თბილისის მერია მიმდინარე წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს. პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

„ჩვენი მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს, რაც მოქალაქეების უფლებების შელახვისა და პარკირების მართვის სფეროში სისიტემური პრობლემების შექმნის მიზეზად იქცა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, „სითი პარკთან“ გაფორმებული გადაწყვეტილება შევწყვიტოთ“, -განაცხადაქალაქის მერმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.

შპს „სითი პარკის“ მიმართ პრეტენზია მასთან ხელშეკრულების გაფორმების დღიდან არსებობდა. ჯერ კიდევ დავით ნარმანიას მთავრობას მთელი ოპოზიციური სპექტრი მოუწოდებდა, რომ შპს „სითი პარკთან“ ხელშეკრულება გაეუქმებინა, თუნდაც კომპენსაციის გადახდის ფასად (კომპენსაციის სავარაუდო რაოდენობად 25 მილიონი ლარი სახელდებოდა). ასევე, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ თითქმის ყველა მერობის კანდიდატის ერთ-ერთი დაპირება შპს „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტა იყო.

„სითი პარკის“ გაშვების მცდელობა დავით ნარმანიას მთავრობასაცჰქონდა. თბილისის მერიამ ხელშეკრულების შესასწავლად აუდიტორული კომპანია EY დაიქირავა (რაშიც 47 000 ლარი გადაიხადა). აუდიტორული დასკვნის მიხედვით, „ სითი პარკის“ უაპელაციოდ გაშვება გარკვეულ რისკებს შეიცავდა და ეს რისკი საკომპენსაციო თანხის შესაძლო გადახდა იყო, რომლის სავარაუდო რაოდენობა იმდროისთვის 25 მილიონ ლარს შეადგენდა.

„სითი პარკის“ ოპერირება დედაქალაქში 2007 წლიდან დაიწყო. 2007 წელს თბილისის მერიამ დედაქალაქში პარკირების ორგანიზებისთვის აუქციონი გამოაცხადა. აუქციონში შპს „ამაგონის“ და შპს „შოჰარ პარკინგ სერვისის“ კონსორციუმმა გაიმარჯვა. გამარჯვებულმა კომპანიებმა შპს „სითი პარკი“ დააფუძნეს.

თბილისის მერიასა და შპს „სითი პარკს“ შორის გაფორმებულიხელშეკრულებით, “სითი პარკს“ თბილისში ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების ექსკლუზიური მართვის უფლება გადაეცა (მუხლი 1.1). თბილისის მერიასა და „სითი პარკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების დეტალებზე ფაქტ-მეტრი უკვეწერდა.

ხელშეკრულების მიხედვით, თუ თბილისის მერია „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას საკუთარი სურვილით შეწყვეტდა („სითი პარკის“ მხრიდან ვალდებულების დარღვევის გარეშე), ის ვალდებული იქნებოდა კომპანიისთვის კომპენსაცია გადაეხადა (მუხლი 12.2). თუ ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდებოდა ხელშეკრულების დადებიდან 4 წლის განმავლობაში, შპს „სითი პარკისთვის“ გადასახდელი კომპენსაცია შემდეგი ფორმულით დაანგარიშდებოდა: 500 000 ლარი გამრავლებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე დარჩენილი თვეების რაოდენობაზე.

ხოლო, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდებოდა ხელშეკრულების ამოქმედებიდან 4 წლის შემდეგ, ქალაქ თბილისის მერია ვალდებული იქნებოდა შპს „სითი პარკისთვის“კომპენსაცია შემდეგი რაოდენობით გადაეხადა: გასული 12 თვის განმავლობაში შპს „სითი პარკის“ მომსახურებიდან მიღებული საშუალო თვიური შემოსავალი გაყოფილი ორზე და გამრავლებული ხელშეკრულების ვადის შეწყვეტიდან ხელშეკრულების ვადის ბოლომდე დარჩენილი თვეების რაოდენობაზე.

„სითი პარკის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში (მუხლი 13.3) კი, თბილისის მერია ვალდებულია წერილობით გააფრთხილოს კომპანია და მიუთითოს დარღვევის ხასიათი და მისცეს დარღვევის გამოსწორების 60 დღიანი ვადა. საჭიროების შემთხვევაში, მერია უფლებამოსილია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოც მიიღოს.

„სითი პარკის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების განმეორებით შეუსრულებლობა, განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივი მოშლის საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში „სითი პარკს“ არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ აუნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების განმეორებით შეუსრულებლობა არის ის შემთხვევა, როდესაც გამოსწორების დადგენილ ვადაში (60 დღეში) არ შესრულდა ის ვალდებულება, რომელზეც თბილისის მერიამ ერთხელ უკვე მიუთითა „სითი პარკს“.

ხელშეკრულების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ სახეზე იქნება ხელშეკრულების დარღვევა „სითი პარკის“ მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო, თბილისის მერია უფლებამოსილი იქნება შესაბამისი კანონმდებლობით მოითხოვოს კომპენსაციის მიღება მიყენებული ზარალის გამო.

ასევე საინტერესოა შპს „სითი პარკის“ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებანი. ხელშეკრულების ცვლილებამდე, შპს „სითი პარკს“ ევალებოდა პარკირებისთვის ინფრასტრუქტურის მომზადება (დახაზვითი სამუშაოები გზებსა და ტროტუარებზე, საგზაო ნიშნების მონტაჟი), საზოგადოების ინფორმირება, ავტომატური საზომი მოწყობილობების მონტაჟი, პარკირების ფიჭური სისტემის გავრცელება, ქოლ-ცენტრის მუშაობა, საფასურის ასაკრეფი ინფრასტრუქტურის მონტაჟი და ა.შ. ხელშეკრულების ცვლილების შედეგად, შპს „სითი პარკს“ თითქმის ყველა ვალდებულება მოეხსნა, პარკირების ინფრასტრუქტურის მოწყობის (პერიოდულად საავტომობილო ნიშნების და დახაზული ნაწილის განახლების) და ქოლ-ცენტრის ფუნქციონირების გარდა.

თბილისის მერიამ „სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად კომპანიის მხრიდან მასზე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა.

თავის მხრივ, „სითი პარკის“ გენერალური მენეჯერი ბენიამინ ლაჰავიაცხადებს, რომ კომპანია არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მსხვერპლი და ამის დადასტურებაა კონტრაქტის ყოვლად უსაფუძვლო შეწყვეტა. მისივე განცხადებით, უკვე დაიწყო სამართლებრივი პროცესი და მას იმედი აქვს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფარგლებში კომპანიის სიმართლე დამტკიცდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე კი დარწმუნებულია, რომ მერიას პირგასამტეხლო არ დაეკისრება, რადგან მერია მოქმედებდა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

„კომპანიამ არ შეასერულა მასზე დაკისრებული ერთადერთი ვალდებულება, ეს არის საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა (დახაზვა, საპარკინგე ნიშნების დაყენება, შშმ პირებისთვის საპარკინგე ადგილების მოწყობა), რასაც ჰქონდა სისტემატიური ხასიათი. დაახლოებით 30% საპარკინგე სივრცეების არის მოუწესრიგებელი“, -განაცხადავიცე-მერმა.

შპს „სითი პარკმა“ მერიას განცხადებით მიმართა, რომლის მიხედვითაც სასამართლო დავების დასრულებამდე ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილების გადახედვასითხოვს.

თბილისის მერი კახი კალაძე გამოეხმაურა კომპანიის ადვოკატების განცხადებას. „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის თარიღის გადადება არ განიხილება. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია“, -განაცხადათბილისის მერმა.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის მიუხედავად, მოქალაქეებს უკვე დაკისრებული ჯარიმების გადახდამოუწევთ.ასევე, პარკირების წესის დარღვევის შემთხვევაში, დაჯარიმება და ევაკუაციის პროცესი გაგრძელდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯარიმის რაოდენობის შემცირება არ მოხდება. ამდენად, პარკირების წესის დარღვევისთვის მოქალაქეები კვლავ დაჯარიმდებიან და იგივე რაოდენობით ჯარიმას გადაიხდიან, რასაც იხდიდნენ შპს „სითი პარკის“ ოპერირების დროს. ოღონდ ამჯერად (2018 წლის 10 აპრილიდან), ამ პროცესს უკვე თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. თუ როგორი იქნება დედაქალაქის პარკირების ახალი სისტემა, თბილისის მერია ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.

ფაქტ-მეტრი მოვლენების განვითარებას თვალს მიადევნებს და მკითხველს განახლებულ ინფორმაციას მიაწვდის.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი