„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი წერეთელი Facebook-ის გვერდზე ატვირთულ ვიდეოში

ქუთაისის რამდენიმე ქუჩაზე არსებული სპორტული მოედნების სავალალო მდგომარეობაზე საუბრობს. წერეთელი აღნიშნავს, რომ წლების წინ ეს მოედნები მსგავს მდგომარეობაში არ იყო და მათი რეაბილიტაცია გასული ოთხი წლის მანძილზე საკმაოდ მარტივი გახლდათ. გიგი წერეთელმა იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება, წინასაარჩევნოდ, დაზიანებული ობიექტების შეკეთებას მოახერხებდა.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ვიდეომიმართვაში იმ თერთმეტ სპორტულ მოედანზე საუბრობს, რომელიც ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულშია მოქცეული. ფაქტის გადამოწმების მიზნით, ჩვენ ქუთაისის მერიიდან ოფიციალური ინფორმაცია გამოვითხოვეთ. მიღებული პასუხიდან

ირკვევა, რომ გიგი წერეთელის მიერ დასახელებული ყველა სპორტული ობიექტი მართლაც დაზიანებულია და ცუდ მდგომარეობაშია, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება კი ეტაპობრივად არის დაგეგმილი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები სამ მისამართზე - მე-14 საჯარო სკოლის ეზოში, ბუკიას N1 და ზურაბ ჭავჭავაძის N4ა-ში მდებარე სტადიონებზე მიმდინარეობდა. კიდევ შვიდი სპორტული მოედანი, რომელზეც წერეთელმა ისაუბრა, დაახლოებით სამი წლის წინ დაზიანდა და მას შემდეგ არ შეკეთებულა. ქუთაისის მერიის წარმომადგენლების განცხადებით, მათი რეაბილიტაცია უახლოეს მომავალშია დაგეგმილი, თუმცა ზუსტი თარიღი საჯაროდ ამ დრომდე არ განსაზღვრულა.

აღნიშნული ათი ობიექტის გარდა, დარჩენილია კიდევ ერთი დაზიანებული სპორტული მოედანი, რომელიც  ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლის ეზოშია განთავსებული და როგორც მერიაში ამბობენ, მისი რეაბილიტაცია განათლების სამინისტროსა და უშუალოდ სკოლის კომპეტენციას წარმოადგენს. თუმცა, როგორც მერიის წერილშია აღნიშნული, მსგავს შემთხვევებში, გამონაკლისის სახით, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მოედნების შეკეთებას ადგილობრივი თვითმმართველობაც (სკოლებთან შეთანხმებით) ახორციელებს. თუმცა, ჯერჯერობით მოსახლეობის მხრიდან მსგავსი მოთხოვნა მერიაში არ შესულა.

დასკვნა

"

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიგი წერეთელის განცხადებით, ქუთაისში, თერთმეტ მისამართზე არსებული სპორტული მოედნები ამ ეტაპზე სავალალო მდგომარეობაშია, წლების წინ კი ისინი ქალაქში საუკეთესო იყო.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწერილ წერილში ჩანს, რომ დღეს ყველა აღნიშნული მოედანი დაზიანებულია და შეკეთებას საჭიროებს. რეაბილიტაციის პროცესი ამ ეტაპზე სამ ობიექტზე მიმდინარეობს, ხოლო ზოგადად, ქალაქის მასშტაბით, წელს 39 ობიექტის რეაბილიტაცია განხორციელდა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიგი წერეთელის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი