აჭარის მყარი ნარჩენების პროექტზე მუშაობა 2005-2008 წლებში დაიწყო, როცა საყოფაცხოვრებო მყარი ნარჩენების პოლიგონის საძიებო ინტენსიური სამუშაოებიჩატარდა. თავდაპირველად შერჩეული ადგილი 2011 წელს შეიცვალა და ნაგავსაყრელის მოწყობა ბათუმიდან 50 კილომეტრში, ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში დაიგეგმა. ახალი, სანიტარული ნაგავსაყრელის ფლობისა და მართვის მიზნით, სახელმწიფო შპს „ჰიგიენა-2009“შეიქმნა. 2010 წელს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების იმდროინდელმა მინისტრმა გოგა ხაჩიძემ ხელიმოაწერაპროექტს, რომლის მხარდამჭერებიც არიან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA). მთლიანმა საინვესტიციო ღირებულებამ 7 მლნ ევრო შეადგინა, საიდანაც 3 მლნ ევრო - სესხს, ხოლო 4 მლნ ევრო გრანტს წარმოადგენს.

ნაგავსაყრელის კომპანიის მფლობელი აჭარის მთავრობაა. პროექტს კოორდინაციას უწევს მმართველი კომიტეტი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის ა/რ გარემოს დაცვის დეპარტამენტისა და შპს "ჰიგიენა-2009"-ის შემადგენლობით.

2017 წლის 22 თებერვალს გავრცელდაინფორმაცია, რომ შპს-ს დირექტორმა ირაკლი ცეცხლაძემ საწარმოს ანგარიშიდან 5 მლნ ლარამდე თანხა მოხსნა და მიიმალა. თანხა განკუთვნილი იყო ახალი ნაგავსაყრელის ტერიტორიის ზონაში მოხვედრილი მოსახლეობის კომპენსაციისთვის. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილი „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით აღიძრა. იმავე წლის მარტში ცეცხლაძე დააკავეს და 8 წელი მიუსაჯეს.

შპს "ჰიგიენა-200"-ის დირექტორად ირაკლი ცეცხლაძე 2014 წელს დაინიშნა, როცა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დავით ბალაძე ხელმძღვანელობდა. მაშინ ამ უწყების საწარმოთა მართვისა და სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი იყო თამაზ ხაბაძე, აჭარის ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ახლა უკვე საქართველოს პარლამენტის წევრის, არჩილ ხაბაძის მამა. ამ ამბიდან ერთ თვეში თამაზ ხაბაძე დაკავებული თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა. მაშინ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მედიასთან კატეგორიულადაცხადებდა, რომ მკაცრად დაისჯებოდა ყველა, ვისაც ამ საქმესთან იყო დაკავშირებული. თუმცა, წინამორბედის მამის სამსახურიდან წასვლა მან უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციასდაუკავშირა, რითაც, ფაქტობრივად, დააფიქსირა, რომ თამაზ ხაბაძეს მომხდარ დანაშაულში დამნაშავედ არ მიიჩნევდა. ფინანსთა იმჟამინდელმა მინისტრმა დავით ბალაძემ კი თანამდებობა 2016 წელს დატოვა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. ამ დროს უკვე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისდასკვნით, ირაკლი ცეცხლაძეს შპს "ჰიგიენა 2009"-ის ანგარიშიდან გატანილი ჰქონდა 5 მლნ-ზე მეტ ლარი. იმავე დასკვნაში მითითებულია, რომ შპს "ჰიგიენა 2009"-ს, საწესდებო კაპიტალის შევსების მიზნით, ჩაერიცხა 4 400 ათასი ლარი, თუმცა ეს ფინანსური აქტივები უწყებრივად არსად აღნიშნული არ არის. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ა/რკანონისმე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში წერია, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო „კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ფლობს, მართავს და განკარგავს ქონებას“. შესაბამისად, აღნიშნული ფინანსური აქტივები უნდა აღრიცხულიყო სამინისტროს ბალანსზე. აღსანიშნავია, რომ შპს "ჰიგიენა-2009"-ის წმინდა მოგება, 187,7 ათასი ლარი, დატოვებულია საწარმოში, იმ მიზნით, რომ მომავალში ის განაწილებული ყოფილიყო დივიდენდების სახით. აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ საწარმოს 2015 წლის ფინანსური მოგება განპირობებულია არა სამეურნეო საქმიანობით, არამედ აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან საწესდებო კაპიტალის შესავსებად გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების კომერციულ ბანკებში სადეპოზიტო ანგარიშებზე განთავსებისთვის მიღებული პროცენტებით.

დაფუძნების შემდგომ საწარმოს საწესდებო კაპიტალში განხორციელდა ცვლილებები, რომელთა შესაბამისად, 2016 წლის 1 იანვრის მდგომარებით, საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 8 041,2 ათასი ლარით.

ცხრილი 1:შპს "ჰიგიენა-2009"-ის საწესდებო კაპიტალში განხორციელებული ცვლილებები

თანხის გადარიცხვის საფუძველი, მინისტრის ბრძანების ნომერი და თარიღი გადარიცხული თანხა, ლარი საწესდებო კაპიტალი ნაზარდი ჯამით, ლარი
N 393. 16. 06. 2009 200 200
N 399. 27. 12. 2013 30 000 30 200
N 399. 8. 12. 2014 600 000 630 200
N ს-129. 26. 03. 2015 3 011 040 3 641 240
N ს-142. 28. 03. 2016 4 400 000 8 041 240

წყარო:სახელმწიფო აუდიტის სამსახურისანგარიში

გავრცელებულიინფორმაციით, ცეცხლაძემ თანხა სამ ეტაპად, 2016 წლის მარტიდან 2017 წლის 14 თებერვლამდე პერიოდში გაიტანა, რაც ნიშნავს, რომ ერთი წლის განმავლობაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ანგარიშიდან მოხსნილი ფინანსების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტი არც ერთხელ არ მოითხოვა.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რა ეტაპზეა პროექტის განხორციელების სამუშაოები. სამინისტროს ინფორმაციით, ნაგავსაყრელის მშენებლობა ჯერაც არ დაწყებულა. მათივე პასუხისთანახმად, 2017 წლის 24 ივლისს გამოცხადდა საერთაშორისო ორეტაპიანი ტენდერი. რვა კომპანიამ წარადგინა სატენდერო განაცხადები, რომლებსაც შეისწავლის და განიხილავს შპს „ჰიგიენა-2009“ და მასთან ერთად EBRD-ის ყვითელი წიგნის შესყიდვების საერთაშორისო ექსპერტი. როგორც უწყებიდან მოგვწერეს, პროცედურები დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება და გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია. ამის შემდეგ ნაგავსაყრელის პოლიგონის მშენებლობა დაიწყება. სამუშაოები თვრამეტ თვეში უნდა დასრულდეს. ამის შემდეგ ბათუმსა და ქობულეთში მოქმედი არასტანდართული ნაგავსაყრელები ეტაპობრივად დაიხურება. ინფორმაციისთვის, პროექტთან დაკავშირებით სამინისტრომ ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადა. მათ შორის, 2017 წლის 10 თებერვალსაც, ირაკლი ცეცხლაძის გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე.

სესხის აუთვისებელ ნაწილზე, ხელშეკრულების თანახმად, ბიუჯეტი ვალდებულების გადასახადს (წლიური 0.5%-ის ოდენობით) იხდის. 2011 -2017 წლებში, ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან უკვე გასულია 276,6 ათასი ლარი. მათ შორის, 2011 წელს - 51 ათასი ლარი, 2012 წელს - 34 ათასი ლარი, 2013 წელს - 33,6 ათასი ლარი, 2014 წელს - 35,2 ათასი ლარი, 2015 წელს - 37,9 ათასი ლარი და 2016 წელს - 40,5 ათასი ლარი და 2017 წელს - 44,4 ათასი ლარი. როგორც ვხედავთ, სესხის მომსახურების თანხა ყოველწლიურად იზრდება, ნაგავსაყრელის მშენებლობა კი ჯერაც არ დაწყებულა. სამინისტრომ არ გვიპასუხა, რა ოდენობის თანხა დაიბრუნა ბიუჯეტმა. არაოფიციალურიინფორმაციით, მიტაცებული თანხიდან მხოლოდ 600 ათასი ლარის დაბრუნება მოხერხდა.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი