ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ოთარ კახიძეს განცხადება არის სიმართლე.   რეზიუმე: 2017

წლის პირველი იანვრიდან ნავთობპროდუქტებზე აქციზის ფასები გაიზარდა. ცვლილების მიზანი მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ნაწილში, მოსალოდნელი დანაკლისის დაბალანსება იყო.

2016

წლის 8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა.

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე

წარმოდგენილია კანონპროექტის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ 2016 წლის 30 სექტემბრის და 30 ნოემბრის ვარიანტები. 30 სექტემბრის დოკუმენტში განსაზღვრული საკითხებია: მოხსენება „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2017-2020 წლებისთვის“. ეს პაკეტი არ მოიცავს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტს. ხოლო, 30 ნოემბრის  ვარიანტში დამატებულია პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომელშიც გათვალისწინებული იყო აქციზის მატება ნავთობპროდუქტებზე და თამბაქოს პროდუქტებზე. ამდენად, მთავრობამ აღნიშნული კანონპროექტის არჩევნების წინა პერიოდში ინიცირებისგან თავი შეიკავა.

  ანალიზი 2018

წლის 8 ნოემბერს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ ხელისუფლებას მიმართა: „2016 წელს, არჩევნებამდე შემოიტანეთ 2017 წლის ბიუჯეტი, სადაც საწვავზე აქციზის ზრდა არ იყო, მაგრამ არჩევნების შემდეგ, გადამუშავებულ ბიუჯეტში აქციზის ზრდა ასახეთ“.

2017 წლის პირველი იანვრიდან ნავთობპროდუქტებზე აქციზის ფასები გაიზარდა. ცვლილების მიზანი მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ნაწილში მოსალოდნელი დანაკლისის დაბალანსება იყო. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შეკვეცაზე უარის თქმის გამო, დანაკლისის თითქმის სრულად აქციზის გადასახადის ზრდის ხარჯზე დაბალანსება მთავრობისთვის, ფაქტობრივად, ერთადერთი გამოსავალი იყო, ვინაიდან სხვა გადასახადების ზრდას, ისევე როგორც ახალი გადასახადების დაწესებას, საქართველოს ორგანული კანონი – „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ

“ – კრძალავს.

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-

ე მუხლის მიხედვით, მთავრობა პარლამენტს, არა უგვიანეს 1 ოქტომბრისა, წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებულ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად. საბიუჯეტო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს პარლამენტში წარდგენილ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს იხილავენ საქართველოს პარლამენტის კომიტეტები, საპარლამენტო ფრაქციები, უმრავლესობა, უმცირესობა, პარლამენტის წევრები და არაუგვიანეს 22 ოქტომბრისა გამოთქმულ შენიშვნებსა და წინადადებებს პარლამენტი წარუდგენს მთავრობას. შენიშვნების წარდგენის შემდეგ, მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს, გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან, ერთად, არა უგვიანეს 5 ნოემბრისა ხელმეორედ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რის შემდგომაც, პროექტი განიხილება პლენარულ სხდომაზე და გამოთქმული შენიშვნები ისევ წარედგინება მთავრობას. არაუგვიანეს 30 ნოემბრისა, ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს მთავრობა ისევ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად.

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე წარმოდგენილია კანონპროექტის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ 30 სექტემბრის და 30 ნოემბრის ვარიანტები. 30 სექტემბრის

  მთავრობის დოკუმენტში განსაზღვრული საკითხებია: მოხსენება „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2017-2020 წლებისთვის“. აღნიშნული პაკეტი არ მოიცავს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტს.

2016

წლის 8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა.

ბიუჯეტის 30 ნოემბრის შესწორებულ ვარიანტში მოხდა კანონპროექტის ინიცირება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში   ცვლილებების შეტანის  შესახებ, რომელშიც გათვალისწინებული იყო აქციზის მატება ნავთობპროდუქტებზე და თამბაქოს პროდუქტებზე. სავარაუდოდ, მთავრობამ აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებისგან არჩევნებამდე თავი შეიკავა და დამატებები ბიუჯეტის საბოლოო განხილვისთვის შემოინახა. შესაბამისად, 30 სექტემბრის რედაქციით, პროექტით გათვალისწინებული შემოსავალი აქციზიდან იყო 1 მლრდ 85 მლნ ლარი, ხოლო 30 ნოემბრის რედაქციით, მოსალოდნელი შემოსავალი აქციზიდან გახდა 1 მლრდ 627 მლნ ლარი, რაც პირვანდელ ვერსიასთან შედარებით, დაახლოებით 542 მლნ ლარით მეტია.
თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5406 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი