტური იყოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობა.

რას ფიქრობთ პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირების იდეაზე? თქვენი აზრით, თქვენი პარტიის მიერ წარმოდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებში და საარჩევნო სიაში დაცულია თუ არა გენდერული ბალანსი და თუ არ არის დაცული - რატომ?

საქართველოში არცერთი ქალბატონი არ დამცირებულა, სქესის გამო არცერთი მათგანი არ დაჩაგრულა, ეს არის ქვეყანა რომელიც ყოველთვის აღმერთებდა ქალს. პარლამენტში ისინი არ მოხვედრილან მარტო იმიტომ რომ ისინი ქალბატონები არიან, არამედ მოხვდნენ მათი კვალიფიკაციის, პროფესიონალიზმისა და გამოცდილების გამო.

თქვენი აზრით, უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში, რომ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის კავშირი? რატომ?

ქვეყნის პრემიერის - გიორგი კვირიკაშვილის იდეაა რომ კონსტიტუციაში  ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა  და მამაკაცის ერთობა.ეს იქნება კონსტიტუციით გამყარებული და ამით ყველა სპეკულაციას მოეღება ბოლო.

აპირებთ თუ არა პარლამენტში საქართველოს ევროატლანტიკური საგარეოკურსის მხარდაჭერას? თქვენი აზრით რა პოლიტიკა უნდა გაატაროს საქართველომ რუსეთთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით? უნდა შეიცვალოს თუ არა რაიმე ამ პოლიტიკაში?

ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მოვალეობაა რომ ქვეყანას შესძინოს მეტი მეგობარი, მეტი მოკავშირე და ამით გააძლიეროს ქვეყანამ თავის უსაფრთხოება. ნებისმიერი ურთიერთობა  ნებისმიერ სახელმწიფოსთან კავშირი და ურთიერთობა რომელიც განაპირობებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, მისასალმებელია. ფრთხილად, მოზომილად, კვალიფიციურად, ბრძნულად, დიპლომატიურად უნდა მივუდგეთ ჩვენს  სამეზობლოს რათა არ დავარღვიოთ მათი უფლებები და იყოს დაცული ჩვენი ქვეყნის არა მარტო ტერიტორიული მთლიანობა არამედ ის უფლებები და ხელშეკრულებები რაც არის განსაზღვრული. ეს არის ის ხელისუფლება რომლის ზურგზეც არ არის ომი და ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ  შევძელით გაგვეტარებია ბრძნული და რეალისტური პოლიტიკა რომელმაც საქართველოს მოუტანა მშვიდობა,ქვეყნის სტაბილურობადა ეკონომიკური წინსვლა.

დღეს თქვენ მმართველი პარტიის სახელით იყრით კენჭს. თუკი თქვენი პარტია ოპოზიციაში აღმოჩნდება, დატოვებთ თუ არა მის რიგებს და გადახვალთ თუ არა კვლავ სახელისუფლებო პარტიაში?

არსად წასვლას არ ვაპირებ!

რა მიგაჩნიათ მთავარ პრობლემებად/გამოწვევებად ეთნიკური დარელიგიური უმცირესობების ინტეგრაციის გზაზე და რა მთავარი ნაბიჯებია გადასადგმელი ინტეგრაციული პროცესების გასაუმჯობესებლად?

ყველაზე კარგად ვფიქრობ რომ ეს რელიგიათა შორის ურთიერთობაა მოგვარებული ჩვენთან, სხვა ქვეყნებში ხშირ შემთხვევაში ჯარითა და პოლიციით ვერ აგვარებენ რელიგიათაშორის ჭიდილს. ეს არის ქვეყნის მონაპოვარი და ვერავის ვერ მივცემთ უფლებას ეს წყალი აამღვრიოს. ეს არის ქვეყანა რომელმაც საუკუნეების მანძილზე აჩვენა რა არის ტოლერანტობა, თანაცხოვრების კულტურა, საქართველო ოდითგანვე განთქმული იყო სხვა რელიგიების პატივისცემით.თბილისში არის ერთი შესანიშნავი ულამაზესი ქუჩა სადაც არსებობს სხვადასხვა აღმსარებელთა სასულიერო კერები, ეს არის ჩვენი ქალაქის, ჩვენი ქვენის მრავალფეროვნება და სიმდიდრე.

    ვაკის მე-3 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა ხუციშვილი  რატომ იყრით კენჭს ამ კონკრეტულ ოლქში?

თავიდან ბოლომდე ვარ ვაკელი. ერთი დღე ვაკის გარეთ არ მიცხოვრია. მინდა გითხრათ, რომ ზოგადად პოლიტიკური პარტია დეპუტათთან ერთად გეგმავს თავის საარჩევნო სტრატეგიას, შესაბამისად, ეს იყო გუნდური გადაწყვეტილება, რომელიც მე სიამოვნებით მივიღე. ამ რაიონში ყველა ქუჩა ვიცი, ხშირად ამ მიმართულებით ძაღლებს ვასეირნებ, რადგან აქეთ (ვგულისხმობ ნუცუბიძის ბოლო პლატოს, მინდელის ქუჩას და ა.შ.) არის კარგი გამწვანება, სუფთა ჰაერი. არ მინდა დავემსგავსო იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ რომ ყველაფერი იცის. ამ კამპანიის პირობებში ძალიან ბევრი ახალი რამ გავიგე, შევიტყვე პრობლემებზე, რომლებიც უდგას უბანს და ვფიქრობ ადგილობრივ გამგეობასთან ერთად, რომელთა პირდაპირი მოვალეობაა სხვადასხვა მოთხოვნებისა და პრობლემების მოგვარება, მეც გარკვეული რგოლი ვიქნები ამ გამოწვევების მოგვარების გზაზე. ის რომ მაჟორიტარმა რაღაც გაუკეთა უბანს, ეს ტერმინი უნდა ამოვაგდოთ ცნებიდან, რადგან მაჟორიტარი არის პარლამენტის წევრი, რომელიც  ბიუჯეტის დაგეგმარებაში არ იღებს მონაწილეობას, ქალაქს ვგულისხმობ, და არც სახლების გარემონტებაში და გამაგრებით სამუშაოებში, თუმცა, რა თქმა უნდა,  მან უნდა მოისმინოს არსებული პრობლემები რაიონში, გამგეობასთანაც ითანამშრომლოს და იყოს დამაკავშირებელი რგოლი, ასევე კარგი კონტროლის მექანიზმები გააჩნია მას. მთავარი მონაპოვარი თვითმართველობის არის ის, რომ მოსახლეობა თავის გამგეობასთან ერთად ისახავს პრიორიტეტებს და თვითონვე მონაწილეობს ამ პრიორიტეტების დაგეგმარებასა თუ შესრულებაში.

  ჩამოთვალეთ 3-5 (ან მეტი) მთავარი პრობლემა, რომელიც თქვენი ოლქის ამომრჩევლებს (და არა ზოგადად ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას) განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?

პრობლემები, რა თქმა უნდა, ბევრია. ჩვენ თავს არ ვიტყუებთ, რომ ყველა დალხინებულად ცხოვრობს და ამ საარჩევნო ოლქში რიგი გამოწვევები არ არის. ამ პრობლემებს აქვს ძალიან დიდი და ღრმა ფესვები. ბევრი მათგანი დაიწყო 1990-იან წლებში, როდესაც მოიშალა ერთი სისტემა და დაიწყო ახალი სისტემის მშენებლობა. დავიწყოთ სოციალური პრობლემებიდან, რომელიც, ასე ვთქვათ, გამოწვეულია უმუშევრობით და ხშირ შემთხვევაში კვალიფიკაციის არ ქონითაც. იმ სისტემას, რომელსაც სამოცდაათი წელი აშენებდა ,,საბჭოთა კავშირი“, არაფერი საერთო არ აქვს იმ ქვეყანასთან, რომელსაც ვაშენებთ ჩვენ. ჩვენი მთავარი პრინციპი არის კონკურენცია და საბაზრო ეკონომიკა. ეს არის ორი აბსოლუტურად განსხვავებული მოდელი, ამიტომ მოქალაქეების დიდი ნაწილი ვერ მოერგო, ვერ აუღო ალღო ახალ რეალობას. ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ ბანკი ეს არის სახელმწიფო ორგანიზაცია და სახელმწიფოს შეუძლია დაუფაროს მოსახლეობას ბანკში არსებული ვალები. ძალიან ბევრი პრობლემაა, როგორც პროფესიულ უნარ-ჩვევებთან, ისე სამუშაო ადგილებთანაც, რა თქმა უნდა. ამ მიმართულებით ქვეყანა ყველაფერს აკეთებს. განათლების რეფორმა, რომელიც დაიწყება სულ მალე, ზუსტად მორგებული იქნება საბაზრო ეკონომიკაზე, ეს კი იქნება იმის გარანტი, რომ სულ მალე ჩვენ ნაკლები და ნაკლები გვექნება იმ ადამიანების რაოდენობისა, რომლებმაც, ასე ვთქვათ, ალღო ვერ აუღო სიტუაციას. გარდა ამისა მთავარი გამოწვევა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაისახა არის ჯანდაცვის საკითხი. თუ ადამიანი ჯანმრთელად არ არის და მას საკვების პრობლემაც კი აქვს, მისთვის ნაკლებად საინტერესოა კოსმეტიკურად შეთეთრებული სადარბაზო. დაახლოებით 27% ქალაქის ბიუჯეტის ამ მიმართულებით იხარჯება, შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობის უმრავლესობა არის მადლიერი სახელმწიფოს ამ დახმარების. დაახლოებით ორას ადამიანს გაუკეთდა ოპერაცია, რომლის დაზღვევის ის დარჩენილი ოცდაათი პროცენტი გამგეობამ დაფარა. მედიკამენტების პრობლემასაც მეტ-ნაკლებად აგვარებს სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში. კიდევ ერთი პრობლემა მოსახლეობის არის ის რომ ამ რაიონში 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო ის მანკიერი პრაქტიკა, როდესაც მოქალაქეებს მიეცათ საშუალება თვითონ მიეშენებინათ ე.წ. „ლოჯები“. ამან გამოიწვია აბსოლუტური ქაოსი, ხშირ შემთხვევაში მათ გაუფორმებელ კომპანიებთან დაიწყეს კონტაქტი. ეს კომპანიები საერთოდ არ არსებობდა, მოდიოდა ერთი კაცი, თითქოს ვიღაცის მეგობარი ან ნაცნობი, აკრეფდა მეზობლებისგან ფულს და მერე „კარგად მეყოლე“, სად დაიკარგებოდა, კაცმა არ იცის. ასე აშენდა უამრავი კარკასი და ყველამ ვინც როგორ მოახერხა ამ კარკასებში ,,შედგა“ თავისი ოთახი. ჯერ ესთეტიკურად არის საშინელი, იმიტომ რომ შენობას უნდა ჰყავდეს ერთი არქიტექტორი. ყველაზე მეტად სახლს ამახინჯებს სხვადასხვა ფერის და ტიპის კარ-ფანჯარა და სხვადასხვანაირად შეღებილი აივნის მიმდებარე კედელი. საშინელ სურთს ვიღებთ და სამწუხაროდ, თბილისის უბნები სავსეა ასეთი შენობებით. გარდა ამისა, ამან სერიოზულად დააყენა უსაფრთხოების პრობლემები. საძირკვლები არის უბრალოდ მოთხრილი და შიგნით არაფერი არ არის ჩაყრილი. სადაც, როგორც წესი, დგება წყალი. ხშირ შემთხვევაში, გუბდება ეს წყალი და ისედაც უკვე სიბინძურის ზღვარს მიღმა მყოფი ტერიტორიები უფრო ბინძურდება. იწყება მშენებლობა ისე, რომ ამ კარკასს ქვემოთ აგურის წყობა არ ამაგრებს, ეს კარკასები ხშირად დაწეულია და ავარიულ მდგომარეობაშია. ეს არის მემკვიდრეობა, რომელსაც შეხება არ აქვს დღევანდელ ხელისუფლებასთან, არც ხუთი წლის წი და არც ათი წლის წინ. ქვეყანამ ვერ ამოისუნთქა ისე, რომ ხალხის დაწყებულ კერძო საქმეს მოუაროს ხელისუფლებამ. ჩვენი პრიორიტეტი არის, პირველ რიგში, იმ სახლების გამაგრება, რომელიც ავარიულია და შეიძლება ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს. ესთეტიკურ სამუშაოებზე, ბოდიშის მოხდით, ჯერ რესურსები ვერ დაიხარჯება იმიტომ, რომ პირველ რიგში აუცილებელია სიცოცხლისთვის საშიში შენობების გამაგრება. პირველ რიგში ურემონტდებათ დაზიანებული სახურავები, პირველი რიგის სამუშაოებად, აგრეთვე ვითვალისწინებთ მიწისქვეშა სამუშაოებს, კანალიზაციისა და წყლის სისტემის პრობლემების გადაჭრას. დაახლოებით ორას სახლს შეეცვალა სახურავი მხოლოდ ჩემს რაიონში და ასოთხმოცათხუთმეტს კანალიზაციის პრობლემები მოუგვარდათ. არის საკმაოდ მძიმე სახლები, სადაც ასე ვთქვათ, პრიორიტეტად დაისახა გამაგრებითი სამუშაოები, რომელიც გულისხმობს საძირკვლის გამაგრებას რკინა-ბეტონის კონსტრუქციებით. მინდელის პირველი ნომერი გახლავთ ძალიან დიდი კორპუსი, თოთხმეტ სართულიანი - ეს სახლი არის ავარიული, მომავალში შეიძლება იყოს საშიშროება სერიოზული. გარკვეული თანხა დაუმტკიცდა ამ კორპუსს სულ ცოტა ხნის წინ, გამოცხადებული არის ტენდერი, სამუშაოები ექვს თვეზე არის გათვლილი და სულ მალე ისინი უსაფრთხო სახლში იცხოვრებენ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ბაღები და სპორტული მოედნები. მინდა გითხრათ, რომ ხალხი ძალიან კმაყოფილია, რადგან 39 ბაღს თუ პარკს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და უფრო გალამაზდა, ხუთი ახალი აშენდა. ფეხბურთის სტადიონებს ხშირ შემთხვევაში საფარი გამოეცვალა, ახალიც გაკეთდა. მეზობლების სიახლოვის ქართული ტრადიცია არ გვინდა, რომ დაიკარგოს და ხშირ შემთხვევაში ფანჩატურის მოწყობასაც ითხოვენ და ჩვენც ვუკმაყოფილებთ ამ მოთხოვნას. მოთხოვნა არის გზების შეკეთების, ეს პრობლემაც წლების მანძილზეა დაგროვებული. მარტო თბილისში ყველა გზა, რომ დაიგოს საქართველოს ხუთი ბიუჯეტი არ ეყოფა. გაძვირდა ძალიან გზების დაგება, მინდა იცოდეს ჩვენმა მოსახლეობამ, რომ შეკეთება ცალკე არის, მაგრამ ახალი გზის მოწყობა სადაც საერთოდ არ იყო ასფალტის საფარი კიდევ ორმაგი ხარჯია. ზუსტად ორჯერ მეტი გზა იგება ვაკის რაიონში, ვიდრე წინა ხელისუფლების პირობებში და იმის თქმა რომ გაჩერდა ყველაფერი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა. თვითონ მოსახლეობაც ხედავს, რომ ეს ასე არ არის. ნუცუბიძის მთელ გზაზე დაიგო ახლა გზები, ადის უკვე ყველა პლატოზე. ეზოებში, სადაც ისტორიულად არ იყო გზა აქაც შედის გზები. გამოვყოფ ლიფტების პრობლემასაც, სადაც მოსახლეობასთან ერთად თანადაფინანსების პირობებში ვგეგმავთ, რომ შევაკეთოთ. ვცდილობთ, რომ ამ თანადაფინანსების პროცენტში მოსახლეობის გაღებულმა წილმა დაიწიოს და მეტი პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ. ეს არის ძირითადი პრობლემები, რაც არის ჩვენს უბანში და ამის გადაჭრა არის ძალიან გრძელი და რთული  პროცესი. არ არის ადვილი ყველაფრის მოკლე დროში გადაჭრა თუმცა ეტაპობრივად ხელისუფლება ყველაფერს მოაგვარებს. ბიუჯეტი, პირველ რიგში, ითვალისწინებს ადამიანთა პრობლემების მოგვარებას.

  რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის? რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.

ჩემი მთავარი მესიჯი და დაპირება ჩემი ოლქის ამომრჩეველთა მიმართ არის ის მესიჯი და დაპირება, რომელიც აქვს ზოგადად ,,ქართულ ოცნებას“. ეს არის პირველი თავისუფლება, რომელიც ერთად მოვიპოვეთ. კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება. ეს ყველაფერი მოხდება იმ გეგმის ფარგლებში, რომელიც წარადგინა ,,ქართულმა ოცნებამ“. ვპირდებით განათლების რეფორმას. მინდა გითხრათ, რომ განათლების სისტემა არის ძალიან ინოვაციური და საინტერესო, რადგან ჩვენ ვიწყებთ გადასვლას ისეთ მოდელზე, ვახენეთ უკვე გერმანული დუალური მოდელი, როდესაც დამსაქმებლები, გარკვეულ წილად, ჩართულნი იქნებიან სასწავლო პროცესში. ეს მოიტანს იმ შედეგს, რომ მომავლში უჯრაში არავინ დატოვებს დიპლომს ან თაროზე არ შემოდებს. რეფორმა ეხება პროფესიულ განათლებასაც, ასევე პედაგოგებს, რომლებიც ასაკის მიუხედავად საჭირო უნარ-ჩვევების შემთხვევაში დარჩებიან სკოლებში. რაც შეეხება, ეკონომიკურ ზრდას და დასაქმებას გამოცხადებულია 850 კილომეტრი ავტობანის მშენებლობა, რაც ძალიან დიდი პროგრესია ქვეყნის მშენებლობის გზაზე და ეკონომიკისთვისაც მასტიმულირებელი, 5 მილიარდი იქნება ამ პროექტისთვის მოზიდული და ვფიქრობ, რომ ბევრ სამუშაო ადგილს შექმნის. ასევე მოხდება ბიზნესის ხელშეწყობა.

  გვითხარით ის რეალური გზები, თუ როგორ აპირებთ დაპირებების შესრულებას მაშინ, როდესაც ამ ტიპის საქმიანობა ძირითადად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმართველობის კომპეტენციაა?

დეპუტატს შეუძლია იყოს კონტროლის რეჟიმში. ნებისმიერ დროს მივიდეს, მოითხოვოს ნუსხა იმ სამუშაოებისა რაც არის ჩამოთვლილი. გადახედოს სრულდება თუ არა დანაპირები. რა ვადებში შესრულდება სამუშაო, რა თანხებია გამოყოფილი და ა.შ. ანუ დეპუტატს შეუძლია იყოს კარგი მეთვალყურე.

  რომელი კანონების ინიცირებას გეგმავთ პარლამენტში თქვენს საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით?

დარგის განვითარების გეგმები უნდა არსებობდეს. ვგულისხმობ, მაგალითად ენერგეტიკას, კულტურას და ა.შ. ამის ხელშეწყობა და ინიცირება იქნება ჩემგან, რომ განვითარდეს დარგები და ამისთვის შემუშავებულ იქნას სპეციალური გეგმები. მინისტრებმა უნდა შეასრულონ  დასახული გეგმა. რა თქმა უნდა, მინსიტრს უნდა ჰქონდეს მოქნილობის საშუალება და ახალი კორექტირებების შეტანის უფლება, მაგრამ ძირითადი გეგმა უნდა რჩებოდეს. ეს ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას და მინისტრის შეცვლის შემდეგ, ახალი მინისტრიც იგივე გზას განაგრძობს. შენარჩუნდება ინსტიტუციური მეხსიერება.

  რას ფიქრობთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების იდეაზე? უნდა გაუქმდეს თუ არა და რატომ?

ამ სისტემას აქვს ერთი შარმი, როდესაც რაიონს აქვს საშუალება აირჩიონ თავისი კანდიდატი, ჰყავდეს წარმომადგენელი, მაგრამ მეორე მხრივ დაწყებული 1990-იანი წლებიდან ისეთი პრაქტიკა წამოვიდა, რომ თითქოს გარკვეული პირები რაღაც მიზნებისთვის შედიოდნენ პარლამენტში. ვთვლი, რომ ამ სისტემას ჭირდება გადახედვა. უნდა შემუშავდეს საქართველოსთვის მიღებული სისტემა, კარგია სხვა ქვეყნების მაგალითზე დაკვირვება ამ მიმართულებით, მაგრამ სისტემა მაინც ჩვენი ქვეყნის ადმინისტრაციული მოწყობის მიხედვით უნდა შევიმუშაოთ.

  პარლამენტში თქვენი არჩევის შემთხვევაში თუკი ოპოზიციაში იქნებით, რა გზებით შეეცდებით თქვენი დაპირებების განხორციელებას?

თანამშრომლობას ვაპირებ ყველა იმ პარტიასთან თუ ადამიანთან ვისაც ქართველი ხალხი გამოუცხადებს ნდობას. ძალიან დიდი ალბათობით ,,ქართული ოცნება“ იქნება ისევ უმრავლესობით, პრაქტიკულად ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ნუ გამოვრიცხავთ ნურაფერს.  მიუხედავად იმის ვიქნები პოზიციაში თუ ოპოზიციაში მე  ვაპირებ ევროპული კურსის მხარდაჭერას, ასევე დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერას, სასმართლო სისტემაში მესამე ტალღის რეფორმების მხარდაჭერას და ასევე დეპოლიტიზაციის მხარდაჭერას, რომელსაც პრაქტიკულად კი მივაღწიეთ, მაგრამ მაინც საჭიროა მეტის გაკეთება.  არაფერი არ შეიცვლება და მე მაინც გავაგრძელებ მუშაობას.

  გექნებათ თუ არა კონკრეტული ინიციატივები, რომლებსაც მთავრობას და პარლამენტს შესთავაზებთ სამუშაო ადგილების გაზრდისა და უმუშევრობის შესამცირებლად?

როდესაც "ქართული ოცნების“ ეკონომიკური გეგმა ამუშავდება, გარკვეული კორექციები შეიძლება მოითხოვოს და ამისათვის ნამდვილად მზად იქნება ყველა, მაგრამ ვფიქრობ რომ ძალიან რეალისტური გეგმაა, ავტობანის გაკეთება პრაქტიკულად გარანტირებული სამუშაო ადგილებია. ბიზნესის ხელშეწყობა, როდესაც სახელმწიფო არ დაბეგრავს იმ ბიზნესმენებს, რომლებიც მოგბას ისევ ბიზნესში აბრუნებენ ესეც ახალი სამუშაო ადგილებია და ა.შ. შესაბამისად არსებობს გეგმაც, ინიციატივებიც და ყველანაირად ხელს შევუწყობ მის განხორციელებას.

  იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გახდებით პარლამენტის წევრი, რა ინტენსივობით და როგორ გააგრძელებთ ამომრჩეველთან კომუნიკაციას?

არასწორი იქნება იმის თქმა, რომ ისეთივე ინტენსივობით მოვახერხებთ მოსახლეობის ნახვას, როგორც ეს წინასაარჩევნოდ ხდება, რადგან დეპუტატს შემდეგ აქვს ბევრი სამუშაო, მაგრამ კომუნიკაცია ჩვენს შორის არ შეწყდება. პერიოდულად მე შემოვივლი უბნებს, გავეცნობი მათ პრობლემებს, გარდა ამისა მუდმივად იმუშავებს შტაბი, სადაც მოსახლეობას შეეძლება მოსვლა და ჩემთან შეხვედრა.

  არჩევის შემთხევევაში მომდევნო წლები იქნებით დეპუტატი, თუ შეიძლება აღმასრულებელ ხელისუფლებაში გიხილოთ? ეს ძალიან ადრე დასმული კითხვაა, მე ვფიქრობ, რომ უფრო კარგი დეპუტატი ვიქნები. მე მინდა გითხრათ, რომ თუ ასეთი თხოვნა და დავალება იქნება ამაზე ერთად ვიმსჯელებთ რამდენად შესაფერისი ვარ კონკრეტული ადგილისთვის, მაგრამ ამ ეტაპზე ამაზე ნამდვილად ა

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი