ვერდიქტი: ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: 2014

წლის აგვისტოდან გასული წლის ოქტომბრამდე, ნიკოლოზ ჯანიაშვილი დედოფლისწყაროს გამგებელი, ხოლო 2017 წლის ოქტომბრიდან ამ მუნიციპალიტეტის მერია.

დედოფლისწყაროს მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2014 წლიდან 2017 წლის ბოლომდე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოეწყო 9 სპორტული მოედანი, 5 სკვერი, 17 ლოკაციაზე დამონტაჟდა საბავშვო გასართობი ატრაქციონები და ერთ საჭიდაო მოედანზე დასაშლელ-ასაწყობი კონსტრუქცია. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ პროექტებზე ჯამში 540 465 ათასი ლარი დაიხარჯა.

  ანალიზი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მუნიციპალიტეტში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა (4:25

წუთიდან). მისი თქმით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბოლო პერიოდში ათზე მეტი სპორტული მოედანი და ბავშვთა გასართობი ატრაქციონი გაკეთდა.

ნიკოლოზ ჯანიაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გახდა. იგი 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მუნიციპალიტეტის მერად აირჩიეს. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიიდან რეაბილიტირებული სპორტული მოედნების და გასართობი ატრაქციონების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გამოვითხოვეთ. აღნიშნული უწყებიდან მიღებული საჯარო ინფორმაციით, 2014-2017

წლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოეწყო 9 სპორტული მოედანი, 5 სკვერი, 17 ლოკაციაზე დამონტაჟდა საბავშვო გასართობი ატრაქციონები და ერთ საჭიდაო მოედანზე დასაშლელ-ასაწყობი სცენა.

  ცხრილი 1:

საბავშვო გასართობი ატრაქციონების, სპორტული მოედნების და დარბაზების აშენება-რეაბილიტაციის პროექტების სტატისტიკა, 2014-2017 წლები

წელი ობიექტების რაოდენობა თანხა
2014 6 141 443
2015 6 50 010
2016 6 144 943
2017 13 204 069

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 2014 წელს სპორტულ-გასართობი სივრცეები, შემდეგ სოფლებში გაიხსნა: სოფელი ხორნაბუჯი - სკვერი და საბავშვო გასართობი ატრაქციონები; სოფელი თავწყარო - სპორტული მოედანი; სოფელი გამარჯვება - ხელოვნურსაფარიანი მინი სპორტული მოედანი; სოფელი  ხორნაბუჯი - ხელოვნურსაფარიანი მინი სპორტული მოედანი; ქალაქი დედოფლისწყარო - მინი სპორტული მოედანი; სოფელი  ხორნაბუჯი - საბავშვო ატრაქციონების შეძენა - მონტაჟი.

2015

წელს საბავშვო გასართობი ატრაქციონები და სპორტული მოედნები მოეწყო: სოფელი თავწყარო - საბავშვო   გასართობი  აიწონა - დაიწონას მონტაჟი;  სოფელი არხილოსკალო - საჭიდაო მოედანზე დასაშლელ - ასაწყობი კონსტრუქციის/სცენის მონტაჟი; ქალაქი დედოფლისწყარო - მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია; ქალაქი  დედოფლისწყარო - საბავშვო გასართობი მოედანი; სოფელი ჭოეთი - საბავშვო გასართობი ატრაქციონები; სოფელი სამრეკლო - სკვერისთვის გასართობი ატრაქციონის (სასრიალოს) შეძენა - მონტაჟი.

2016

წელს განხორციელებული პროექტების სია ასე გამოიყურება: სოფელ სამრეკლოში სკვერი და  საბავშვო გასართობი ატრაქციონები; სოფელ არხილოსკალოში  მინი სპორტული მოედანი და  საბავშვო ბაღის გასართობი ატრაქციონები; ქალაქ  დედოფლისწყაროში  N3-ე  საბავშვო ბაღის  მიმდებარე  ტერიტორიაზე მინი-სპორტული მოედანი და საბავშვო გასართობი ატრაქციონები; სოფელ ზემო ქედში - საბავშვო ბაღებში გასართობი ატრაქციონები; სოფელ ქვემო ქედში - საბავშვო გასართობი ატრაქციონები.

2017 წელს სპორტული და საბავშვო - გასართობი სივრცეები შემდეგ ლოკაციებზე მოეწყო: ქალაქი  დედოფლისწყარო - ნიკორციხის ქუჩაზე ბავშთა გასართობი სკვერი და ატრაქციონები; სოფელი არბოშიკში - მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია;  სოფელი ხორნაბუჯი -  საბავშვო გასართობი მოედანი; სოფელი არხილოსკალო - ფეხბურთის მოედნის რეაბილიტაცია; სოფელების - ოზაანის, გამარჯვების, ხორნაბუჯის, სამრეკლოს,  ზემო მაჩხაანის, სამთაწყაროს, ფიროსმანის -  საბავშო ბაღებში  ატრაქციონების შეძენა-მონტაჟი; ქალაქი დედოფლისწყარო - მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოში სკვერის და საბავშვო გასართობი ატრაქციონები; სოფელი  ფიროსმანი - მინი სპორტული  მოედანი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი