ვერდიქტი: „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებული ამბავი არის ყალბი.

რეზიუმე:

„საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ამერიკის დაზვერვის სამსახური რუსული სანქციების უსარგებლობაზე საუბრობს, არის დეზინფორმაცია, დაზვერვის ანგარიშის საპირისპიროდ წარმოჩენა და კიდევ ერთი მცდელობა, ხაზი გაუსვას რუსეთის ფედერაციის ე.წ. „უძლეველობის“ იდეას.

რეალურად, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის, დენიელ ქოუთსის მოხსენება და 2018 წლის „მსოფლიო საფრთხის შეფასების“ დოკუმენტი, ამ აზრის საპირისპიროა და ამბობს, რომ დეზინფორმაციული პროპაგანდით რუსეთი ცდილობს შეასუსტოს დასავლური სანქციების წნეხი.

  ანალიზი მედიასაშუალება „საქართველო და მსოფლიომ“ გაავრცელა სტატია

სათაურით: „აშშ-ის დაზვერვის აზრით, ანტირუსული სანქციები უსარგებლოა“. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, დენიელ ქოუტსის მოხსენებაში, რომელიც მან აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს წარუდგინა, ეწერა, რომ რუსეთმა თავი გაართვა დაკისრებულ სანქციებს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დაზვერვის არსებობა და მისი მოქმედების თავისუფლება, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების განსამტკიცებლად, ამერიკის კონსტიტუციით არის გარანტირებული და 1947 წლის „ეროვნული უსაფრთხოების აქტით“ გამყარებული. დაზვერვის მუშაობის თითოეულ ასპექტს, მათ შორის, ანგარიშვალდებულების საკითხს 1981 წლის „დაზვერვის საქმიანობის შესახებ წესი“ აწესრიგებს, რომლის მიხედვითაც, ცენტრალური სადაზვერვო სამსახური, გარდა აღმასრულებელი ხელისუფლების კონკრეტული შტოებისა, სენატის დაზვერვის კომიტეტის

წინაშეც არის ანგარიშვალდებული.

დენიელ ქოუთსი (Daniel R. Coats) ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელია. შესაბამისად, ყოველი წლის ანგარიშს ის დაზვერვის კომიტეტს წარუდგენს. 2018 წლის 13 თებერვალს მან „მსოფლიო საფრთხის შეფასების“ 2018 წლის დოკუმენტი წარადგინა. შეხვედრა გაიმართა დაზვერვისა და თავდაცვის

კომიტეტების გაერთიანებულ სესიაზე.

სავარაუდოა, რომ სწორედ ეს მოხსენება გახდა „საქართველო და მსოფლიოს“ სტატიის ინსპირაცია და წარმოდგენილი დასკვნების წყარო. თუმცა, გავრცელებული სტატია ყალბია, გამომდინარე იქიდან, რომ არც მოხსენების ზოგად მოსმენაში და არც წარმოდგენილი ანგარიშის

ტექსტში არ არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც „რუსეთმა თავი გაართვა დაკისრებულ სანქციებს“, მით უმეტეს, არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც სანქციების უსარგებლობაზე მიუთითებს.

ძირითადი საკითხი, რომელსაც დანიელ ქოუთსი შეეხო, არის რუსული დეზინფორმაცია და ყალბი ამბების გავრცელების გზით კრემლის მხრიდან საკუთარი გავლენების ზრდის მცდელობა. ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთი სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული მედიის საშუალებით აღვივებს ანტიამერიკულ და ანტიევროპულ განწყობებს და ცდილობს შეასუსტოს დასავლური სანქციებით არსებული წნეხი.  საბოლოო ჯამში, ჩანაწერის გაცნობიდან ირკვევა, რომ მოხსენებაში არსებული აქცენტები „საქართველო და მსოფლიომ“ მისი საპიროსპირო კონტექსტით გადმოსცა.

ანტიდასავლური დამოკიდებულების გაღვივება და რუსეთის „უძლეველ“ სახელმწიფოდ წარმოჩენის მცდელობა „საქართველო და მსოფლიოსთვის“ ახალი არ არის. ამ ციკლს განეკუთვნება შემდეგი სახის დეზინფორმაციული სტატიები: „პენტაგონმა აღიარა, რომ ვერ გაუმკლავდება რუსეთისა და ჩინეთის სტრატეგიულ ძალებს“, „ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს შეიძლება სანქციები მოუხსნან“ და ა.შ.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი