ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა მუნიციპალური ავტოპარკის განახლებისა და ელექტროავტობუსებით შევსების შესახებ ისაუბრა და განაცხადა:

„ეს იქნება დიზელის ევრო 5-ის ძრავზე მომუშავე ტრანსპორტი და რაც ყველაზე მთავარია, გარკვეული რაოდენობის ტრანსპორტი იქნება თავიდან ბოლომდე ელექტროტრანსპორტი. ეს იქნება სიახლე, ეს იქნება პირველად ჩვენთან, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ალბათ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. მოლაპარაკებები გრანტის თაობაზე EBRD-ის დონორებთან მქონდა, რამდენიმე კვირის წინ ვიყავი ლონდონში და ეს საკითხი გადაწყდება, ზაფხულისთვის ტრანსპორტის გარკვეული რაოდენობა გვექნება“.

გიორგი ერმაკოვმა აღნიშნული განცხადება 2017 წლის იანვარში გააკეთა. მანამდე, ბათუმის მერმა მუნიციპალური ტრანსპორტის ელექტროავტობუსებით შევსების შესახებ 2015 წლის 18 ნოემბერს ისაუბრა. მაშინ ქალაქის მერი მოსახლეობას დაპირდა, რომ 2016 წლის ზაფხულში ბათუმს ელექტროავტობუსები ეყოლებოდა. ამ თემაზე ფაქტ-მეტრის მიერ მომზადებული სტატიიდან

ჩანს, რომ მერმა დანაპირები დათქმულ ვადაში ვერ შეასრულა. როგორც აღმოჩნდა, მაშინ მთავარ დონორთან - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ხელშეკრულება გაფორმებული არ ყოფილა. ეს საკითხი დღემდე ღიად რჩება, რადგან 13 იანვრის ინტერვიუს თანახმად, მერი ბანკის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას აწარმოებს და ქალაქში ავტობუსების შემოყვანის ახალ ვადად ახლა უკვე 2017 წლის ზაფხულამდე პერიოდს ასახელებს.

ფაქტ-მეტრი შეეცადა გაერკვია, იქნება თუ არა ბათუმი პირველი ქალაქი რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც მუნიციპალური ელექტროავტობუსები იმოძრავებს.

ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციით, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ქალაქებიდან მუნიციპალური ელექტროავტობუსები რუსეთის ქალაქებში: მოსკოვშიპეტერბურგშიიაროსლავში; უკრაინაში - ლუცკში, ლვოვში; ყაზახეთში - ალმა-ატაში; ბალტიისპირეთში - ტალინშირიგაში, ვილნიუსში; ბელარუსში - მინსკში, უკვე მოძრაობს. ამ ქვეყნებიდან რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი და ბელარუსი ელექტროავტობუსების მწარმოებლები არიან. რაც შეეხება ამიერკავკასიის რეგიონს, აზერბაიჯანულმა მედიამ ელექტროავტობუსების წარმოების დაწყება 2016 წლის 4 ივლისს დააანონსა.

განჯის საავტომობილო ქარხანასა და გერმანულ ელექტროავტობუსების მწარმოებელ კომპანიას  შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანში ელექტროავტობუსების აწყობა გადაწყდა.

"

ბათუმის ავტოტრანსპორტის" დირექტორის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უცნობია იმ თანხის მოცულობა, რაც ტრანსპორტის შესაძენად იქნება საჭირო, რადგან მისი თქმით, ამ და სხვა დეტალების დაზუსტება დონორებთან მოლაპარაკების შემდეგ იქნება შესაძლებელი. პაატა დუმბაძის თქმით, სატენდერო დოკუმენტაციაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან შეთანხმებით მომზადდება. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბათუმის რელიეფი, მოწვეული ექსპერტების რეკომენდაციით, ელექტროტრანსპორტისთვის შესაფერისია.

  დასკვნა

მუნიციპალური ელექტროავტობუსები ამიერკავკასიის რეგიონის ქალაქებში ჯერჯერობით არ მოძრაობს, თუმცა, მის აწყობას აზერბაიჯანში აპირებენ. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კი, ელექტროავტობუსები უკვე ათეულობით ქალაქს ემსახურება, 5 ქვეყანაში მათი წარმოება ხდება.

ამდენად, ბათუმის მერის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი