მიმდინარე წლის 5 თებერვალს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა:

„2017 წლის 9 თვის მონაცემებით, ევროკავშირიდან განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 441 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (პუი) კვარტალურ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) აქვეყნებს. ამ დროისთვის საქსტატს 2017 წელს ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 3 კვარტლის სტატისტიკა აქვს გამოქვეყნებული. საქსტატის კალენდრის მიხედვით,

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეოთხე კვარტლის მონაცემები 12 მარტს გამოქვეყნდება.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადების გაანალიზებამდე მნიშვნელოვანია განვიხილოთ ცვლილება, რომელიც საქსტატმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, საქართველოს პუი-თან მიმართებით გასულ წელს განახორციელა.

სავალუტო ფონდის რეკომენდაცია საქსტატისა და ეროვნული ბანკის სტატისტიკური მაჩვენებლების თანხვედრას ითვალისწინებდა. ცვლილების თანახმად, გადაიხედა საქართველოში შემოსული ინვესტიციების დათვლის წესი, რამაც პუი-ს არსებული სტატისტიკა შეცვალა. გასული წლებიდან ზოგიერთისთვის პუი-ს წლიური რაოდენობა გაიზარდა, ზოგიერთისთვის - შემცირდა. ამდენად, 2017 წლის 3 კვარტალში საქართველოში მიღებული პუი გასული წლების ანალოგიურ ნიშნულებთან შედარებით ყველაზე მაღალი აღმოჩნდა.

უფრო კონკრეტულად, საქსტატის ინფორმაციით, 2017 წლის პირველ 9 თვეში საქართველოში შემოსულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1.35 მლრდ დოლარი შეადგინა. 3 კვარტლის მაჩვენებლებით, საქართველოში ტოპ ინვესტორი ქვეყანა აზერბაიჯანია, რომელსაც თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და აშშ მოსდევს.

2017 წლის სამ კვარტალში ევროკავშირიდან მიღებულმა პუი-მ 442 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 6%-ით აღემატება. პირველ სამ კვარტალში, ევროკავშირიდან მიღებული უცხოური ინვესტიციების რეკორდული ოდენობა 2015 წელს დაფიქსირდა, 590 მლნ დოლარის სახით. მნიშვნელოვანია, რომ 2017 წლის 3 კვარტლის პუი-ში ევროკავშირიდან მიღებული ინვესტიციების წილი 33%-ს შეადგენს, დსთ-ის ქვეყნების წილი კი 31%-ია.

პუი-ს რეალური ცვლილების შესაფასებლად რელევანტურია მისი განხილვა ქვეყნის მშპ-თან მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის 3 კვარტლის პუი-ს მაჩვენებელი აქამდე დაფიქსირებულ მონაცემებს შორის რაოდენობრივად ყველაზე მაღალია, მშპ-თან მიმართებით იგი გასული წლის ნიშნულს მცირედით ჩამოუვარდება და 12.1%-ს შეადგენს. რაც შეეხება ევროკავშირიდან მიღებული პუი-ს მშპ-თან მიმართებას, აღნიშნული მონაცემი 2017 წელს 4%-ს უტოლდებოდა, რაც გასული წლის ნიშნულს აღემატება.

  გრაფიკი 1:

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართება მშპ-თან (3 კვარტლის მონაცემები)

image001 წყარო: საქსტატი   დასკვნა 2017

წლის 9 თვეში საქართველოში შემოსულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1.35 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლების ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით ყველაზე მაღალი მონაცემია.

2017

წლის 9 თვეში მიღებული პუი-ის 33% ევროკავშირიდან შემოვიდა და 442 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 6%-ით მეტია და საქართველოს მშპ-ის 4%-ს შეადგენს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი