პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა („ქართული ოცნება“) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები წარადგინა, რაც დღის და ღამის საათებში ხმაურის დასაშვები ნორმის გადამეტების შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებს. დეპუტატმა ხმაურთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები მოიყვანა და აღნიშნა: „სტატისტიკურად, ჩვენ 2016 წელს 6 534 გამოძახება გვაქვს ხმაურზე, რომელზეც გავიდა საპატრულო პოლიცია, მაგრამ შედეგი არ დადგა იმიტომ, რომ არ არსებობს აღსრულების მექანიზმი, ეს ადამიანები შემოიფარგლებიან მხოლოდ თხოვნით“.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საქართველოს პარლამენტს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი, 771

მუხლის დამატებას და საცხოვრებელ სახლებსა და საზოგადოებრივ/საჯარო შენობებში ხმაურის ნორმების გადაჭარბებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებს. პარლამენტმა აღნიშნული ცვლილება მესამე მოსმენით დაამტკიცა და ის ძალაში მიმდინარე წლის 15 აგვისტოდან შევა.

დღეის მდგომარეობით, ატმოსფეროში ხმაურის დასაშვები ნორმები „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს # 297/6 ბრძანებით

რეგულირდება, რომელიც მხოლოდ ტექნიკური ხასიათის რეგულაციებს შეიცავს.

ახალი კანონი დღის და ღამის საათებში საცხოვრებელ სახლებსა და საჯარო დაწესებულებებში აკუსტიკური ხმაურის დასაშვებ ნორმებს განსაზღვრავს. კანონის მიხედვით, ხმაურის გადამეტება პირველ ჯერზე ფიზიკური/იურიდიული პირის გაფრთხილებას გამოიწვევს. ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენის შემთხვეაში ფიზიკური პირი 150 ლარით დაჯარიმდება, იურიდიულ პირს კი 500 ლარის გადახდა მოუწევს. სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ქმედების ჩადენა როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირისთვის სანქციის გაორმაგებას გამოიწვევს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დასამატებელი მუხლის ნორმები არ გავრცელდება ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებულ დასვენების, კულტურულ და სპორტის საჯარო ღონისძიებებზე.

რაც შეეხება აღსრულებას, 2018 წლის 1 აპრილამდე 771

მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს შინაგან საქმეთა ორგანო - საპატრულო პოლიცია შეადგენს. 112-ში ხმაურით შეწუხებული მოქალაქის ზარის შესვლის შემთხვევაში, ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი გამოცხადდება. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ყოველ მესამე ეკიპაჟს უნდა ჰქონდეს ხმაურმზომი, რომლის მეშვეობითაც უნდა დადგინდეს, ირღვევა თუ არა კანონი. კანონის მიხედვით, ხმაურმზომი ხელსაწყოების შესაძენად საჭირო იქნება დაახლოებით 100 000 ლარი.

2018

წლის 1 აპრილიდან მონიტორინგის ფუნქცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადაეცემათ. თუ როგორ აამოქმედებენ თვითმმართველობის ორგანოები ხმაურის შემთხვევაში აღსრულების მექანიზმს, კანონში მითითებული არ არის. ამ საკითხის დაზუსტება თავად კანონის ინიციატორთანაც ვცადეთ, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.

რაც შეეხება 112-ში ხმაურთან დაკავშირებით შესული ზარების რაოდენობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,

სსიპ 112-ში შესული შეტყობინებების კლასიფიკაცია ხდება ზარის ინიციატორის მიერ მოწოდებული პირველადი ინფორმაციის საფუძველზე. თითოეულ განხორციელებულ ზარზე პროგრამულად განისაზღვრება პრობლემის ანუ ინციდენტის ტიპი. ერთ-ერთი ასეთი ინციდენტის ტიპია - „ხმაური აწუხებს“ და გულისხმობს ბინიდან, დაწესებულებიდან, ქუჩიდან გამოწვეულ ხმაურს, რომელიც აწუხებს მოქალაქეს.

  ცხრილი 1:

 თბილისში, 2013-2016 წლებში, 112-ში ხმაურთან დაკავშირებით შესული ზარების რაოდენობა

წელი 2013 2014 2015 2016
ხმაურის შემთხვევები 3 039 3 940 5 781 5 593

აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წლის თებერვლიდან 112-ში შესული ზარების „ხმაური აწუხებს“ ტიპის კლასიფიკაცია რეგიონებშიც ხორციელდება. შესაბამისად, 2016 წელს ინციდენტის ტიპით „ხმაური აწუხებს“ დაფიქსირებულ შეტყობინებათა რაოდენობა მთელი საქართველოს მასშტაბით 7 060-ია.

მსოფლიო ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურმა ბიურომ 2009 წელს „ღამის ხმაურის პრობლემებთან დაკავშირებული წესები

“ მიიღო, სადაც საუბარია ხმაურის ადამიანის ორგანიზმზე მავნე ზემოქმედების შესახებ, განსაკუთრებით ღამის საათებში. დადგენილი სტანდარტების მიხედვით, ღამის საათებში ხმაურის დონედ განსაზღვრულია 40 დეციბელი, ქალაქის აქტიურ ადგილებსა და ქუჩებში კი - 55 დეციბელი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აღიარებს, რომ ევროპის მოსახლეობის ყოველი მეხუთე მოსახლე 55 დეციბელზე მეტი ხმაურის ზონაში იმყოფება.

ხმაურის პრობლემატიკასთან დაკავშირებით ევროკავშირმა 2002 წელს მიიღო  დირექტივა (2002/49/

EC) - "გარემოში ხმაურის შეფასებისა და შესაბამისი მენეჯმენტის შესახებ". დირექტივის თანახმად, დადგენილია ხმაურით დაბინძურების დონეები და პრობლემის გადასაჭრელად წევრი სახელმწიფოების მიერ აუცილებლად განსახორციელებელი ქმედებები.

ხმაურის დონის შეზღუდვის მიზნით განვითარებულ ქვეყნებში შესაბამისი კანონები და ჯარიმები მოქმედებს. პარლამენტში შეტანილი კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მონტენეგროში ჯარიმა 3 400-4 000 ევროს შეადგენს, ხორვატიაში 1 300-2 000 ევროს, დიდ ბრიტანეთში 5 000-20 000

გირვანქა სტერლინგს და ა.შ.

დასკვნა 2016 წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, 112-ში ხმაურთან დაკავშირებით 7 060 ზარია შესული. მათ შორის, თბილისში - 5 593 ზარი. დღეის მდგომარეობით, ატმოსფეროში ხმაურის დასაშვები ნორმები „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით

რეგულირდება, რომელიც მხოლოდ ტექნიკური ხასიათის რეგულაციებს შეიცავს. შესაბამისად, ხმაურის აღკვეთის საკანონმდებლო საფუძველი არ არსებობს.

ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ (მიმდინარე წლის 15 აგვისტოდან), ხმაურის გადამეტება პირველ ჯერზე ფიზიკური/იურიდიული პირის გაფრთხილებას გამოიწვევს. ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენის შემთხვეაში ფიზიკური პირი 150 ლარით დაჯარიმდება, იურიდიულ პირს კი 500 ლარის გადახდა მოუწევს. სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ქმედების ჩადენა როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირისთვის სანქციის გაორმაგებას გამოიწვევს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი