იმერეთის სახელმწიფო ადმინისტრაციულ ერთეულში, ქუთაისის გარდა, 11 მუნიციპალიტეტია. 11-ვე მუნიციპალიტეტში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, ბოლო სამი წლის განმავლობაში რა ოდენობის თანხა გაიცა მათზე თანამდებობრივი სარგოს, პრემიისა და დანამატის სახით. რაც შეეხება ქუთაისს, ფაქტ მეტრი ქუთაისის მერის მიერ მიღებული შრომის ანაზღაურების თაობაზე უკვე წერდა. საქართველოს თვითმმართველობის კოდექსის 24-

ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობრივი სარგოს, ასევე საკრებულოს თანამდებობის პირთა სარგოების დამტკიცება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში. ამასთან, მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სარგო (თავი 4, მუხლი 41). შესაბამისად, კანონმდებლობის გათვალისწინებით, გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების თანამდებობრივი სარგოებისა და პრემია-დანამატის ოდენობა საკრებულოს რეგლამენტით მიიღება. მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეების თვიური სარგო საშუალოდ 2 650 ლარს შეადგენს. ზოგ შემთხვევებში ამას ემატება პრემია ან/და დანამატი.

იმერეთის მუნიციპალიტეტების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, უმეტეს შემთხვევაში აღებული აქვთ პრემია, ხოლო დანამატი მხოლოდ რამდენიმე მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირს დაერიცხა.

სამი წლის განმავლობაში პრემია და დანამატი არ აუღია ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბაღდათის გამგებელს, ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარეს და ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარეს, სადაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესახებ დადგენილების მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარესა და სხვა თანამდებობის პირებს პრემიისა და დანამატის მიღების უფლება არ აქვთ. 11 მუნიციპალიტეტის გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შორის ყველაზე ნაკლები ხელფასიც ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარემ აიღო.

ამ პერიოდის განმავლობაში საკუთარი შრომა ყველაზე ძვირად შეაფასეს ზესტაფონის გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ. თითოეულს ჯამში 110 770 ლარი აქვს მიღებული, თანამდებობრივი სარგოს (92 750 ლარი), პრემიისა (15 370 ლარი) და დანამატის (2 650 ლარი) სახით. ზესტაფონის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე, სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარესა და ხარაგაულის გამგებელთან ერთად, შედიან იმ ოთხ თანამდებობის პირთა ჩამონათვალში, რომლებსაც ამ წლების განმავლობაში მიღებული აქვთ როგორც პრემია, ისე დანამატი. ამასთან, შესამჩნევია ერთი მონაცემი, რომელიც ხარაგაულის გამგებელს უკავშირდება. ხარაგაულში თვითმმართველობის 2014 წლის არჩევნების შემდეგ გამგებლად კობა ლურსმანაშვილი დაინიშნა, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტარი გახდა. მას 2014 წლის ბოლო ექვს თვეში აღებული აქვს ყველაზე მეტი დანამატი 7 950 ლარის ოდენობით, ასევე 2016 წელს პირველ ექვს თვეში მასზე გაიცა 5 300 ლარის ოდენობის პრემია-დანამატი. მომდევნო გამგებელს კი ამ წლის დარჩენილი 6 თვის განმავლობში პრემია და დანამატი არ დარიცხვია.

პრემია-დანამატის სახით მიღებული თანხით, ზესტაფონის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის შემდეგ, გამოირჩევიან ხარაგაულის გამგებელი (13 450ლარი) და სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარე (12 950 ლარი).

ცხრილი 1:

იმერეთის 11 მუნიციპალიტეტის გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების ანაზღაურება 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ივნისის ჩათვლით (ლარი)

  მუნიციპალიტეტი თანამდებობა მიღებული თანამდებობრივი სარგო პრემია-დანამატის ჯამი სულ
ხელფასი პრემია დანამატი
1 საჩხერე გამგებელი 93 819 9 275 103 094
საკრ. თავმჯდომარე 93 672 9 275 9 275 102 947
2 ტყიბული გამგებელი 93 692 3 975 3 975 97 667
საკრ. თავმჯდომარე 72 589 - - - 72 589
3 ვანი გამგებელი 92 750 5 514 5 514 98 264
საკრ. თავმჯდომარე 92 750 12 100 12 100 104 850
4 თერჯოლა გამგებელი 92 850 10 600 10 600 103 450
საკრ. თავმჯდომარე 88 027 7 215 7 215 95 242
5 წყალტუბო გამგებელი 92 550 9 938 9 938 102 488
საკრ. თავმჯდომარე 92 750 7420 7420 100 170
6 ჭიათურა გამგებელი 92 750 9 010 9010 101 770
საკრ. თავმჯდომარე 93 910 6360 6360 100 270
7 სამტრედია გამგებელი 92 750 10 335 10 335 103 085
საკრ. თავმჯდომარე 92 750 10 335 2 650 12 950 105 736
8 ზესტაფონი გამგებელი 92 750 15 370 2 650 18 000 110 770
საკრ. თავმჯდომარე 92 750 15 370 2 650 18 000 110 770
9 ხონი გამგებელი 95 400 8 075 8 075 103 475
საკრ. თავმჯდომარე 95 400 8 075 8 075 103 475
10 ხარაგაული გამგებელი 83 702 2 850 10 600 13 450 97 152
საკრ. თავმჯდომარე 82 038 - - - 82 038
11 ბაღდათი გამგებელი 92 665 - - - 92 665
საკრ. თავმჯდომარე 92 750 - - - 92 750

მსგავსი სიახლეები

5414 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი