საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა, გაერო-ს დევნილების შესახებ საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა:

„დევნილი მოსახლეობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ მათი უფლებები და მათი პრობლემა ისეთი მაღალი ტრიბუნიდან, როგორიც არის გაერო-ს გენერალური ასამბლეა, ყოველწლიურად ისმის. 2008 წლიდან ჩვენ გვაქვს მზარდი დინამიკა“.

1

ივნისს, ნიუ იორკში (აშშ), გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 71-ე სესიაზე კიდევ ერთხელ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“, რომელიც განამტკიცებს დევნილთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას და აღნიშნავს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობას. აღნიშნულ რეზოლუციას გაერო 2008 წლიდან იღებს და მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს.

  ცხრილი 1: 

გაერო-ს გენერალური ასამბლეის კენჭისყრის შედეგები წლების მიხედვით

წლები 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017
დიახ 14 48  50 57 60 63 69 75 76 80
არა 11 19 17 13 15 16 13 16 15 14
თავი შეიკავა 105 78 86 74 82 84 79 78 64 61
წყარო: www.civil.ge   საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების

მიხედვით, აღნიშნული რეზოლუცია ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და იძულებით გადაადგილების შესახებ გაერო-ს სახელმძღვანელო პრინციპებს ეფუძნება. ასევე, გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა ღირსეულად და უსაფრთხოდ საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ასევე, მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას.

  დასკვნა

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 71-ე სესიაზე მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. აღსანიშნავია, რომ მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. თავდაპირველად, 2008 წელს, რეზოლუციის მხარდამჭერი 14 ქვეყანა იყო, ხოლო წელს, მათი რიცხვი უკვე 80-მდე გაიზარდა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, დავით ზალკალიანის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი