გასული წლის 20 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა:

„ვაჭრობა ევროკავშირთან იზრდება, ევროკავშირი არის ჩვენი პირველი სავაჭრო პარტნიორი; 20%-ით გაიზარდა ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში; დსთ-ის ქვეყნების წილი მთლიან სავაჭრო კალათაში მცირდება, რაც ნიშნავს ჩვენი საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაციას და კიდევ უფრო მეტ დაზღვეულობას ამა თუ იმ საგარეო შოკისგან“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას საქსტატი აქვეყნებს.

საქსტატის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9.6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის ანალოგიურ მონაცემზე 13%-ით მეტია.

საქსტატზე დაყრდნობით, საქართველომ მიმდინარე წელს ყველაზე მეტად დსთ-ის წევრ ქვეყნებთან[1]

ივაჭრა. სახელმწიფოთა ამ ჯგუფზე საერთო ვაჭრობის 27.4% მოდიოდა მაშინ, როცა ევროკავშირის 28 ქვეყანასთან ვაჭრობიდან შემოსულმა თანხამ ჯამური ბრუნვის 26.8% შეადგინა. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობა დსთ-ის წევრ სახელმწიფოებთან ვაჭრობაზე ინტენსიური იყო და მას 94 მლნ დოლარით აჭარბებდა.

2016

წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით საქართველოს საგარეო ვაჭრობა გაზრდილია როგორც დსთ-ის წევრ ქვეყნებთან, ისე ევროკავშირის სახელმწიფოებთან. თუმცა, დსთ-თან ვაჭრობით მიღებული შემოსავალი მომატებულია 33%-ით მაშინ, როცა, ევროკავშირის შემთხვევაში ხსენებული ზრდა 3%-ია. გამოდის, რომ 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა 77%-ით დსთ-ის წევრ სახელმწიფოებთან გაღრმავებულმა სავაჭრო ურთიერთობებმა განაპირობა.

  ცხრილი 1:

საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა, მლნ დოლარი

2012 2013 2014 2015 2016 2017
იმპორტი ევროკავშირთან 2,429 2,266 2,372 2,081 2,215 1,986
ექსპორტი ევროკავშირთან 0,353 0,607 0,624 0,645 0,572 0,580
ვაჭრობა ევროკავშირთან 2,782 2,873 2,996 2,726 2,787 2,566
იმპორტი დსთ-თან 1,893 1,985 1,987 1,908 1,908 1,994
ექსპორტი დსთ-თან 0,657 1,020 0,917 0,385 0,320 0,630
ვაჭრობა დსთ-თან 2,550 3,004 2,904 2,293 2,228 2,623
წყარო: საქსტატი   დასკვნა

ქვეყნისთვის საგარეო შოკის გამომწვევი მიზეზი შესაძლებელია იყოს გაუარესებული სავაჭრო ურთიერთობები. თავის მხრივ, სტაბილურ და განვითარებულ ეკონომიკებთან გაღრმავებული სავაჭრო ურთიერთობა საგარეო შოკის ალბათობას ამცირებს. ამდენად, ამ ნაწილში გიორგი კვირიკაშვილის აქცენტი მართებულია: დსთ-ის ქვეყნების წილის კლება სავაჭრო კალათაში ევროკავშირთან გაუმჯობესებული ეკონომიკური ურთიერთობების პარალელურად საქართველოსთვის სტაბილურ საგარეო ვაჭრობას ნამდვილად უზრუნველყოფს.

მიუხედავად ამისა, საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოსთვის პირველი სავაჭრო პარტნიორი დსთ-ის წევრი ქვეყნები იყო. ევროკავშირი პარტნიორთა რიგებში მეორე ადგილას მოხვდა, თუმცა დსთ-ის სახელმწიფოებს ევროგაერთიანების ქვეყნები მხოლოდ მცირედით ჩამორჩებოდა, ხოლო 2016 წლის 11 თვეში ევროკავშირთან ვაჭრობა დსთ-თან ვაჭრობას უსწრებდა. იანვარ-ნოემბერში ევროკავშირთან ექსპორტი 23%-ითაა გაუმჯობესებული, თუმცა დსთ-ის ქვეყნების წილი საქართველოს საგარეო ვაჭრობაში გაზრდილია, 2016 წელს 23% იყო, 2017 წლის თერთმეტ თვეში კი 27%-ია.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

[1] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში დსთ-ის ქვეყნებში ჩათვლილია უკრაინაც, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ დსთ 2014 წელს დატოვა. თუმცა, მოცემულ სტატიაში უკრაინასთან ვაჭრობის მაჩვენებლები თანამეგობრობის ქვეყნებთან ერთად განხილული არ არის.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი