„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ორგანიზაციამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე რუსთავის ბიუჯეტის პრიორიტეტების გადანაწილება გააკრიტიკა. „ქალაქ რუსთავის მერიის ბალანსზე არსებული საკალათბურთო კლუბი - „რუსთავი 1991“, 2016 წელს ჯამში 734 995 ლარით დაფინანსდა, მაშინ, როცა მინიმალური სასურსათო პროგრამისთვის [უფასო სასადილოებით უზრუნველყოფის პროგრამა] მხოლოდ 695 000 ლარი იყო გამოყოფილი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

რუსთავის მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის

 თანახმად, გასულ წელს რუსთავის მერიის ბალანსზე მყოფმა საკალათბურთო კლუბმა „რუსთავი 1991-მა“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიღო 734 995.91 ლარი. მინიმალური სასურსათო პროგრამისთვის გასულ წელს პროგრამულად გამოყოფილი იყო 695 000 ლარი, ფაქტობრივმა ხარჯმა კი 680 099 ლარი შეადგინა.

„2016 წელს, უფასო სასადილოების პროგრამაში ჩართვის სურვილით შემოვიდა 561 განცხადება, აქედან უმეტესობა დაკმაყოფილებულია. რაც შეეხება მიმდინარე წელს, უფასო კვებით უზრუნველყოფის მოთხოვნაზე შემოსულია 256 განცხადება, აქედან 173 დაკმაყოფილდა, 18 განცხადება განხილული იქნა და არ დაკმაყოფილდა, იმ მიზეზით, რომ განმცხადებელი არ აკმაყოფილებდა პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, რიგ შემთხვევაში მოქალაქე არ იყო რუსთავში რეგისტრირებული ან არ ქონდა შესაბამისი ქულების რაოდენობა. 65 განცხადება ამ ეტაპზე განსახილველია“, - აღნიშნულია რუსთავის მერიის პასუხში.

საყურადღებოა, რომ გასულ წელს რუსთავის უფასო სასადილოებში ერთი ბენეფიციარისთვის განკუთვნილი სადილის ხარჯი 1.20 თეთრით განისაზღვრა. კითხვაზე, რამდენად შესაძლებელი იყო ამ თანხით სრულფასოვანი სადილის მომზადება, რუსთავის მერიაში პასუხობდნენ, რომ კვების რაციონი ამ საქმის პროფესიონალების მომზადებულია და აკმაყოფილებს სტანდარტებს. რაც შეეხება გასულ წლებში რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ მინიმალური სასურსათო პროგრამის და საკალათბურთო კლუბ „რუსთავი 1991“-ის დაფინანსებას, მონაცემები ასე გამოიყურება:

ima

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს უფასო სასადილოების პროგრამასა და საკალათბურთო კლუბზე საბიუჯეტო თანხები განსხვავებული თანაფარდობით განაწილდა. 2017 წლის ბიუჯეტით, საკალათბურთო კლუბი „რუსთავი 1991“ 600 000 ლარით დაფინანსდა, ხოლო მინიმალური სასურსათო პროგრამა 840 777 ლარით.

დასკვნა

გასულ წელს რუსთავის მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი საკალათბურთო კლუბი 734 995 ლარით დააფინანსა, ხოლო უფასო სასადილოების პროგრამა 680 099 ლარით. ეს მაშინ, როდესაც 2016 წელს ასამდე უფასო სადილის მსურველი რუსთაველის მოთხოვნა, პროგრამაში მოხვედრის შესახებ, ვერ დაკმაყოფილდა.

თუმცა, ზემოაღნიშნული ვითარება 2017 წლისთვის გარკვეულწილად შეიცვალა. მიმდინარე წელს უფასო სასადილოების პროგრამასა და საკალათბურთო კლუბზე საბიუჯეტო თანხები განსხვავებული თანაფარდობით განაწილდა. 2017 წლის ბიუჯეტით, საკალათბურთო კლუბი „რუსთავი 1991“ 600 000 ლარით დაფინანსდა, ხოლო მინიმალური სასურსათო პროგრამა 840 777 ლარით.

ამდენად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი