მიმდინარე წლის 7 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ანრი ოხანაშავილმა სასამართლო  სისტემის თავისუფლებაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით: “Heritage Foundation-ის კვლევის თანახმად, საქართველოს სასამართლოების სისტემა ეფექტიანობის კუთხით  მე-18 ადგილზეა ევროპის ქვეყნებში და პირველ ადგილს იკავებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ცენტრალურ და სამხრეთ აზიის ქვეყნებში“. მისვე თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია ზოგადად ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს იკვლევს, რაც მნიშვნელოვანწილად სასამართლო სისტემის ეფექტიანობის შეფასებას ეფუძნება.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

Heritage Foundation,

რომელიც 1973 წელს დაარსდა, ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კვლევითი და საგანმანათლებლო ინსტიტუტია. მისი ძირითადი მისია მთავარ ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებზე კვალიფიციური კვლევების ჩატარება და მათი მიზნობრივი მომხმარებლისთვის მიწოდებაა.

1995

წლიდან მოყოლებული აღნიშნული ორგანიზაცია ყოველწლიურად 180-ზე მეტი ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ხარისხს ზომავს (ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი), რომელიც დღეისათვის 12 კომპონენტის შეფასებით დგინდება. აღნიშნული კომპონენტები 4 ძირითად ჯგუფშია გაერთიანებული:

  1. კანონის უზენაესობა (საკუთრების უფლება, სასამართლოს ეფექტიანობა, მთავრობის კეთილსინდისიერება);
  2. მთავრობის ზომა (ფისკალური სიჯანსაღე, საბიუჯეტო დანახარჯები, საგადასახადო ტვირთი);
  3. რეგულირების ეფექტიანობა (ბიზნესის თავისუფლება, შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება);
  4. ბაზრის ღიაობა (ვაჭრობის თავისუფლება, ინვესტირების თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება).
თითოეული პარამეტრი 100 ქულიანი შკალით ფასდება (0 - ეკონომიკური თავისუფლების ყველაზე დაბალი დონე, 100 - ეკონომიკური თავისუფლების ყველაზე მაღალი დონე) და შედეგები პროცენტებში გამოისახება. აღსანიშნავია, რომ საერთო ქულის მისაღებად  თითოეულ კომპონენტს, თუ ქვე-კომპონენტს თანაბარი წონა გააჩნია და არცერთი მათაგნი არ არის უპირატესი. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსის წარმოება მხოლოდ 2017 წლიდან დაიწყო, რომლითაც იმის შეფასება ხდება თუ რამდენად არის სასამართლო სისტემა სამართლიანი და ეფექტიანი. სასამართლო ეფექტიანობის ქულა შემდეგი სამი ქვეკომპონენტის ქულების მიხედვით დგინდება,

რომელთაგან თითოეულს თანაბარი წონა გააჩნია. ესენია:

  1. სასამართლო დამოუკიდებლობა;
  2. სასამართლო პროცესის ხარისხი;
  3. კეთილსაიმედო გადაწყვეტილებების მიღების ალბათობა.

სასამართლოს ეფექტიანობის შეფასების ინდექსი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, მსოფლიო კონკურენტუნარიოანისა  და მსოფლიო ბანკის ანაგარიშებს ეფუძნება.

სასამართლოს ეფექტიანობის მხრივ საქართველო საშუალოდ თავისუფალ ქვეყანათა რიგში შედის. 2018

წლის მონაცემებით, აღნიშნულ კომპონენტში საქართველომ 64.2 ქულა დააგროვა, რაც 2.3 ქულით ჩამორჩება 2017 წლის მაჩვენებელს (66.5 ქულა).

აღსანიშნავია, რომ Heritage Foundation-ის წლიური შედეგები 1-1.5 წლით ადრინდელ ინფორმაციას ეყრდნობა.

შესაბამისად, 2018 წლის ინდექსისთვის, მონაცემები ფარავს 2016 წლის მეორე ნახევრიდან 2017 წლის პირველი ნახევრის პერიოდს.

მართალია, საქართველოს შემთხვევაში სასამართლოს ეფექტიანობის მაჩვენებელი გაუარესებულია, თუმცა აღნიშნული მაჩვენებლით ის კვლავ ევროპული ქვეყნების ოცეულში შედის. კერძოდ, თუკი 2017 წელს მე-17 ადგილზე

იყო, 2018 წელს  პოზიციები ერთი ადგილით დათმო და ამჟამად მე-18 ადგილს იკავებს.

  ცხრილი 1: სასამართლოს ეფექტიანობის მხრივ ევროპის ქვეყნების 2018 წლის მონაცემები
ქვეყანა სასამართლოს ეფექტიანობა
1 United Kingdom 93,8
2 Sweden 88,2
3 Norway 86,0
4 Estonia 83,9
5 Denmark 83,6
6 Finland 82,7
7 Switzerland 82,1
8 Austria 80,9
9 Ireland 79,0
10 Germany 78,0
11 Luxembourg 77,9
12 Netherlands 74,1
13 France 72,7
14 Iceland 72,6
15 Portugal 70,1
16 Belgium 69,5
17 Lithuania 66,7
18 Georgia 64,2
19 Malta 62,8
20 Spain 62,0
21 Italy 60,9
22 Romania 59,7
23 Greece 59,0
24 Kosovo[1] 59,0
25 Latvia 58,9
26 Czech Republic 57,9
27 Slovenia 57,7
28 Belarus 57,3
29 Hungary 57,1
30 Macedonia 57,0
31 Cyprus 56,7
32 Poland 56,6
33 Croatia 56,5
34 Turkey 54,5
35 Montenegro 51,3
36 Serbia 48,2
37 Armenia 47,4
38 Russia 46,9
39 Bosnia and Herzegovina 43,7
40 Bulgaria 42,5
41 Slovakia 38,8
42 Ukraine 29,5
43 Moldova 26,3
44 Albania 25,4

დეპუტატ ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველო ასევე აღმოსავლეთ ქვეყნებსა და ცენტრალურ და სამხრეთ აზიის ქვეყნებს შორისაც პირველ ადგილს იკავებს, რაც სიმართლეს შეესაბამება (იხ. ბმული 1ბმული 2). აქვე უნდა აღინიშნოს თავად Heritage Foundation-ის მიერ  საქართველოს სასამართლო სისტემის შეფასება. კერძოდ, ანგარიში

ს (გვ. 195) თანახმად, კითხვის ნიშნები რჩება სამოქალაქო საკითხებში მოსამართლეთა პროფესიონალიზმისა და გადაწყვეტილებების გამჭვირვალობის კუთხით. „კონსტიტუცია იცავს საკუთრების უფლებას, შეძენის, განკარგვისა და მემკვიდრეობის უფლებას. კონტრაქტების აღსრულება გაუმჯობესებულია. კონსტიტუციით გარანტირებულია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სამოქალაქო საკითხებში, მაგრამ სამოქალაქო საქმეების განმხილველი მოსამართლეების პროფესიონალიზმი და მათი გადაწყვეტილებების გამჭვირვალობა საეჭვოა. კვლავ პრობლემად რჩება პოსტსაბჭოური პერიოდიდან შემორჩენილი კორუფცია და მიმდინარე რუსული გავლენა“, - ვკითუხლობთ 2018 წლის ანგარიშში, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2016 წლის მეორე ნახევრისა და 2017 წლის პირველი ნახევრის პერიოდის სასამართლო სისტემას აფასებს.

  დასკვნა

ანრი ოხანაშვილის განცხადება თითქოს Heritage Foundation-ის მიერ ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის დადგენისას მნიშვნელოვანი წილი სასამართლო სისტემის ეფექტიანობის შეფასებას უკავია, სიმართლეს არ შეესაბამება. სასამართლოს ეფექტიანობა ერთ-ერთია იმ თორმეტი კომპონენტიდან, რომელთაც ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის დადგენისას მნიშვნელოვანი და ამავე დროს აბსოლუტურად თანაბარი როლი გააჩნიათ.

რაც შეეხება სასამართლოს ეფექტიანობის მხრივ ევროპის ქვეყნებში საქართველოს ადგილს, 2018 წლის მონაცემების თანახმად, ის მართლაც მე-18 ადგილზეა და ქულებით აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანას უსწრებს. ასევე, საქართველო ცენტრალურ და სამხრეთ აზიის ქვეყნებს შორისაც პირველ ადგილს იკავებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2017 წელთან შედარებით, საქართველოს სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსი 2.3 ქულით გაუარესდა, რამაც ევროპის ქვეყნებს შორის დაკავებული მე-17 ადგილიდან, პოზიციების ერთი საფეხურით დათმობაც გამოიწვია.

ასევე აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგები მხოლოდ 2017 წლის პირველ ნახევრამდე არსებულ სურათს ასახავს, შესაბამისად, შეფასებისას მხედველობაში ვერ იქნებოდა მიღებული თუნდაც ვანო მერაბიშვილის საქმეზე საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებული უპრეცედენტო გადაწყვეტილება. ფაქტ-მეტრის დასკვნით, ანრი ოხანაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

[1] საქართველო არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი