საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე პარლამენტის წევრმა ირაკლი აბესაძემ უმუშევრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2016 წელს უმუშევრობა გაიზარდა, რადგან დასაქმებულთა რაოდენობა შემცირებულია. მან ასევე განაცხადა, რომ სტატისტიკის სამსახურის პროცენტული მაჩვენებელი უმუშევრობის დონის შესახებ არ ასახავს ზუსტ მდგომარეობას, რადგან ბოლო შვიდი დღის განმავლობაში პირი თუ ერთი საათით მაინც მუშაობდა, ის დასაქმებულად ითვლება ფაქტ-მეტრი ირაკლი აბესაძის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) უმუშევრობის დონეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მეთოდოლოგიით განსაზღვრავს, რომლის მიხედვითაც პირი ვინც ბოლო 7 დღის განმავლობაში ერთი საათით მაინც მუშაობდა, დასაქმებულად ითვლება. გარდა ამისა, დასაქმებულთა რიცხვში შედიან ის პირები, რომლებიც დასაქმებულნი არიან საოჯახო მეურნეობაში (თვითდასაქმებული). უმუშევრობის დონე სამუშაო ძალაში უმუშევრების წილია, ხოლო სამუშაო ძალას დასაქმებული და უმუშევარი პირები წარმოადგენენ. პირი უმუშევრად ითვლება თუ ის არ მუშაობდა საქსტატის მიერ წარმოებული გამოკითხვის მომენტიდან წინა 7 დღის განმვალობაში (თუნდაც ერთი საათით) და ბოლო 4 კვირის განმავლობაში ეძებდა სამუშაოს და მომავალი 2 კვირის მანძილზე მზად იყო დასაქმებისთვის. ამრიგად, სხვა პირები (მათ შორის, 15 წლამდე პირები, წვევამდელები და პატიმრები და სხვა ყველა, ვინც არ ეძებს სამუშაოს) სამუშაო ძალის მიღმა არიან და მათი რაოდენობის ცვლილება არ აისახება საქსტატის მიერ შედგენილ უმუშევრობის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებში. საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, ქვეყნის უმუშევრობის დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8%-შეადგინა. თუმცა, დასაქმებულთა რაოდენობა არ გაზრდილა და პირიქით, 1 779 900 დან 1 763 300 -მდე შემცირდა.

გრაფიკი 1:

უმუშევრობის დონისა და დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილება

2

გრაფიკი 1-დან ჩანს, რომ 2015-2016 წლებში უმუშევრობის დონის შემცირების მიუხედავად, დასაქმებულთა რაოდენობა არ იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სამუშაო ძალის მიღმა მყოფი, ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის რაოდენობა იზრდება, რომლებსაც საქსტატის მიერ ჩატარებულ გამოკითხვამდე წინა 7 დღე არ უმუშავიათ და არც ბოლო 4 კვირის განმავლობაში არ ეძებდნენ სამუშაოს. სწორედ ამ გარემოებით არის გამოწვეული უმუშევრობის დონის შემცირება, რაც რეალურად დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაზე არ მიუთითებს.

გრაფიკი 2: მოსახლეობის, სამუშაო ძალისა და მის მიღმა მყოფი პირების რაოდენობა (ათასი კაცი)

1

საქსტატის მონაცემებით,

ჩვენ მიერ გადასამოწმებელ პერიოდში მოსახლეობის რაოდენობა 2 200 -ით შემცირდა, ხოლო სამუშაო ძალის კი - 23 200-ით. ეს გარემოება მიუთითებს, რომ ქვეყნის სამუშაო ძალის შემცირება არ არის მოსახლეობის რაოდენობასთან დაკავშირებული.

დასკვნა მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს უმუშევრობის დონე 12%-დან 11.8%-მდე შემცირდა, ამავე წელს დასაქმებულთა რაოდენობა 16 600 პირით არის შემცირებული. რეალურად, უმუშევრობის დონის მაჩვენებლის შემცირება გამოწვეულია ქვეყნის ეკონომიკურად აქტიური პირების შემცირებით - სამუშაო ძალის ფარგლებს გარეთ 23 200 პირის გასვლით. ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი აბესაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი