21

ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ახალციხის მუნიციპალიტეტში კენჭს მერობის 6 კანდიდატი იყრის. ჩვენს კითხვებს ხუთმა მათგანმა უპასუხა. ფაქტ-მეტრი ძირითადი საარჩევნო სუბიექტების პროგრამითა და სამომავლო გეგმებით დაინტერესდა.

მერობის კანდიდატები აცხადებენ, რომ მთავარი პრიორიტეტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ტურიზმის განვითარება, სოციალური ფონის გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურული პროექტები, სასმელი წყლისა და კვალიფიციური კადრების საკითხების მოგვარება იქნება.

მერობის კანდიდატთა სია ასე გამოიყურება: ზაზა მელიქიძე -

„ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველო“

ვაჟა ჩიტაშვილი -

საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე უგულავა– ევროპული საქართველო“

ირაკლი ბარძიმაძე -

საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

ჯუმბერ ინასარიძე -

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

ჯიმშერ გოგოლაური -

„თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“

არზუმან ზოროღლიანი -

„გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო“

რატომ უნდა შეაჩეროს ამომრჩეველმა არჩევანი თქვენს კანდიდატურაზე?   ვაჟა ჩიტაშვილი (“ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

ამ პოსტზე რომ კენჭი მეყარა, ეს არ არის მარტო ჩემი გადაწყვეტილება, ეს გუნდური გადაწყვეტილება იყო და მადლობა ჩემს გუნდს ნდობისთვის. 2008 წელს მე ვმუშაობდი ამ პოზიციაზე რამდენიმე თვე, ძალიან დიდი გეგმები გვქონდა, დავიწყეთ ქალაქისა და სოფლების აღმშენებლობა, შევიძინეთ ტექნიკა, მაგრამ ცოტა ხანს მომიწია ამ თანამდებობაზე მუშაობა და მინდა, რომ ჩემი ხედვები და დაწყებული საქმეები, რაც მაშინ მქონდა დავასრულო.

ვერ იტყვი, რომ ქალაქი გაჩერებულია, შეინიშნება გარკვეული ძვრები, თუმცა ჩვენ სხვაგვარად ვუყურებთ ამ აქტივობებს. მაგალითად, ტროტუარების შეკეთება პატარა ფილებით. მე მაგალითად, როგორც ქალაქის მერი, მაგ სამშენებლო მასალას არ გამოვიყენებდი, რადგან ეს არის ძალიან მოკლევადიანი, მით უმეტეს მკაცრი პირობებია ახალციხეში, უპირატესობას უფრო ხარისხიანს მივანიჭებდი. დაიწყებენ ალბათ, ეგ ძვირია და ა.შ. გავაკეთებდი იმდენს, რამდენსაც შევძლებდი. ინდივიდუალური  მიდგომები არსებობს, ამ მერს ის მოსწონს, იმ მერს ეს მოეწონება და ასე. ვფიქრობ, რომ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები იქნება უფრო სასიკეთო და ეფექტური, ვიდრე არის დღეს. გამაჩნია ძალიან დიდი შრომითი გამოცდილება, მიმუშავია სხვადასხვა თანამდებობებზე ხელმძღვანელ პირად  და ვფიქრობ, რომ ჩემი არჩევის შემთხვევაში, მოსახლეობა მიიღებს ძალიან დიდ სარგებელს და თითოეული ოჯახი იგრძნობს, რომ ახალციხეს ჰყავს ძალიან კარგი მერი.

ირაკლი ბარძიმაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

„ნაციონალური მოძრაობა“ გასცდა პარტიის ფარგლებს და იქცა იდეოლოგიად, რომელიც მიმართულია შენებისკენ, კორუფციის აღმოფხვრისკენ, გააზრებული და დაგეგმილი შენებისკენ. შესაბამისად, ვინც არ უნდა მოვიდეს ან დარჩეს ამ პარტიაში, იდეოლოგია იქნება ერთი – სახელმწიფოს შენება. რაც შეეხება კონკრეტულად ირაკლი ბარძიმაძეს, მოსახლეობა მიცნობს და იცის, რომ არ შეიძლება ცენტრალურმა ხელისუფლებამ შემაშინოს და ახალციხისათვის, ან მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხა არ ამათვისებინოს და უკან წაიღოს. არავითარ შემთხვევაში არ დავემორჩილები ცენტრალურ ხელისუფლებას, რომელიც არ იქნება მიმართული ხალხის კეთილდღეობისკენ. მე მაქვს სხვადასხვა სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება და ვხედავ ჩემს ქალაქს, რომელიც დღითიდღე კვდება 2012 წლიდან, რადგან ხელისუფლებაში მოვიდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ბიუჯეტის ფულს უკან უბრუნებენ თავიანთ ხელმძღვანელებს, ფლანგავენ, წინსვლა არ არსებობს, ამიტომ მე მაქვს სურვილიც და გამოცდილებაც და იმედი, რომ ჩემს ქალაქს დაუბრუნდება ის დრო, როდესაც აღმშენებლობა იყო. ჩემი არჩევის შემთხვევაში პარტიული ნიშნით აღარ მოხდება ადამიანების დასაქმება, გამორიცხულია, მხოლოდ მათი კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმით. სხვა შემთხვევაში დავტოვებ თანამდებობას.

ჯუმბერ ინასარიძე („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“)

შარშანაც პატრიოტთა ალიანსის წევრი ვიყავი, წელსაც ვარ, მაგრამ სამწუხაროდ პარტიის ხელმძღვანელობა არ მენდო შარშან და მერის შუალედურ არჩევნებში ჩემს ნაცვლად დააყენეს სხვა კანდიდატები [პარტიამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს შეცვალა კანდიდატი]. წელს აღიარეს ეს შეცდომა, რადგან იმ კანდიდატებს შარშან მე ძალიან დიდი ანგარიშით მოვუგე, "ეროვნულ ფორუმში" შარშან მე და ანი მიროტაძეს გვქონდა ყველაზე მაღალი შედეგი. აღიარეს ეს შეცდომა და მე წელს წარმოვადგენ პატრიოტთა ალიანსს. ჩემი სლოგანი შარშანაც და წელსაც არის – განათლება, პატიოსნება და გამოცდილება. მოსახლეობამ იმიტომ უნდა ამირჩიოს, რომ ახალციხეში, თვითმმართველობაში ჩემზე მეტი გამოცდილება არ მგონია ვინმეს ჰქონდეს, იმიტომ რომ კანონი თვითმმართველობის შესახებ, ჩემი საკრებულოთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობის დროს დაიწერა. ჩვენ დავწერეთ და მოვიწვიეთ ექსპერტები ინგლისიდან და საფრანგეთიდან. მაქვს გამოცდილება, სამაგისო განათლება და ვარ პატიოსანი კაცი და ამიტომ უნდა ამირჩიოს მოსახლეობამ.

ჯიმშერ გოგოლაური („თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“)

მე თავის დროზე ქართული ოცნების დამფუძნებელი ვარ, 2007 წლიდან სულ ვიყავი ოპოზიციაში, 2012 წელს როცა გავამარჯვებინეთ „ქართულ ოცნებას“, სამწუხაროდ მაშინვე დასრულდა ქართული ოცნების იდეები და ზოგადად იდეოლოგია, რასაც გვპირდებოდა ბიძინა ივანიშვილი და რასაც მიტინგებზე ვისმენდით. 2012 წლამდე ვინც ჩენნ გვიპირისპირდებოდა და გვებრძოდა, ყველა ხელისუფლებაში აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, მე დავტოვე ქართული ოცნება და მიმაჩნდა, რომ დემოკრატიული მოძრაობა, რომლის ლიდერიც იყო ნინო ბურჯანაძე, გახლდით ის ძალა, რომელსაც შეეძლო, ქვეყნისთვის და ხალხისთვის სიკეთეები მოეტანა. დღესაც ვაღიარებ, რომ ქალბატონი ნინო არის ერთერთი უძლიერესი და მძიმეწონიანი პოლიტიკოსი ქართულ პოლიტიკაში. სამწუხაროდ, 2016 წელს ჩემი და აღნიშნული პოლიტიკური ძალის ინტერესები გაიყო, რის გამოც დავტოვე ეს პარტია. მე დღეს კენჭს ვიყრი ,,თავისუფლება –ზვიად გამსახურდიას გზა“–დან. მე ყოველთვის ვიბრძოდი სიმართლისათვის, დღესაც ვარ ერთადერთი დეპუტატი საკრებულოში, რომელიც არ ერიდება გააკრიტიკოს მმართველი და არც სხვა პარტიის არასწორი ქმედებები.  გამარჯვების შემთხვევაში აღვადგენ სამართლიანობას, რაც ნიშნავს იმას, რომ არაკვალიფიციურ კადრებს არ დავასაქმებ. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩვენი მოსახლეობა იყოს კმაყოფილი. მაქვს ჩემი პროგრამა და მაქსიმუმ ჩემი დაპირებების სამ თვეში შესრულებას თუ არ დავიწყებ, დავწერ განცხადებას და წავალ.

ზაზა მელიქიძე ("ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო") 2014

წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ვიყავი თემის გამგებელი და ვფიქრობ, ჩვენი ხელი დაეტყო სოფლებს, ამ მცირე ხნის განმავლობაში ჯამში 300-ზე მეტი პროექტი განვახორციელეთ სხვადასხვა მიმართულებით – ეს არის სასმელი წყლები, სარწყავი სისტემები, გზები, საბავშვო ბაღები და ა.შ. ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს. ინფრასტრუქტურა განვითარდა როგორც ქალაქში, ისე თემში, შესაბამისად ორივე მუნიციპალიტეტში (იგულისხმება მერია და თემი) გასაკეთებელი ძალიან ბევრია. ვფიქრობ, რომ ყველა დაწყებული პროექტი უნდა დასრულდეს და საზოგადოებასთან ერთად უნდა მოხდეს პრიორიტეტების შერჩევა.  ჩვენი საზოგადოება ძალიან ბრძენია, მან კარგად იცის ის სიკეთეები, რომელიც არამარტო ჩემ გამგებლობამდე, არამედ მერეც შესაძლებლობის ფარგლებში ყველას დავდგომივარ გვერდში, როგორც ბიზნესსაქმიანობის დროს, ასევე საჯარო სამსახურშიც. განვლილმა სამმა წელმა უფრო მეტი გამოცდილება შემძინა და დარწმუნებული ვარ, უფრო მეტის გაკეთება შემიძლია თითოეული ოჯახისათვის. ძალიან მინდა, რომ ჩემი გამოცდილება და ენერგია მოვახმარო უკვე გაერთიანებულ მუნიციპალიტეტებს.

როგორ შეაფასებდით მოქმედი მერის საქმიანობას? (დაგვიკონკრეტეთ მისი საქმიანობის პოზიტიური და ნეგატიური შედეგები)   ვაჟა ჩიტაშვილი (“ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

თვითონ ქალაქის მერი კარგი მენეჯერია, ვხედავ, როგორ მონაწილეობს პირადად სამშენებლო სამუშაოებში, გამოდის, ათვალიერებს, ესწრება და ისე არ აკეთებს, რომ ობიექტის მხოლოდ მიღება/ჩაბარების დროს ესწრებოდეს და ეს კარგი თვისებაა. მაგრამ მას იმდენად მოკლე მართვის პერიოდი ჰქონდა, რომ შესაფასებლად რთულია. მაგრამ მასთან ნამუშევარი მაქვს და ვიცი, რომ კარგი მენეჯერი და კარგი ხელმძღვანელია, თუმცა მუშაობა რომ გაეგრძელებინა, უკეთესად შევაფასებდი.

ირაკლი ბარძიმაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

თვითონ ზაზა მელიქიძეს (მერობის კანდიდატი, რომელიც თემის ამჟამინდელი გამგებელია), ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გარეშე გამარჯვების შანსი აქვს ნოლი.  ახლა აგებენ გზებს სოფლებში და იპარავენ ფულს. აკლია ორივე მხრიდან სანტიმეტრები და საფარი არის თხელი. ამ ყველაფერს კი აკეთებს ზაზა მელიქიძის ცოლის ძმა. ეგ ფირმაა და ფულს აკეთებს.

ჯუმბერ ინასარიძე („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“) 4

წლის განმავლობაში ქალაქის მერს აღებული აქვს 120 ათას ლარზე მეტი ხელფასი, დახარჯული აქვს 1 ცისტერნა საწვავი, გზა დაგიგეთო იტყვიან, კი ბატონო, მაგრამ ვისი ფულით დაგვიგეს თავისი თუ ჩვენი? შესაბამისად მე რა უნდა შევაფასო მოქმედი მერის საქმიანობა, ისედაც ნათელია ყველაფერი. შეფასებით უნდა შეაფასოს აუდიტმა. რამდენ ადგილას უნდა დაეგოთ და არ დააგეს, ან დააგეს და ცალკე საკითხია როგორ. ამას სპეციალისტი ჭირდება.

ჯიმშერ გოგოლაური („თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“)

ზაზა მელიქიძე თუ რამეს აკეთებს, მხოლოდ თავისი ჯიბისთვის, რადგან თავისსავე დაქვემდებარებული კომპანიები არიან. ქართული ოცნების კანდიდატმა გამგეობა გადააქცია შპს–დ, დაასაქმა ნათესავები და მუნიციპალიტეტში თუ რამე კეთდება, ყველაფერს მისი ცოლისძმა ხელმძღვანელობს. სამი თუ ოთხი ფირმა აქვს, თავისი შპს–დან წამოიყვანა ბიძაშვილი, გურამ მელიქიძე დაისვა მოადგილედ.

ზაზა მელიქიძე ("ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო")

ქალაქში ბევრი რამ გაკეთდა – სადარბაზოები შერემონტდა, ნაგვის ურნები დაიდგა და მანქანების შეძენა მოხდა დამატებით. გზები დაიგო, გარე განათებები მოწესრიგდა, მაგრამ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. მას ძალიან ცოტა დრო ჰქონდა და რისი გაკეთებაც შეიძლებოდა ერთ წელიწადში, შეიძლება ითქვას ყველაფერი გააკეთა.

ჩამოთვალეთ 3 მთავარი პრობლემა, რომელიც უშუალოდ თქვენი მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებს განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?   ვაჟა ჩიტაშვილი (“ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

ჩემი მიზანი და ოცნება იყო, რომ ყველა სოფელში ყოფილიყო სასმელი და სარწყავი წყალი, მერად არჩევის შემთხვევაში ყველა თეთრს გავუფრთხილდები, რომ ყველა სოფელს ჰქონდეს სარწყავი წყალი იმ რაოდენობით, რამდენიც ჭირდებათ, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს თვითდინებით, საგუბარებით, საქაჩებით, რეზერვუარებით თუ სხვა. სოფელს უნდა წყალი, სარწყავი წყალი.

ქალაქის იერსახეზე ზრუნვა ჩვენ 2011 წელს დავიწყეთ, თუმცა 2012 წლამდე ბევრი ვერ მოვასწარით. ამიტომ, მთავარი საკითხი ქალაქის იერსახეზე ზრუნვაა, ეს მუდმივი პროცესი უნდა იყოს.

კიდევ ერთი საკითხი – პენსიებია. ჩვენმა პარტიამ ყველა მუნიციპალიტეტში დათვლების მიხედვით განსაზღვრა, რამდენი ლარით იქნება შესაძლებელი პენსიონერებისთვის თანხის გაზრდა.  ეს შესაძლებელია, თუკი ფუფუნებაზე ნაკლებს იფიქრებენ საჯარო მოხელეები და მეტ დროს ხალხზე ზრუნვას დაუთმობენ.

ჩვენი დათვლების მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტში შესაძლებელია, რომ მათ მიიღონ დანამატი 35 ლარის ოდენობით. იმ ხალხისთვის, ვისაც ძალიან უჭირს, ეს მნიშვნელოვანი დახმარება იქნება.

ირაკლი ბარძიმაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ახლა აგებენ გზებს სოფლებში და იპარავენ ფულს. აკლია ორივე მხრიდან სანტიმეტრები და საფარი არის თხელი. ამ ყველაფერს კი აკეთებს ზაზა მელიქიძის ცოლის ძმა. ეგ ფირმაა და ფულს აკეთებს. დასაქმება ყველას პრობლემაა, მისი გადაჭრა უნდა მოხდეს ინფრასტრუქტურული პროექტებით, ტურიზმის განვითარებით  და აუცილებლად მცირე და მსხვილი ბიზნესების დაინტერესებით. სწორად დასახული პროექტებით, თანაინვესტირებით გაკეთდეს სხვადასხვა დიდი პროექტები. მიწის მიგირავება–მიქირავება არის უაზროდ გაწერილი, ხელისუფლებამ ბიზნესის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი.

ჯუმბერ ინასარიძე („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“)

პრობლემები ძალიან ბევრია. პირველ რიგში ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ თავისუფალია. ეს პრობლემა სახელმწიფომ და თვითმმართველობამ უნდა გადაწყვიტოს. მეორე – ეს არის ახალციხელების კეთილდღეობა, რომ ხალხს ჰქონდეს სამსახური ნორმალური ანაზღაურებით, სამსახურების შესაქმნელად გასავითარებელია საშუალო და მცირე ბიზნესი. საქართველოში, სამწუხაროდ საშუალო ბიზნესი არ გვაქვს: ან არიან ოლიგარქები ან მცირე მეწარმეები.  გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი პარტია ხალხს დაეხმარება ბიზნესის აწყობაში, ამისათვის კი შეიქმნება სპეციალური სამსახური.

მეორე პრობლემა, ხალხს კი დაურიგდა მიწები, მაგრამ მოყვანილი პროდუქციის რეალიზება დღემდე პრობლემაა.

ჯიმშერ გოგოლაური („თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“)

პირველ რიგში აუცილებელია სოფლებში სარწყავი წყალი. იცით, რომ ხელისუფლება ბევრჯერ შეპირდა მოსახლეობას, ამ გაზაფხულიდან დავიწყებთ მუშაობასო. მართლაც დაიწყეს  თავისი ტექნიკითა და ფირმებით, მიაფუჩეჩეს და ნახევარ გზაზე მიგდებულია. თვითონ გააკეთეს ფული, ხალხმა კი დათესა, მაგრამ მოსავალი ვერ მიიღო წესიერი. მეორე, თუ რამე კეთდება, ეს იქნება სარწყავი არხი, გზა თუ სხვა რამ, კარგად ხედავს ყველა, როგორ კეთდება. კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და დაეხმაროს მოსახლეობას მოსავლის მოყვანაში და მერე მის რეალიზაციაში. მესამე – დასაქმება, რომელიც ყველას აწუხებს. ტურიზმი უნდა განვითარდეს აუცილებლად, მაგრამ საზოგადოებრივი საპირფარეშოების გარეშე არ გამოვა ეგ. ასევე აუცილებელია პროფესიონალი კადრების მოძიება და დასაქმება.

ზაზა მელიქიძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“)

მოკლედ ვიტყვი, პირველ ეტაპზე აუცილებელია დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება, ქალაქის დასუფთავება/გამწვანება, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მარშრუტების განახლება სოფლად და ქალაქად. უნდა ვიზრუნოთ ბიუჯეტის შემოსავლებისა და ზოგადად ინვესტიციების ზრდაზე, რომ ყველა სიკეთე საკუთარ თავზე იგრძნოს ამომრჩეველმა.

რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის, როგორ (გაგვაცანით კონკრეტული გეგმა) და რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.   ვაჟა ჩიტაშვილი (“ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

ნებისმიერი მოქალაქე, როცა კი მოსულა თავისი პროფესიის მიხედვით ჩემთან, ჩვენ ერთად გაგვივლია მისი შესაძლებლობები. მთავარია გარემო შექმნას მერიამ ისეთი, რომ ბიუროკრატიულმა მექანიზმებმა არ შეუშალოს ხელი. არ არსებობს პროფესია, რომ დამოუკიდებლად არ იარსებოს ბიზნესის კუთხით. სახელმწიფომ უნდა დაუჭიროს აქტიურ მოქალაქეებს მხარი და ხელოვნური პრობლემები არ უნდა შეუქმნას. არის ფაქტები, როცა ელემენტარული ცნობის ასაღებად, თვეობით დადიან ადამიანები. ჩემი არჩევის პირველივე დღიდან, როგორც კი დაკომპლექტდება სამსახური, ხალხი იგრძნობს ამ მიმართულებით ცვლილებებს.

ირაკლი ბარძიმაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

პირველ რიგში ქალაქი და თემი უნდა იყოს ცალ-ცალკე, რომ განვითარება და მოქალაქეთა ჩართულობა იყოს. აუცილებელია მოსახლეობა ჩაერთოს ქალაქის მართვაში.

ტბის ტერიტორიაზე აუცილებლად უნდა გაკეთდეს დასასვენებელი პარკი თავისი ატრაქციონებით, დახურული საცურაო აუზი, და არსებულ საზოგადოებრივ საქალაქო ტრანსპორტს უნდა დაემატოს სხვაც, რომ არც ადგილობრივსა და არც ტურისტს საათობით ლოდინი არ მოუწიოს დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად. კულტურის სახლი უნდა გაკეთდეს. დასუფთავებასა და წყალზე ყველა საუბრობს და მე არ ვიტყვი ახალს ამ კუთხით არაფერს. წყალმომარაგების კომპანიას სწორად გაწერილი პროექტი უნდა მოსთხოვო და ნაგვის ურნები უნდა დაამატო ქალაქს. ქალაქის დასუფთავება უნდა იდგეს პირველ ადგილზე, შემცირდეს ა(ა)იპ–ები და მსხვილ ბიზნესს უნდა გადაეცეს თანაინვესტირებითა და გრძელვადიანი პერიოდით და მათ უნდა განავითარონ ბიზნესი და არავითარ შემთხვევაში სახელმწიფომ არ უნდა აწარმოოს. სოფელს რაც შეეხება, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სარწყავი წყალი.

ჯუმბერ ინასარიძე („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“)

არ დაუჯეროთ არავის, ვინც იტყვის, რომ ამას გავაკეთებ, ბიზნესს მოვიზიდავ და ა.შ. ვერაფერსაც ვერ გააკეთებ, თუ გარემო პირობები არ შეიცვალა. ბიზნესი თვითონ მოვა, თუკი ნორმალური ვითარება იქნება ქვეყანაში და მარტო მერი ადგილზე თუ ამას დაგპირდებათ, მოგატყუებთ. შეიძლება ძალიან მცირე ნაწილში რაღაც დონეზე შეძლოს მერიამ, მაგრამ დიდი ნაწილი არის მთავრობის გადასაწყვეტი. ხალხს უნდა ჰქონდეს სარწყავი წყალი, საძოვარი და პირობა იმისა, რომ მოწეული პროდუქცია გაასაღოს. ეს თუ იქნება, ხალხი დასაქმდება. მე მაქვს ცოდნა და გამოცდილება და დავიხარჯები ბოლომდე, რომ ჩემი ახალციხე გახდეს მიმზიდველი სხვებისთვის. სხვას ვერაფერს დაგპირდებით.  ვეცდები, რომ მაქსიმალურად გავაკონტროლო თანხის ხარჯვა და თანამშრომელთა პატიოსნება.

ჯიმშერ გოგოლაური („თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“)

დავეხმარები სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, მარტოხელა დედებს, მრავალშვილიან და გაჭირვებულ ოჯახებს, რომლებიც არ ფინანსდებიან. შეიძლება მცირე ბიზნესს დავეხმაროთ და სოფლებს წყლის პრობლემა მოვუხსნათ. ახალციხე ტურისტული ქალაქია და ელემენტარულად საზოგადოებრივი საპირფარეშოები არ არის. ავაშენებ დიდ სპორტულ კომპლექსს ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად. ჩვენს ქალაქს ექნება აუცილებლად საცურაო აუზი და განახლებული ტრანსპორტი. კორუფცია მძვინვარებს და პიკზეა, ამასაც მოვსპობ. ჩამოვაყალიბებ კომისიას და ბოლო 5 წელიწადში გაკეთებულ ყველა პროექტს შევამოწმებ, რამდენად ხარისხიანად არის განხორციელებული.

ზაზა მელიქიძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“)

მოსახლეობის ჩართულობით შევადგენთ სამუშაო გეგმას და იმის მიხედვით ყოველ წელს გადავხედავთ იმ პრიორიტეტებს, რომელსაც მოსახლეობა გადაწყვეტს. საჭიროებები იზრდება, ყველა საკითხი, რომელიც კი მოსახლეობას აწუხებს, გადაიჭრება. მე გამგეობის სამწლიანი გეგმა უკვე გაკეთებული მაქვს, ქალაქისასაც გავაკეთებ და თანმიმდევრობით შევასრულებთ. აუცილებლად ქუჩების მოწესრიგებას დავასრულებ, გარეგანათება დაწყებულია და სრულად გავანათებთ ქალაქს, მოეწყობა გასართობი ადგილები, მოწესრიგდება საბავშვო ბაღები და დაემატება ახალი, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება მუსიკალურ სკოლას, რაც შეეხება სოფლებს – სარწყავი სისტემები და სასმელი წყალი მოწესრიგდება, შიდა გზები მოასფალტდება. 2018-ში ორ საბავშვო ბაღს ავაშენებთ მინიმუმ, 16 წელს უკვე გავაკეთეთ. ახალგაზრდული ცენტრების რეაბილიტაცია მოხდება, რომელსაც ჩვენ „ახალგაზრდული სახლები დავარქვით“. ამბულატორია, ბიბლიოთეკა, კულტურის სახლები – სოფლებში ინვენტარით აღიჭურვება და მოწესრიგდება.

არჩევის შემთხვევაში როგორ გეგმავთ მოქალაქეებთან ურთიერთობას, რამდენად გახსნილი და ხელმისაწვდომი იქნებით თქვენი ამომრჩევლებისთვის? (გაგვაცანით კონკრეტული აქტივობები ამ მიმართულებით)   ვაჟა ჩიტაშვილი (“ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

თითოეული მოსახლე მე ისედაც მიცნობს და კარგად იცის რამდენად გახსნილი ადამიანი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ აღარ ვარ დეპუტატი, მაინც ხშირად მაკითხავენ პრობლემების მოსაგვარებლად. ვფიქრობ, ეს იმის გამო, რომ ყოველთვის გახსნილი ვიყავი.

ირაკლი ბარძიმაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ჩემი ამჟამინდელი საქმიანობიდან გამომდინარე (ადვოკატი), ხელს შევუწყობ, რომ ყველა უბანმა და ყველა თემმა წარმოადგინოს ნებისმიერი კომპეტენტური პიროვნება – იქნება ის კოლორიტი თუ პროფესიონალი, ვისიც თავად სჯერათ, რომ საქმეს თავს კარგად გაართმევს და იქნება მზად იმუშაოს უხელფასოდ, რომ დააყენოს თანამოქალაქეთა ინტერესები. ასეთ შემთხვევაში, მე – ირაკლი ბარძიმაძე და ახალციხის მერია, ყველა იმ წინადადებას დავუჭერ მხარს, რომელიც წაადგება მუნიციპალიტეტის განვითარებას. აუცილებლად გახსნილი მერი ვიქნები და ჩემი პიროვნული თვისებები ისედაც ცნობილია ყველასთვის ჩემი ადვოკატობიდან გამომდინარე.

ჯუმბერ ინასარიძე („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“)

ჩემთან ურთიერთობა არის ძალიან ადვილი და ყველა გადაწყვეტილება იქნება ღია და გამჭვირვალე. მე მიცნობს ახალციხე და ყველამ იცის, რომ გადაჭარბებულს არაფერს ვამბობ.

ჯიმშერ გოგოლაური („თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“)

მე რასაც ვპირდები ამომრჩეველს, მაქსიმალურად ვეცდები მის შესრულებას, თუ ვინმე შემიშლის ხელს ამასაც ხმამაღლა ვიტყვი და ყოველთვის ანგარიშს ჩავაბარებ ჩემ მოსახლეობას.

ზაზა მელიქიძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“)

მე სულ ვხვდებოდი მოსახლეობას, ხშირად ეს არ იყო კაბინეტური შეხვედრები, გავდიოდი სოფლებში და ვისმენდი მათ პრობლემებს და მე არ მახსენდება ისეთი საკითხი, რომელიც მოსახლეობას ჩვენთან დაესვა და ჩვენ რეაგირება არ მოგვეხდინა. სოფლებში ადმინისტრაციული სახლები უნდა მოწესრიგდეს, სადაც სოფლის რწმუნებულები შეძლებენ მოქალაქის მიღებას და მათი პრობლემების ჩვენამდე მოტანას. არავის არ ექნება თავის არჩეულ ხელისუფალთან საუბრის პრობლემა. ჩემი არჩევის შემთხვევაში ჩემი კაბინეტის კარი ყოველთვის ღია იქნება. ჩემი გამგებლობის პერიოდში მიღების დღეები არ მქონია, რადგან ნებისმიერ დროს ვიღებდი ყველას, ვინც მოდიოდა.

როგორია თქვენი ხედვები იმისათვის, რომ თვითმმართველობა უფრო ეფექტური გახდეს ისეთი საკითხების მოგვარებაში, როგორიცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, ქალაქის განვითარება, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია, ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება, გარევაჭრობა და ა.შ. – ფიქრობთ, თუ არა, რომ ეს საკითხები არის პრობლემური თქვენი ამომრჩევლისთვის და როგორ შეაფასებთ არსებულ სიტუაციას, ასევე როგორ გეგმავთ პრობლემების მოგვარებას?   ვაჟა ჩიტაშვილი (“ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

პირველ რიგში უნდა მოევლოს ბიუროკრატიული აპარატის პრობლემას. ახალციხეს შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ძალიან დიდ ქალაქებს და იყოს მეორე, მესამე ქალაქი საქართველოში თავისი შემოსავლებით თითოეულ მაცხოვრებელზე, თავისი ინფრასტრუქტურით, ტურიზმით და ყველაფრით. რას ვგულისხმობ ბიუროკრატიულ აპარატში, არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სერიოზული იდეები, უნდათ ბიზნესის წამოწყება, მაგრამ აწყდებიან სხვადასხვა სიძნელეებს. მაგალითად, ადამიანს სურს მიწის ნაკვეთის დაკანონება, აბსოლუტურად ჯდება კანონის ყველა ჩარჩოში, მაგრამ დადის თვეობით საკრებულოში და იხდის თანხას ბიუჯეტში და მაინც ვერ იღებენ უბრალო ცნობას. ჩართულობის გასაზრდელად საჭიროა თითოეული მოსახლის ინტერესებიდან გამომდინარე მოხდეს პროექტების განხორციელება. თანხის განკარგვაა მთავარი, თუ როგორ გამოიყენებ, მოსახლეობის ჩართულობით უნდა გადაწყდეს პრიორიტეტების მინიჭება კონკრეტულ საკითხებზე. სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა იყო წყალში გადაყრილი ფული. შეძენილი ურიკებისა და მოტოხერხების ნაწილი არის უკვე დაზიანებული. პარლამენტში როცა ვმუშაობდი (2012–16 წლები) სოფლის მეურნეობის მინისტრმა წარმოადგინა ორი წლის ანგარიში და სამცხე–ჯავახეთის გვერდს რომ გავეცანით, აღმოჩნდა, რომ 29 მილიონი ლარი იყო დახარჯული სამცხე–ჯავახეთის 5 მუნიციპალიტეტზე. არადა, დამატებით 5-6 მილიონი, რომ მიგვეღო, რამდენი კარგი რამის გაკეთება შეიძლებოდა.

ირაკლი ბარძიმაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

უნდა მოწესრიგდეს საკანალიზაციო და წყლის სისტემა, მაგრამ ეს არის წყალკანალის სამსახურის კომპეტენცია, მაგრამ წვრილმანის აღმოფხვრა, რომელიც შვებას მოჰგვრის რომელიმე უბანს, იმის გაკეთების საშუალება რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს მერიას. თუ თანხების სწორად განკარგვას გავაკეთებთ და მაშინ სწორად განვავითარებთ სოფელსაც და ქალაქსაც. პირველ რიგში სოფელს ჭირდება სარწყავი წყალი. მილიონიანი გზის გაკეთება როგორ შეიძლება, როცა ნახევარ მილიონად ჯერ წყალი უნდა მოიყვანო. საერთოდ არ არის პრიორიტეტები გადანაწილებული, სადაც ბევრი ფული კეთდება, აკეთებენ მხოლოდ იმას. ათი თვეა შემოსასვლელი გზა კეთდება და ვერაფრით დაასრულეს.

ჯუმბერ ინასარიძე („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“)

ეს არ არის მარტო ახალციხის და ქალაქის მერის საქმე. ეს ცენტრალური ხელისუფლების საქმეა. ქალაქის მერმა მაქსიმუმ გააკეთოს დამოუკიდებლად  საქმის 10–15%. ყველამ კარგად ვიცით, რომ საბარგო სადგურზე უნდა აშენებულიყო საკონსერვო ქარხანა, მაგრამ შეიცვალა ხელისუფლება და დღემდე ისევ ისე დგას. 3 და თუნდაც 5 მილიონიან საქართველოში, ხალხი ფეხზე რომ დააყენო და დააპურო, ბევრი არაფერი ჭირდება. ცნობილი ფაქტია, როცა ირლანდია გამოეყო გაერთიანებულ სამეფოს, ძალიან გაუჭირდა. მაშინ ვითარების გასაუმჯობესებლად მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ ბიზნესმენები, კანონმდებლები და პროფკავშირები. ბიზნესმენებმა კანონმდებლებს რიგი კანონების მიღება მოსთხოვეს ბიუჯეტში თანხის შემოტანის სანაცვლოდ, პროფკავშირებმა კი მუშები დააზღვიეს და უთხრეს, რომ კონკრეტულ თანხაზე დაბალ ანაზღაურებას არ დათანხმდებითო. 15 წელიწადში ქვეყანა ფეხზე დადგა. ეს არის ფაქტი. მსგავსი შეთავაზება, რომ ჰქონოდა იმ ინვესტორს, რომელსაც საკონსერვო ქარხნის აშენება უნდოდა ახალციხეში და შეღავათების სანაცვლოდ ადგილობრივები დაესაქმებინა ნორმალური ანაზღაურებით, ის ადამიანი თავის გეგმას საქმედ აქცევდა. ეს არის სწორედ სახელმწიფოს გადასაწყვეტი. ქალაქის მერს შეუძლია ხარჯები შეამციროს, მაგრამ ეს იქნება ზღვაში წვეთი და ამით საქართველო ფეხზე ვერ დადგება. საქართველოს ფეხზე დაყენება მხოლოდ გაბედული ნაბიჯებით არის შესაძლებელი. დეცენტრალიზაციის შემთხვევაში სახელმწიფო თუ მისცემს ქალაქის მერს იმის უფლებას, რომ მსგავს ინვესტორებს თავად ესაუბროს, რადგან შეეძლოს თავად გადაწყვიტოს რა ტიპის შეღავათები შეიძლება გაუწიოს. სწორედ ეს არის დეცენტრალიზაცია და არა ფორმალურად, მაინც ცენტრიდან როცა იღებ დავალებებს. ნამდვილი დეცენტრალიზაციის შემთხვევაში აშენდება ქარხნები და დასაქმდება ხალხი. ამას ჭირდება სახელმწიფოს ნება.

ჯიმშერ გოგოლაური („თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“) პრემიები და დანამატები, ასევე ა(ა)იპ-ების 95% არის გასაუქმებელი. გაერთიანების შემდეგ დარჩენილი ბიუჯეტის თანხები, რომელიც დაახლოებით 28 მილიონ ლარამდეა,  პირველ ეტაპზე საკმარისი იქნება ქ

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი