მიმდინარე წლის აგვისტოში, ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობისთვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა პრემიები უკვე მიიღეს. აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და მას მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც ადასტურებენ.

ყველაზე მაღალი პრემია, 1 250 ლარი, გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა, პირველმა მოადგილემ ანზორ სვანიძემ და შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელმა მიხეილ თიხარიშვილმა მიიღეს. ყველაზე მცირე პრემია, 425 ლარი, მუნიციპალიტეტის გამგებლის მძღოლს ერგო. გამგეობის განცხადებით, აღნიშნული პრემიები დამსახურების მიხედვით გაიცა.

აღსანიშნავია, რომ პრემიები ჯერჯერობით არ მიუღიათ ბორჯომის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ მეხანძრეებს. მეხანძრეებზე ადრე გამგეობის თანამშრომლების პრემიებით წახალისებამ საზოგადოების ნაწილში აღშფოთება გამოიწვია. ბორჯომის გამგეობაში კი აცხადებენ,

რომ „მუნიციპალიტეტის თანამშრომლები უშუალოდ მონაწილეობდნენ იმ რვა დღის განმავლობაში ხანძრის ლოკალიზაციის პროცესში. მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურს შტაბიდან სხვადასხვა დავალება ჰქონდა. რვა დღის განმავლობაში ეს ადამიანები სახლში არ ყოფილან და არ სძინებიათ. რა თქმა უნდა, არ ვადარებთ ჩვენს დამსახურებას მეხანძრეების და ჯარისკაცების, რომლებიც  იქ მუშაობდნენ. ჩვენ გვაქვს ჩვენი სამსახური და დამსახურების მიხედვით გაიცა პრემიები“.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, ზოგადად რა ვითარებაა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პრემია-დანამატების გაცემის მხრივ და გამგეობიდან მიღებული შესაბამისი მონაცემები გააანალიზა.

გამგეობის მიერ მოწოდებულ ოფიციალურ ინფორმაციაში

ასახულია გამგებლისა და გამგეობის თანამშრომელთა მიერ 2014 წლის 1 აგვისტოდან 2017 წლის 1 აგვისტომდე მიღებული ხელფასი და პრემია-დანამატები.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დიმიტრი ყიფიანის

ხელფასი თვეში 2 650 ლარს შეადგენს, წლიურად კი - 31 800 ლარს. მას ასევე მიღებული აქვს პრემია და დანამატიც.

  ცხრილი 1:

 ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა ჯამური და გამგებლის შრომის ანაზღაურება

წლები გამგეობის თანამშრომელთა ჯამური და გამგებლის შრომის ანაზღაურება
გამგეობა გამგებელი
2014 წელი (01.08 –31.12)
თანამდებობრივი სარგო 294 886 13 250
პრემია 142 691 7 950
დანამატი 2 533 1 542
სულ: 440 110 22 742
2015 წელი
თანამდებობრივი სარგო 777 240 31 800
პრემია 277 014 20 670
დანამატი 11 912 6 360
სულ: 1 066 166 58 830
2016 წელი
თანამდებობრივი სარგო 972 874 31 800
პრემია 265 095 9 275
დანამატი 25 004 12 513
 სულ: 1 262 973 53 588
2017 წელი (01.01 – 01.08–მდე)
თანამდებობრივი სარგო 537 903 19 393
პრემია 79 620 2 650
დანამატი 52 964 8 750
სულ: 670 487 30 793
წყარო: ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა 

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2014 წლის 1 აგვისტოდან მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე ბორჯომის გამგებელმა შრომის ანაზღაურების სახით (ხელფასი, პრემია, დანამატი) სულ 165 953 ლარი მიიღო, საიდანაც 42%, 69 710 ლარი, პრემია-დანამატზე მოდის.

აქვე აღსანიშნავია, რომ ბორჯომის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, გიორგი გიუაშვილის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით,

საკმაოდ მაღალია ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებისა და სამსახურის უფროსების მიერ მიღებული შრომის ანაზღაურებაც. თუმცა, აქვე აღვნიშნავთ, რომ ფაქტ-მეტრს გიორგი გიუაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ გადაუმოწმებია და, შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რამდენად ზუსტია აღნიშნული მონაცემები.

ცხრილი 2:

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებისა და სამსახურის უფროსების შრომითი ანაზღაურება 2015-2017 წლებში (საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია)

2015 წელი თანამდებობრივი სარგო პრემია დანამატი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები 42 167 18 850 7 686
სამსახურის უფროსები 90 000 44 781 3026
2016 წელი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები 35 644 11 000 6 096
სამსახურის უფროსები 111 600 30 985 6 487
2017 წელი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები 14 458 2 000 3 500
სამსახურის უფროსები 65 100 9 300 13 132

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი