პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, პარალამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავჯდომარემ, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა:

„ერთი წლის წინ ამ დარბაზში, ჩვენი ოპონენტების მხრიდან, სკეპტიკური განცხადებები ისმოდა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება იმ მძიმე ფინანსურ ტვირთს ვერ აწევდა, რომელიც ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად იქნა ჩადებული 1 260 მლნ ლარი. თუმცა, ცხრა თვის შესრულების შედეგები არის უპრეცედენტო - 98.6%. დარჩენილია ერთი კვარტალი და ჩვენი გაანგარიშებით მიმდინარე წლის შესრულება იქნება გადაჭარბებული და 1 300 მლნ ლარს მიაღწევს“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

გრიგოლ ლილუაშვილმა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი იგულისხმა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017

წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 1 258 მლნ ლარით განისაზღვრა, 9 თვის საბიუჯეტო გეგმამ კი 948 მლნ ლარი შეადგინა, რაც 97.7%-ით იქნა ათვისებული (926.2 მლნ ლარი).

ცხრილი 1:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი, მლნ ლარი

წელი გეგმა ფაქტი შესრულება
2012 767.9 663.0 86%
2013 1003.6 823.6 82%
2014 935.7 904.0 96.6%
2015 880.1 898.4 102%
2016 967.5 965.8 99.8%
2017 1.258.0 926.2 (ცხრა თვე) 97.7%
2018 1 832.5 - -
წყარო: ფინანსთა სამინისტრო

ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2009 წელს შეიქმნა. 2010 წლიდან დღემდე, ცხრა თვეში ყველაზე მაღალი საკასო შესრულება 2011 წელს დაფიქსირდა 98.9%, 2011 წლის შემდეგ კი მიმდინარე წლის ცხრა თვეში 97.7%. რაც შეეხება წინა წლებს, 2016 წელს ცხრა თვის გეგმა 88.5%-ით შესრულდა. 2015 წელს 86.8 %-ით, ხოლო 2014 წელს 73.4%. შესაბამისად წინა წლებში დაფიქსირებული პრაქტიკიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ 2017 წლის ცხრა თვის საბიჯეტო გეგმის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.

იმის წინასწარ განსაზღვრა, 2017 წლის ბიუჯეტის საკასო შესრულება მიაღწევს თუ არა 1 300 მლნ ლარს, რთული სათქმელია. თუმცა, თუ გადავხედავთ წინა წლებში დაფიქსირებულ პრაქტიკას ვნახავთ, რომ მე-4 კვარტალში ყოველთვის კვარტალურ გეგმასთან შედარებით მეტი იხარჯებოდა. ამასთან, სახელმწიფო ხაზინის ოპერატიული ინფორმაციით,

მიმდინარე წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გაწეული ხარჯები 1 112 მლნ ლარია. თუმცა, სამინისტროს გეგმიური ხარჯი გაზრდილია 1 284 მლნ-მდე (ნაცვლად 1 258 მლნ-ისა). გეგმის შესასრულებლად, წლის ბოლომდე 172 მლნ ლარია დასახარჯი.

დასკვნა 2017

წლის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 1 258 მლნ ლარით განისაზღვრა. სამი კვარტლის საბიუჯეტო გეგმის შესრულებამ კი 97.7% შეადგინა, რაც უპრეცედენტო არ არის, რადგან 2011 წელს 3 კვარტლის შესრულება 98.9% იყო.

რამდენი იქნება 2017 წლის ბიუჯეტის საკასო შესრულება, ამჟამდ ამას ვერ ვიტყვით. თუმცა, თუ გადავხედავთ წინა წლებში დაფიქსირებულ პრაქტიკას, ვნახავთ, რომ წლიური ბიუჯეტის საკმაოდ დიდი ნაწილი, სწორედ მეოთხე კვარტალში იხარჯება. შესაბამისად, წინა წლებში დაფიქსირებული პრაქტიკიდან გამომდინარე დასაშვებია, რომ 2017 წელს ბიუჯეტის შესრულებამ 1 300 მლნ ლარს მიაღწიოს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი