კახეთის რეგიონში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა:

„ჩვენ მიზნად დავისახეთ ჩვენი ღვინის გასაღების ბაზრების განვითარება და გვაქვს უპრეცედენტოდ მზარდი ტენდენცია ჩვენი ღვინის გასაღების ბაზრის. სწორედ ამის გამო ჩვენ გვაქვს ათობით ახალი მეღვინეობის საწარმო კახეთში გახსნილი“.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45.3 მლნ  ბოთლი (0.75 ლ) ღვინო, რაც 61%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016

წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 50 მლნ-მდე ბოთლი (0.75 ლ) ღვინო, რაც 38%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ცხრილი 1:

ღვინის ექსპორტის სტატისტიკა, 2009-2017 წლები

                   წლები         (0.75) ბოთლი ღვინო
2009         10.9 მლნ
2010         14.8 მლნ
2011         19.0 მლნ
2012         23.3 მლნ
2013         46.7 მლნ
2014         59.1 მლნ
2015         36.1 მლნ
2016         50 მლნ-მდე
2017 (იანვარ-აგვისტო)         45.3 მლნ

ჩვენ გიორგი კვირიკაშვილის მიერ ახალი მეღვინეობის საწარმოების გახსნის შესახებ გაკეთებული განცხადებაც გადავამოწმეთ. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე განთავსებული რუქის თანახმად,

 შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის დაწყებიდან დღემდე კახეთში მეღვინეობის 20 ახალი საწარმო გაიხსნა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს რუქის მიხედვით, თელავში

შემდეგი საწარმოები გაიხსნა: სოფელი ვარდისუბანი - შპს "ჯიველი"; სოფელი წინანდალი - შპს "წინანდალი - XXI საუკნის საუკეთესო ღვინოები"; თელავი - შპს "ვინოტეკი", თელავი - შპს "ვინივერია", სოფელი აჩინებული - შპს "ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია", შპს "ვაზიანი კომპანი", (თელავი მშვიდობის ქუჩა); სოფელი შალაური - შპს "შალაურის ღვინის მარანი"; სოფელი კისისხევი - შპს "მათრობელა ვაინზ".

ახმეტა:

შპს "ოროველა"

ყვარლის მუნიციპალიტეტში

გახსნილი საწარმოების სია ასე გამოიყურება: სოფელი გრემი - შპს "ენისელი დისტილერი კომპანია"; სოფელი გრემი - შპს "ვაინ პროდუქტს ანდ სპირტს"; სოფელი შილდა - სს "მეგობრების მარანი"; ყვარელი - შპს "შალოშვილის მარანი"; შილდა - შპს "ქართული ვაზისა და ღვინის კომპანია".

გურჯაანში

შეღავათიანი აგროკრედიტი შემდეგმა საწარმოებმა მიიღეს: სოფელი ველისციხე - შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა"; სოფელი მუკუზანი - შპს "მარანული"; გურჯაანი (კოტეხი) - შპს "კარდენახი 1888", ი/მ ვალერი დაუდაშვილი.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში

შეღავათიანი აგროკრედიტის  ფარგლებში მეღვინეობის საწარმო გახსნა: შპს "ბატონომ" და შპს "ვაინ კომპანიმ".

  დასკვნა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ინფორმაციით, 2009 წლიდან 2017 წლის აგვისტომდე ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი ძირითადად მზარდია.

რაც შეეხება პრემიერის განცხადების მეორე ნაწილს, მეღვინეობის საწარმოების გახსნასთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს რუქის მიხედვით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში კახეთში 2012 წლიდან დღემდე 20 ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ მიიღო სესხი. როგორც ფაქტ-მეტრს აღნიშნულ სააგენტოში განუცხადეს, სახელმწიფოს მიერ მიღებული დაფინანსებით მსესხებლების ნაწილმა ახალი საწარმო გახსნა, ნაწილი გადაიარაღდა და გაფართოვდა. ფაქტ-მეტრმა კახეთში სახელმწიფოს დახმარების გარეშე გახსნილი საწარმოების სტატისტიკის მოპოვებაც სცდა, თუმცა, მსგავსი მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.

შესაბამისად, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის სიმართლე.
თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი