2014 წლის 10 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა,

რომ მინისტრთა კაბინეტის წევრებს 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ სამსახურებრივი ავტომობილები არ შეუცვლიათ. გარდა ამისა, მინისტრი IDFI-ის  მიერ პროკურატურაში გაცემული პრემიების შესახებ ჩატარებულ კვლევას და მთავარი პროკურატურის მიერ ახალი ავტომობილის შეძენის ფაქტსაც შეეხო. ხადურის განცხადებით, ძველ მანქანებს ჩანაცვლება სჭირდებათ და ბუნებრივია, რომ 1000 ლარიანი მანქანით პროკურატურა ვერ იმუშავებდა.

ფაქტ-მეტრი ნოდარ ხადურის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და ის გადაამოწმა.

2014

წლის მდგომარეობით საქართველოს მთავრობა 19 სამინისტროსგან შედგება. ჩვენ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, 15 სექტემბერს 19-ვე სამინისტროს მივმართეთ. საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროებიდან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის სამსახურებრივი ავტომობილი უკანასკნელად 2012 წლის 15 მარტს, ჩანაცვლების წესით შეიცვალა. სამინისტრომ Toyota Land cruiser LC200 ჩანაცვლების წესით შეიძინა, რაზეც 62 322 ლარი დახარჯა. შესაბამისად, 2012 წლის შემდეგ კულტურისა და ძეგლთა დაცვის, როგორც  ყოფილ, ისე ამჟამინდელ მინისტრს სამსახურებრივი მანქანა არ შეუცვლიათ. სამინისტროში დაცული ინფორმაციის თანახმად, 2003 წლიდან დღემდე სამსახურებრივი მანქანა სულ ხუთჯერ შეიცვალა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე Toyota Land Cruiser 200-ით გადაადგილება. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის მინისტრის სამსახურებრივი ავტომობილი 2003–2012 წლებში 9-ჯერ შეიცვალა, თუმცა სამინისტრომ მხოლოდ იმ ავტომობილებზე მოგვაწოდა ინფორმაცია, რომლებიც საბიუჯეტო სახსრებით იქნა შეძენილი.

შეძენის  წელი

ავტომობილის

მოდელი

გამოშვების წელი

ღირებულება

(ლარი)

შენიშვნა

2005 წელი

Nissan sunny

30 685

შეძენილია საბიუჯეტო სახსრებით

2010 წელი

Toyota Prius

67 936

შეძენილია საბიუჯეტო სახსრებით

2012 წლის ივნისი

Toyota Land Cruiser 200

2012

120 309

გადაეცა უსასყიდლოდ

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის სამსახურებრივი ავტომობილი 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე არ შეცვლილა, ხოლო წინა წლებში მინისტრის სამსახურებრივი ავტომობილი 3-ჯერ შეიცვალა.

შეძენის  წელი

ავტომობილის

მოდელი

ღირებულება

(ლარი)

შენიშვნა

2008 წელი

Toyota 4 Runner

21 900 (ნარჩენი საბალანსო ღირებულება)

გადაეცა უსასყიდლოდ

2010 წელი

Opel Insignia

58 350

შეძენილია საბიუჯეტო სახსრებით

2011 წელი

Ford Explorer

68 000

შეძენილია საბიუჯეტო სახსრებით

2012

წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, არც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის სამსახურებრივი ავტომობილი შეცვლილა. სახელმწიფო მინისტრი 2011 წელს გამოშვებული Toyota Land Cruiser LC200-ით სარგებლობს.

შეძენის  წელი

ავტომობილის

მოდელი

ღირებულება

(ლარი)

შენიშვნა

2008 წელი

Mitsubishi Pajero

50 199

გადმოცემული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან, ხოლო 2010 წელს უშიშროების საბჭოს გადაეცა

2010 წელი

Lexus GS430

73 668

გადმოცემული ეროვნული საბჭოს უშიშროების აპარატიდან

2011 წელი

Toyota Land Cruiser 200

125 550

შეძენილია საბიუჯეტო სახსრებით

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს 2004 წლიდან  2011 წლის იანვრამდე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბალანსზე მყოფი ავტომობილები ემსახურებოდა, რომლებიც 2011 წლის 20 იანვარს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ბალანზე გადავიდა. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე კი, მინისტრის აპარატს კიდევ ორი მანქანა გადაეცა. 2013 წლის 29 ივნისს სახელმწიფო მინისტრის აპარატს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა Toyota Land Cruiser 200 უკან დაუბრუნა.

გამოშვების წელი

ავტომობილის

მოდელი

ღირებულება

(ლარი)

შენიშვნა

2007  წელი

Toyota Land Cruiser 100

72 450

გადმოცემულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისგან(2012 წლის 31 აგვისტოს უკან გადაეცა)

2008 წელი

Toyota Land Cruiser 200

89 170

გადმოცემულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისგან(2012 წლის 31 აგვისტოს უკან გადაეცა)

2007 წელი

Lexus  LX 470

150 500

გადმოცემულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისგან(2012 წლის 31 აგვისტოს უკან გადაეცა)

2011 წელი

Mitsubishi Pajero

54 733

2012 წლის 9 ნოემბერს გადმოეცა ფინანსთა სამინისტოდან(მინისტრის სარგებლობაში 9 ნოემბრიდან 27 დეკემბრამდე)

2008 წელი

Toyota Ls 460

99 286

გადმოცემულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის სამსახურებრივი ავტომობილი 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე არ შეცვლილა. მინისტრი Toyota Land Cruiser LC200–ით (საბალანსო ღირებულება 93 521 ლარი) სარგებლობს, რომელიც სამინისტროს 2012 წლის სექტემბერში უსასყიდლოდ გადაეცა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სამსახურებრივი ავტომობილი 2014 წლის 31 ივლისს შეიცვალა.

გამოშვების წელი

ავტომობილის

მოდელი

ღირებულება

(ლარი)

შენიშვნა

2012 წელი

Toyota Land Cruiser LC 200

116 697

2014 წლის 31 ივლისს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ უსასყიდლოდ გადასცა

2010 წელი

Toyota Land Cruiser 200

120 018

შეძენილია საბიუჯეტო სახსრებით

2012

წლის 1 ოქტომბრის შემდეგ სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის სამსახურებრივი ავტომობილი არ შეცვლილა. სამინისტროს შექმნიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე კი მინისტრის ავტომობილი 3-ჯერ შეიცვალა.

შეძენის წელი

ავტომობილის

მოდელი

ღირებულება

(ლარი)

შენიშვნა

2010 წელი

Toyota Land Cruiser LC 200

110 089

2010 წელს ფიზიკურმა პირმა კარლო წულიკიძემ სამინისტროს საჩუქრად გადასცა

2011 წლის 28 თებერვალი

Toyota Land Cruiser LC 200

120 470

შეძენილია საბიუჯეტო სახსრებით(ჩანაცვლების დროს დამატებული 25 895 ლარი ღირებულებაში შედის)

2011 წლის 2 მაისი

Toyota Land Cruiser LC 200

122 540

შეძენილია საბიუჯეტო სახსრებით(ჩანაცვლების დროს დამატებული 43 675 ლარი ღირებულებაში შედის)

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის სამსახურებრივი ავტომობილი 2003-2014 წლებში სულ 6-ჯერ შეიცვალა. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე კი, 2-ჯერ.

შეძენის

წელი

ავტომობილის მოდელი

გამოშვების წელი

ექსპლუატაციაში შესვლის წელი

ღირებულება (ლარი)

შენიშვნა

2003 წელი

Gaz 3110

1997

1998

15 000

მიღებულია უსასყიდლოდ

2004 წელი

Toyota Land Cruiser Prado

2003

2003

49 600

მიღებულია მემორანდუმით, სსიპ მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტოდან

2006 წელი

Mercedes Benz E430

2000

2006

36 780

შეძენილია საბიუჯეტო სახსრებით

2007 წელი

Toyota Land Cruiser Prado

2007

2007

73 200

შეძენილია საბიუჯეტო სახსრებით

2013 წელი

Toyota Land Cruiser Prado

2011

2013

95 180

გადმოცემულია უსასყიდლოდ სსიპ ეროვნული ტყის სააგენტოდან

2014 წელი

Toyota Land Cruiser Prado

2012

2014

120 080

გადმოცემულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან უსასყიდლოდ(2014 წლის 31 დეკემბრამდე)

სოფლის მეურნეობის მინისტრის სამსახურებრივი ავტომობილი 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ არ შეცვლილა. უკანასკნელად, 2011 წლის დეკემბერში, Toyota Land Cruiser LC200 122 330 ლარად იქნა შეძენილი.

შეძენის წელი

ავტომობილის მოდელი

ღირებულება

(ლარი)

შენიშვნა

2011 წელი

Toyota Land Cruiser LC200

122 330

შეძენილია საბიუჯეტო სახსრებით

2007 წელი

Toyota Land Cruiser Prado

79 200

შეძენილია საბიუჯეტო სახსრებით

საქართველოს იუსტიციის მინისტრი 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე 2010 წელს გამოშვებული Lexus Lx 460-ით გადაადგილდება.

გამოშვების წელი

ავტომობილის მოდელი

ღირებულება

(ლარი)

შენიშვნა

2010 წელი

Lexus Lx 460

141 000

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან 2011 წლის 5 ოქტომბერს უსასყიდლოდ გადაეცა.

2012 წელი

Volkswbagen Touareg

107 672

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან 2012 წლის 11 სექტემბერს უსასყიდლოდ გადაეცა.

ამჟამად, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განკარგულებაში 2 სამსახურებრივი ავტომობილია. 2012 წლის მაისში შეძენილი, ამავე წელს გამოშვებული, 125 800 ლარის ღირებულების Toyota Land Cruiser 200 და 2010 წელს 32 750 ლარად შეძენილი Chevrolet Cruze.

შეძენის წელი

ავტომობილის მოდელი

ღირებულება

(ლარი)

შენიშვნა

2003 წელი

Nissan maxima

32 110

გადმოცემულია საქართველოს დასაქმების ერთიანი ეროვნული ფონდიდან (მინისტრის სარგებლობაში 2003 წლის 1 ოქტომბრიდან 2007 წლის 27 თებერვლამდე იყო)

2005 წელი

Vaz 21213 Niva

13 700

გადმოცემულია სსიპ -სოციალური  და ჯანმრთელობის პროექტების განმახორციელებელი ცენტრიდან 2005 წელს

2007 წელი

Volkswbagen Touareg

99 990

შეძენილია საბიუჯეტო სახსრებით

2009 წელი

Mitsubishi Pajero

 

49 260

შეძენილია საბიუჯეტო სახსრებით

2010 წელი

Mitsubishi Pajero

 

61 400

შეძენილია საბიუჯეტო სახსრებით

2012 წელი

Volkswbagen Passat

59 400

შეძენილია საბიუჯეტო სახსრებით

2012 წელი

Toyota Land Cruiser LC200

125 800

შეძენილია საბიუჯეტო სახსრებით

2010 წელი

Chevrolet cruze

32 750

შეძენილია საბიუჯეტო სახსრებით

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის სამსახურებრივი ავტომობილი 2009 წლიდან 2012 წლამდე ორჯერ შეიცვალა. უკანასკნელად ავტომობილი 2012 წლის 23 ოქტომბერს, იმჟამინდელი მინისტრის, გიორგი ტუღუშის მოთხოვნის საფუძველზე შეიცვალა.

შეძენის წელი

ავტომობილის მოდელი

ღირებულება

შენიშვნა

2009 წელი

Toyota Land Cruiser LC 200

112 682

2009 წლის თებერვალში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უსასყიდლოდ გადასცა

2011 წელი

Toyota Land Cruiser LC 200

113 400

შეძენილია საბიუჯეტო სახსრებით

2012 წელი

Audi Q7

სამინისტროდან მიღებულ წერილში ღირებულება მითითებული არ არის

გადაეცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან

2012

წლის 1 ოქტომბრის შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ავტომობილი ერთხელ შეიცალა, 2012 წლის 26 ივნისს 120 080 ლარად შეძენილი Toyota Land Cruiser LC200, 2014 წლის 31 ივლისს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს დროებით მფლობელობაში გადაეცა. 2014 წლის 12 აგვისტოდან დღემდე მინისტრს Toyota Land cruiser LC200 ემსახურება, რომელიც უწყებას უსასყიდლოდ გადაეცა (ნარჩენი ღირებულება- 129 068).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის სამსახურებრივი ავტომობილის განახლება 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე არ მომხდარა. 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის აგვისტომდე საქართველოს იმჟამინდელი ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე 2006 წელს გამოშვებული Mersedes Benz E-280 მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა, რომელიც 2012 წელს გამოშვებული Toyota Camry-ით და 2011 წელს გამოშვებული Toyota Land Cruiser LC200-ით ჩანაცვლდა. 2012 წლის 29 აგვისტოდან 2012 წლის 25 ოქტომბრამდე საქართველოს ფინანსთა მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური 2012 წელს გამოშვებული Toyota Camry-ითა და Lexus Lx570 მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა. 2012 წლის 31 ოქტომბრიდან დღემდე ნოდარ ხადური Audi A6 მარკის ტიპის ავტომობილით გადაადგილდება. ამჟამად ფინანსთა მინისტრს ორი ავტომობილი Audi A6 (რომლის რეალიზაცია აუქციონზე 3-ჯერ გატანის მიუხედავად ვერ მოხერხდა) და Lexus Lx570 ემსახურება.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე Toyota Land Cruiser LC200 გადაადგილდება, რომელიც 2012 წლის 19 ოქტომბერს, მაშინდელ მინისტრს, ხატია დეკანოიძეს სსიპ მანდატურის სამსახურმა გადასცა. ავტომობილის ღირებულება 128 862 ლარს შეადგენს. 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, არც გიორგი მარგველაშვილს და არც თამარ სანიკიძეს სამსახურებრივი ავტომობილი არ შეუცვლიათ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამსახურებრივი ავტომობილი 1 ოქტომბრის შემდეგ არ შეცვლილა. მინისტრი 2012 წელს, 168 718 ლარად შეძენილი Lexus Lx570-ით გადაადგილდება.

  დასკვნა

ფაქტ-მეტრმა მინისტრების სამსახურებრივ ავტომანქანებთან დაკავშირებული სიტუაცია გამოიკვლია. ამ თემაზე შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს ინფორმაცია ამ დრომდე არ მოუწოდებიათ.

რაც შეეხება სხვა სამინისტროებს, მათ მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით ფინანსთა მინისტრის განცხადება ბოლომდე ზუსტად ვერ ჩაითვლება, რადგან სამსახურებრივი ავტომობილი 5 სამინისტროში შეიცვალა, ხოლო მინისტრების უმრავლესობა კვლავ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში შეძენილი ავტომობილებით გადაადგილდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე არცერთ მინისტრს საბიუჯეტო სახსრებით ახალი ავტომობილი არ შეუძენია.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნოდარ ხადურის განცხადება: „არცერთ მინისტრს (2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ) მანქანა არ შეუცვლია,” არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი