მიმდინარე წლის 21 ივლისს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაზე განაცხადა:

„ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების მიმართულებით, ნაერთი ბიუჯეტიდან კაპიტალურ ხარჯებზე მიიმართა 1 143.8 მლნ ლარი, რაც გასული წლის მაჩვენებელს 269.7 მლნ ლარით აღემატება“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

მინისტრი თავის განცხადებაში მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის მონაცემებს გულისხმობს. ჩვენ ამ პერიოდში ნაერთი ბიუჯეტიდან [i]

 ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დახარჯული თანხის ჯამურ მოცულობაზე ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ. თუმცა, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დახარჯული თანხა ძირითადად ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლშია ასახული და ამ მუხლიდან გაწეული ხარჯების ტენდენცია, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მთლიანად ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების ცვლილებას.

საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის ყოველთვიური მონაცემების მიხედვით,

 მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში არაფინანსური აქტივების შეძენაზე 624 მილიონი ლარი, ხოლო 2016 წლის პირველ ექვს თვეში 526 მილიონი ლარი (19%-ით ნაკლები) დაიხარჯა. ჯამში, წელს არაფინანსურო აქტივების ზრდაზე 1 662 მლნ ლარია გამოყოფილი, რაც 513 მლნ ლარით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს.

2017 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 999 მილიონი ლარის ოდენობითაა განსაზღვრული. 2016 წლის გეგმის მიხედვით, არაფინანსური აქტივების ზრდას 750 მილიონი ლარი უნდა შეედგინა, ფაქტობრივად კი 662 მილიონი ლარი შეადგინა.

 გამოდის, რომ 2017 წლის გეგმა 33%-ით აღემატება 2016 წლის გეგმას და 51%-ით 2016 წლის ფაქტიურ შესრულებას.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური

პროექტების შესახებ ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ 2017 წლის კაპიტალურ პროექტებზე გამოყოფილია მილიარდ 556 მილიონი ლარი (არაფიანანსური აქტივების ზრდას დამატებული დაფინანსების სხვა წყაროები). ყველაზე ძვირადღირებული პროექტი - ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამაა (წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორი), მასზე 139 მილიონი ლარია გამოყოფილი. მას მოსდევს ქალაქ ბათუმის ახალი შემოვლითი გზის ხარჯი, რომელიც 133 მილიონი ლარია. საავტომობილო გზების რეაბილიტაციისათვის 105 მილიონი ლარია გამოყოფილი. საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარებაზე კი 85 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ასევე თითქმის 70 მილიონი ლარია გამოყოფილი სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 50 კმ-იანი მონაკვეთის მოდერნიზაცია-მშენებლობისათვის.

  დასკვნა

მიმდინარე წელს, შარშანდელთან შედარებით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მეტი სახსრებია გამოყოფილი. საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის მიხედვით, 2017 წელს არაფინანსური აქტივების ზრდაზე, 2016 წელთან შედარებით, 513 მლნ ლარით მეტია გამოყოფილი. მინისტრის განცხადებაში აღნიშნულის შესახებ, თუ რა სახსრები მიიმართა მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ნაერთი ბიუჯეტიდან კაპიტალურ ხარჯებზე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაჩქარებლად, ინფორმაცია სრულად ვერ მოვიპოვეთ.

ამდენად, ფაქტ-მეტრი დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებას ვერდიქტის გარეშე 

ტოვებს.

[i] ნაერთი ბიუჯეტი - ქვეყნის კონსოლიდირებული ბიუჯეტი, რომელიც მოიცავს სახელმწიფო ბიუჯეტს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტს და თვითმმართველი ერთეულების ადგილობრივ ბიუჯეტებს.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი