სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული პრემია-დანამატები ყოველთვის წარმოადგენდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს. ფაქტ-მეტრი ამჯერად ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დასაქმებული საჯარო მოხელეების მიერ აღებული ხელფასებითა და პრემია-დანამატების ოდენობით დაინტერესდა და 2014-2017 წლებში ამ კუთხით დახარჯული თანხები დაითვალა.

ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები მტკიცდება საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 53-ე მუხლის შესაბამისად. „გამგებლის/მერის თანამდებობრივი სარგო

დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში, ხოლო სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს გამგებლის/მერის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოხელეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო“.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობას ბოლო წლებში გაცემული ხელფასისა და პრემია-დანამატების შესახებ ინფორმაციის მოწოდება ვთხოვეთ. მოწოდებულ ინფორმაციაში

 ასახულია გამგებლისა და გამგეობის თანამშრომელთა მიერ 2014 წლის 1 აგვისტოდან 2017 წლის 1 აგვისტომდე მიღებული ხელფასი და პრემია-დანამატები. აქვე აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის ხელფასი თვეში 2 650 ლარს შეადგენს, წლიურად - 31 800 ლარს.

  ცხრილი 1:

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებისა და გამგებლის შრომის ანაზღაურება

წლები გამგეობის თანამშრომელთა და გამგებლის შემოსავალი
გამგეობა გამგებელი
2014 წელი (01.08 –31.12)
თანამდებობრივი სარგო 342 781.59 12 638.46
პრემია 111 300.69 5 300
დანამატი 39 640 2 650
სულ: 493 722.28 20 588.46
2015 წელი
თანამდებობრივი სარგო 1 056 943.18 31 800
პრემია 209 538.32 6 625
დანამატი 71 093 2 650
სულ: 1 337 574.5 41 075
2016 წელი
თანამდებობრივი სარგო 1 010 750.1 29 908.86
პრემია 338 300 7 950
დანამატი 12 600 0
1 361 650.1 37 858.86
2017 წელი (01.01 – 01.08–მდე)
თანამდებობრივი სარგო 471 806.78 15 900
პრემია 77 570 2 650
დანამატი 10 980 0
სულ: 560 356.78 18 550

როგორც ცხრილიდან ჩანს, გამგებელსა და თანამშრომლებზე გაიცემა როგორც პრემია, ისე დანამატი, რომლის წლიური ჯამური ოდენობა მათზე გაცემული ხელფასის საშუალოდ მესამედს შეადგენს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გამგებლის ხელფასებსა და პრემია-დანამატებზე ყველაზე მეტი თანხა 2015 წელს დაიხარჯა, ხოლო მთლიანად გამგეობის თანამშრომლებზე ყველაზე მეტი ხარჯი 2016 წელს არის დაფიქსირებული.

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი