ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, აჭარის ა/რ ოთხ სამინისტროში, უმაღლეს საბჭოსა და მთავრობის აპარატში დასაქმებულთა შორის რამდენია ქალი და რა პოზიციებზე მუშაობენ ისინი, ასევე, რამდენია მათი შრომის ანაზღაურება და არის, თუ - არა დაცული გენდერული ბალანსი ამ მიმართულებით.

აჭარის ა/რ მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობებზე სულ 64 ადამიანი მუშაობს. აქედან 33 ქალია, ხოლო 31 - მამაკაცი.

ცხრილი 1: აჭარის ა/რ მთავრობის აპარატში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება გენდერულ ჭრილში

თანამდებობა დასაქმებულთა რაოდენობა პოზიციაზე დასაქმებულის შრომის ანაზღაურება, ლ
ქალი კაცი
მთავრობის თავმჯდომარე 1 5 750
მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი - 3 2 250
მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე 2 - 2 250
მთავრობის აპარატის უფროსი - 1 3 700
დეპარტამენტის უფროსი 3 8 3 200
განყოფილების უფროსი 2 3 2 800
მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 26 15 1 800

წყარო:აჭარის ა/რმთავრობა

მთავრობის აპარატში ყველაზე მეტი ქალი მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტადაა დასაქმებული და მათი შრომის ანაზღაურებაც გაცილებით დაბალია. მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმებული მამაკაცები წლის განმავლობაში ჯამში - 601 800 ლარს, ხოლო ქალები 236 400 ლარს, 2.5-ჯერ ნაკლებს, გამოიმუშავებენ.

გენდერული ბალანსი, ერთი შეხედვით, დაცულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატში. აქ სულ 82 ადამიანია დასაქმებული - 41 კაცი და ამდენივე ქალი. თუმცა, ხელმძღვანელ და მაღალანაზღაურებად პოზიციებზე, მინისტრის თანამდებობის ჩათვლით, უფრო მეტი მამაკაცი მუშაობს.

ცხრილი 2: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატში დასაქმებულთა ანაზღაურება გენდერულ ჭრილში

თანამდებობა დასაქმებულთა რაოდენობა პოზიციაზე დასაქმებულის შრომის ანაზღაურება, ლ
ქალი კაცი
მინისტრი - 1 4 750
მინისტრის 1-ლი მოადგილე - 1 3 700
მინისტრის მოადგილე - 1 3 400
მინისტრის მრჩეველი (ხელშეკრულებით დასაქმებული) 1 - 1 800
მინისტრის თანაშემწე (ხელშეკრულებით დასაქმებული) - 1 1 800
დეპარტამენტის უფროსი 2 7 2 900
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - 4 2 700
განყოფილების უფროსი 4 14 2 300
მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 32 11 1 600

წყარო:აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკისსამინისტრო

ცხრილიდან ჩანს, რომ ხელმძღვანელის პოზიციაზე დასაქმებულთა შორის 6 ქალია და 25 კაცია. ქალებს, ძირითადად, მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციები უჭირავთ. თანამდებობის პირი მამაკაცები წლის განმავლობაში ჯამურად - 901 800 ლარს, ქალები კი 5- ჯერ ნაკლებს, 180 000 ლარს იღებენ.

ქალზე მეტი მამაკაცი მუშაობს აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს აპარატში მაღალანაზღაურებად პოზიციებზე.

ცხრილი 3: აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს აპარატში დასაქმებულთა ანაზღაურება გენდერულ ჭრილში

თანამდებობა დასაქმებულთა რაოდენობა პოზიციაზე დასაქმებულის შრომის ანაზღაურება, ლ
ქალი კაცი
მინისტრი - 1 4 750
მინისტრის მოადგილე - 1 3 700
დეპარტამენტის უფროსი 4 5 2 900
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - - ვაკანტური
განყოფილების უფროსი 1 6 2 300
მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 12 17 1 600

წყარო:აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობისსამინისტრო

უწყების აპარატში თანამდებობებზე დასაქმებულია 13 კაცი და 5 ქალი. ამიტომ ქალები 166 800 ლარს, ხოლო კაცები 2.6-ჯერ მეტს, წლიურად ჯამში 441 000 ლარს გამოიმუშავებენ.

გენდერული ბალანსი შედარებით დაცულია აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, სადაც მინისტრი ქალია.

ცხრილი 4:აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში დასაქმებულთა ანაზღაურება გენდერულ ჭრილში.

თანამდებობა დასაქმებულთა რაოდენობა პოზიციაზე დასაქმებულის შრომის ანაზღაურება, ლ
ქალი კაცი
მინისტრი 1 - 4 750
მინისტრის პირველი მოადგილე - 1 3 700
მინისტრის მოადგილე 1 2 3 400
მინისტრის თანაშემწე 1 1 800
დეპარტამენტის უფროსი 3 4 2 900
განყოფილების უფროსი 4 2 2 300
მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 25 5 1 600
მე-2 კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი 1 - 900

წყარო:აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტისსამინისტრო

აღნიშნულ სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებს ქალები და მამაკაცები ერთნაირი რაოდენობით იკავებენ. შრომის ანაზღაურებას მხრივაც, ბალანსი თითქმის დაცულია - თანამდებობის პირი ქალები წელიწადში ჯამურად 312 600 ლარს იღებენ, მამაკაცები კი 320 400 ლარს გამოიმუშავებენ.

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აპარატშიც ხელმძღვანელ პოზიციებზე კაცების უპირატესობა შეინიშნება.

ცხრილი 5: აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აპარატში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება გენდერულ ჭრილში

თანამდებობა დასაქმებულთა რაოდენობა პოზიციაზე დასაქმებულის შრომის ანაზღაურება, ლ
ქალი კაცი
მინისტრი - 1 4 750
მინისტრის პირველი მოადგილე 1 1 3 700
მინისტრის მოადგილე 1 2 3 400
მინისტრის მრჩეველი 2 - 1 800
დეპარტამენტის უფროსი 4 6 2 900
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - 1 2 700
განყოფილების უფროსი 3 1 2 300
მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 23 11 1 600

წყარო:აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისსამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს აპარატში ხელმძღვანელ თანამდებობებზე დასაქმებული 12 კაცი ჯამურად წლის განმავლობაში ანაზღაურების სახით 451 800 ლარს იღებს, 9 ქალი - 307 200 ლარს.

გენდერული დისბალანსი აშკარაა აჭარის ა/რ მთავარ საკანონმდებლო ორგანოში. უმაღლესი საბჭოს 21 წევრიდან ორი ქალია. მათ შორის ერთი კომისიის თავმჯდომარე, მეორე - უმაღლესი საბჭოს ფრაქციის მდივანი.

ცხრილი 6: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრების ანაზღაურება გენდერულ ჭრილში

თანამდებობა დასაქმებულთა რაოდენობა პოზიციაზე დასაქმებულის შრომის ანაზღაურება, ლ
ქალი კაცი
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - 1 5 750
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - 1 4 900
უმაღლესი საბჭოს კომისიის თავმჯდომარე 1 5 4 700
კომისიის თავმჯდომარის მოადგილე - 3 4 250
უმაღლესი საბჭოს ფრაქციის თავმჯდომარე - 4 4 700
ფრაქციის მდივანი 1 - 4 100
უმაღლესი საბჭოს რიგითი წევრი - 5 3 900

წყარო:აჭარის ა/რ უმაღლესისაბჭო

კვლევამ აჩვენა, რომ ერთნაირ პოზიციებზე მომუშავე ქალისა და მამაკაცის ანაზღაურება ანალოგიურია და ამ მხრივ გენდერული მიდგომა დაცულია. დისბალანსი გამოწვეულია იმით, რომ აჭარის რეგიონში მოქმედი სამინისტროებისა და მთავრობის აპარატებში მამაკაცებს ხელმძღვანელ თანამდებობებზე უფრო ხშირად ნიშნავენ, ვიდრე ქალებს.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი