აჭარის მთავრობის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ განაცხადა, რომ ე.წ. "ოცნების ქალაქში" მცხოვრები ეკომიგრანტები საცხოვრებლით დაკმაყოფილებულნი არიან. "ფაქტობრივად, აჭარაში მცხოვრები ეკომიგრანტი აღარ გვყავს "ოცნების ქალაქში", შემიძლია ეს დამაჯერებლად ვთქვა", -

განაცხადა ხაბაძემ 25.

"ოცნების ქალაქი", ან "მუყაოს ქალაქი", როგორც მას უწოდებენ, ხელვაჩაურში, 25-ე და 53-ე ბატალიონების ყოფილ ტერიტორიაზე 2012 წლის არჩევნების შემდეგ გაჩნდა. სახელდახელოდ აგებულ ფიცრულებში დღემდე ათასობით ადამიანი მძიმე პირობებში ცხოვრობს. ტერიტორიის თვითნებურად დაკავების პროცესი 4 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და ხელისუფლებამ მისი შეჩერება ვერ შეძლო. ოფიციალური მონაცემებით, იქ 1 397 ოჯახი (იხ. ბმული)

წყლის, კანალიზაციის და გათბობის გარეშე ცხოვრობს. აჭარაში შექმნილმა სამთავრობო კომისიამ თითოეული ოჯახის მდგომარეობის შესაფასებლად სპეციალური აქტი შეადგინა. კომისიამ, თვითნებურად დასახლებულების აღრიცხვასთან ერთად, ბენეფიციართა ჯგუფები გამოყო, რომლებიც სახელმწიფოსგან დახმარებას საჭიროებენ, მათ შორის ეკომიგრანტებიც.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს #779 დადგენილება

ეკომიგრანტის ცნებას შემდეგნაირად განმარტავს - სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახი, რომელიც ექვემდებარება ადგილმონაცვლეობას. აღნიშნული დადგენილების საფუძველზე, აჭარის მთავრობამ "ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის" პროგრამა შეიმუშავა და ამ პროგრამისთვის საჭირო ტერმინებს შორის "ეკომიგრანტი ოჯახის" ცნებაც განსაზღვრა.

ასევე, განისაზღვრა პირველი და მეორე კატეგორიის ეკომიგრანტების ცნებები:

I კატეგორიის ეკომიგრანტი ოჯახი - გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახი, რომლის საცხოვრებელი დანგრეულია ნებისმიერი სტიქიური მოვლენით;

II კატეგორიის ეკომიგრანტი ოჯახი -

გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახი, რომლის მფლობელობაში არსებული სახლი არ არის დანგრეული, თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული პრობლემები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ქონებას.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ "ოცნების ქალაქში" მყოფ ეკომიგრანტებთან დაკავშირებით შემდეგი ინფორმაცია მოგვაწოდა:

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2014 წლის 5 დეკემბრის #407 ბრძანებით შექმნილი კომისიის მუშაობის შედეგად, ყოფილი 25-ე და 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე ("ოცნების ქალაქი") გამოვლენილია:

სტიქიის შედეგად დაზარალებული 17 ეკომიგრანტი ოჯახი, რომლებიც დარეგისტრირდნენ "სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტების) ოჯახების" ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.

ასევე, გამოვლენილია სტიქიის შედეგად დაზარალებული 13 "არაეკომიგრანტი" ოჯახი, რომელთა საცხოვრებელი სახლები, გეოლოგიური დასკვნების თანახმად, ექვემდებარება ადგილზე აღდგენა/გამაგრებას. მათთვის დახმარების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტებში შესაბამისი რეკომენდაციები გადაიგზავნა.

ამავე უწყების ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე შეჭრილ სტიქიით დაზარალებულთაგან 6 ეკომიგრანტ ოჯახს უკვე გაეწია დახმარება. კერძოდ:

  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, რეგიონალური განვითარებისა და სოციალური დახმარების ცენტრსა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს შორის 2014 წლის თებერვალში გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, ე.წ. "მუყაოს ქალაქში" მცხოვრები 2 ეკომიგრანტი ოჯახისთვის შესყიდულია საცხოვრებელი სახლი.
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, ეკომიგრანტთა უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში ე.წ. "მუყაოს ქალაქში" მცხოვრები ერთი ეკომიგრანტი ოჯახისთვის შესყიდულია საცხოვრებელი სახლი.
  • აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით, ე.წ. "მუყაოს ქალაქში" მცხოვრები 3 ეკომიგრანტი ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით.
გარდა ამისა, აჭარის მთავრობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით (იხ. ბმული), 2016

წელს სამი სოციალური კორპუსის მშენებლობა (სულ 180 ბინა) დასრულდება, რომლებიც ეკომიგრანტთათვის არის გათვალისწინებული (72 ბინიანი - ხულოს მუნიციპალიტეტში; 50 ბინიანი - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში; 58 ბინიანი - ბათუმში).

2016

წლიდან "ეკომიგრანტთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის" პროგრამა ხორციელდება, რომლითაც დაახლოებით 115 საცხოვრებელი სახლის შესყიდვაა გათვალისწინებული, მათ შორის "ოცნების ქალაქის" ბენეფიციარებისთვის.

დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ აჭარის მთავრობაში ეკომიგრანტი ოჯახების დასახმარებლად თანხა გამოყოფილია და პროგრამები შემუშავებული, ამ დროისთვის "ოცნების ქალაქში" მცხოვრები ოფიციალურად აღრიცხული 17 ეკომიგრანტი ოჯახიდან საცხოვრებლით მხოლოდ ექვსი ოჯახია დაკმაყოფილებული.

შესაბამისად, არჩილ ხაბაძის განცხადება იმის შესახებ, რომ ე.წ. "ოცნების ქალაქში" მცხოვრები ეკომიგრანტები საცხოვრებლით დაკმაყოფილებულნი არიან, არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი