თამამად შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პირობებში ჩვენი ქვეყნის მთავარი მოკავშირე და მხარდამჭერი ამერიკის შეერთებული შტატებია.

დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან, აშშ-მა საქართველოს დიდი პოლიტიკური, სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. აშშ საქართველოს სუვერენიტეტის გარანტი და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ერთ-ერთ მთავარი მხარდამჭერია.

5-7 დეკემბერს,

 თავდაცვის მდივნის პირველი მოადგილის, მაიკლ კარპენტერის ვიზიტმა საქართველოსა და აშშ-ის შორის პარტნიორობის მნიშვნელობას კვლავ გაუსვა ხაზი. შეხვედრის შედეგად, ახალი თანამშრომლობის 3 წლიანი სამოქმედო გეგმა შემუშავდა, რომელიც საქართველოს თავდაცვითუნარიანობის შესაძლებლობების ეტაპობრივ ზრდას ითვალისწინებს. ვიზიტს წინ უსწრებდა კონგრესის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტში საქართველოსთვის დახმარების თანხებია გამოყოფილი.

თავდაცვის სფეროში გაღრმავებული თანამშრომლობის მიზანია საქართველოს სამხედრო სისტემის მოდერნიზებისა და თავდაცვის რეფორმების დაჩქარება, ნატო-სთან თავსებადობის ხარისხის ამაღლება და თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესება.

ორ სახელმწიფოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიულ ურთიერთობებს საფუძველი 7 წლის წინ, 2009 წლის 9 იანვარს

ჩაეყარა, როდესაც ვაშინგტონში საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოეწერა ხელი. ქარტია უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავების ჩარჩოს წარმოადგენს. ქარტიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფები ყურადღებას ასევე ამახვილებენ ეკონომიკის, ენერგეტიკისა და განათლების სფეროში თანამშრომლობაზე. სამუშაო ჯგუფის ფორმატით, 2013 წლამდე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და გამოწვევებთან დაკავშირებით 4 შეხვედრა გაიმართა.

2010 წლის

მარტიდან, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ძალების კონტინგენტის შემადგენლობაში, ქართული ქვეითი ბატალიონები მონაწილეობას იღებენ ავღანეთში მიმდინარე ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) ოპერაციაში.

2016 წლის 6 ივლისს საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა. ხელი მოეწერა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მემორანდუმს. შეთანხმების მნიშვნელობა მარტივად შესაფასებელია ჯონ კერის განცხადებაზე დაყრდნობით: "ჩვენ ვიქნებით თქვენს გვერდით ციდან, ზღვიდან და ხმელეთიდან". რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას, სავარაუდო თანხა, რომელიც აშშ-ის ბიუჯეტიდან ჩვენი ჯარის აღჭურვასა და თავდაცვითუნარიანობის გაზრდაზე დაიხარჯება, 20-30 მილიონ დოლარამდე მერყეობს.

საბიუჯეტო მხარდაჭერის გარდა, ასევე მნიშვნელოვანია სამხედრო განათლების პროგრამები, აშშ-ის მრჩეველთა ჯგუფის დახმარება, ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფების შეფასებითი ხასიათის ვიზიტები და სხვა აქტივობები, რომელსაც აშშ აფინანსებს.

უსაფრთხოების მიმართულებით უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობას, მათ შორის, გამოძიების ფედერალური ბიუროს, ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL), აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA), ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) და სხვა პროგრამების ფარგლებში. აშშ-ის მხარდაჭერით, სხვადასხვა სფეროებში მომზადება/გადამზადება გაიარა უსაფრთხოების სამსახურის ათეულობით თანამშრომელმა. ამრიგად, საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გაუმჯობესება და ახალ ეტაპზე გადაყვანა ჩვენი სახელმწიფოსთვის უმთავრეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს, რადგან აშშ-საქართველოს გაძლიერებული სამხედრო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას, ასევე ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციასა და მათთან თავსებადობას.

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი