საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და გორის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ირაკლი ალასანიამ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის მიცემულ ინტერვიუში

 მინისტრობის პერიოდში მისი ინიციატივით განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა. "ჩემი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, დაპირებისამებრ, 25%-ით გავზარდეთ ამ უწყებაში ხელფასები", - განაცხადა ალასანიამ.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ირაკლი ალასანია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2014 წლის 4 ნოემბრამდე ხელმძღვანელობდა. ფაქტ-მეტრის მიერ აღნიშნული უწყებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის

თანახმად, სამინისტროში ხელფასები 2013 წელს გაიზარდა. კერძოდ, თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 11 თებერვლის ბრძანების საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურეებს თანამდებობრივი სარგო 25%-ით გაეზარდათ. ამავე ბრძანების თანახმად, სახელფასო ანაზღაურება სამოქალაქო პირებსაც გაეზარდათ - 20%-ით.

სამხედრო მოსამსახურის სტატუსი კანონმდებლობით

განისაზღვრება. კერძოდ, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე არის პირი, რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას.

რაც შეეხება სამოქალაქო პირებს, ამ სტატუსის ქვეშ მინისტრი, მისი მოადგილეები და მინისტრის კაბინეტის წევრები მოიაზრებიან.

დასკვნა

ფაქტ-მეტრის მიერ მოძიებული მასალებიდან ირკვევა, რომ ირაკლი ალასანიამ 2013 წელს, თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, გამოსცა ბრძანება, რომლის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგო 25%-ით გაიზარდა. ამავე წელს გამოცემული მისივე ბრძანების საფუძველზე, სახელფასო ანაზღაურება 20%-ით სამოქალაქო პირებსაც გაეზარდათ.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ალასანიას განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი