TV „პირველის“ ეთერში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სევდია უგრხელიძემ განაცხადა: „2014 წლის 30 დეკემბერს, როდესაც მოვიდა ახალი მერი და ახალი საკრებულო, მათ გამოსცეს ახალი დადგენილება, რის მიხედვითაც გარევაჭრობის წესი მუნიციპალიტეტს უნდა განესაზღვრა. დღემდე არ არის დადგენილი ეს წესი, რის საფუძველზე უკრძალავენ ვაჭრობას ამ ადამიანებს? დაშვებულიც არაფერია და აკრძალულიც არაფერი არ არის“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1533-

ე მუხლის მიხედვით, თუ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს არ აქვს შესაბამისი ნებართვა, გარევაჭრობა        კანონდარღვევად ითვლება. თბილისის ტერიტორიაზე ნებართვის გარეშე გარევაჭრობის შემთხვევაში იურიდიული ან ფიზიკური პირი 20 ლარის ოდენობით დაჯარიმდება და მისი  სავაჭრო პროდუქცია კონფისკაციას ექვემდებარება.

თბილისის საკრებულოს 2006 წლის 20 დეკემბრის გადაწყვილებით,

გარევაჭრობად მიჩნეულია ქალაქის ქუჩებში, მოედნებსა და ტროტუარებზე, ასევე დასასვენებელ ადგილებში  მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან ვაჭრობა.

გარევაჭრობისთვის დასაშვები საქონლის ნომენკლატურას, კონკრეტულ ადგილებს, ასევე ამ ადგილებით სარგებლობის ფორმებსა და ვაჭრობისთვის საჭირო ღონისძიებებს 2014  წლამდე თბილისის მთავრობა განსაზღვრავდა.

2014 წლის 30 დეკემბერს მიღებული დადგენილებით,

ქალაქ თბილისის საკრებულოს 2006  წლის 29 დეკემბრის გადაწვეტილება გარევაჭრობასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს მიღებული დადგენილება ზუსტად იმეორებს 2006 წლის დადგენილების შინაარს. განსხვავება ძველ და ახალ დოკუმენტებს შორის არის ის, რომ 2014 წლის დადგენილებით, გარევაჭრობისთვის საჭირო ფორმები, ადგილები და განსახორციელებელად საჭირო ღონისძიებების განსაზღვრის უფლება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაეცა. 2006 წლის დადგენილებთ ეს თბილისის მთავრობის უფლება-მოვალეობა იყო.

აღსანიშნავია, რომ არც 2006 წლის გადაწყვეტილებით და არც 2014 წლის დადგენილებით განსაზღვრული არ არის გარევაჭრობისთვის დაშვებული საქონლის ნომენკლატურა, კონკრეტული ადგილები და ადგილებით სარგებლობის ფორმები. ასევე, არაა მითითებული  ნებართვის გამცემი ორგანო.

ინფორმაციის დაზუსტებისთვის ჩვენ თბილისის მერიის იურიდიულ სამსახურს დავუკავშირდით, სადაც განგვიმარტეს, რომ ამჟამად გარე ვაჭრობისთვის ნებართვის გაცემის წესი არ არსებობს. აღნიშნლზე მუშაობა ამჟამდ მიმდინარეობს და დამუშავების პოროცესშია.  ამ დროისთვის კი, გარე ვაჭრობის ნებართვის მიღება შეუძლებელია. შესაბამისად, ამ ეტაპზე მოვაჭრეებს შეზღუდული აქვთ უფლება, რომ  გარე ვაჭრობა კანონიერ ფარგლებში მოაქციონ და ისარგებლონ  იმ  გამონაკლისებით, რასაც  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი უშვებს.

  დასკვნა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდქსით, გარევაჭრობა ნებართვის გარეშე კანონდარღვევად ითვლება. გარევაჭრობისთვის ნებართვის გაცემის წესს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო განსაზღვრავს, რომელიც დღემდე არ არის მიღებული.

საკრებულოს მიერ ზემოხსენებული დოკუმენტის შეუმუშავებლობის გამო დღეს თბილისის მთელ ტერიტორიაზე გარევაჭრობა კანონდარღვევად ითვლება, მაშინ, როცა ნებართვის გაცემის წესის არსებობის შემთხვევაში, გარემოვაჭრეების ნაწილს მაინც ექნებოდა იმის საშუალება, რომ თავიანთი საქმიანობა კანონიერ ფარგლებში მოექციათ.

ფაქტ-მეტრი სევდია უგრეხელიძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს და ამ საკითხს მომავალშიც დაუბრუნდება.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი