აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ლადო მგალობლიშვილმა განაცხადა, რომ აჭარაში "2012 წლიდან დღემდე ინვესტიციები 141%-ით გაიზარდა, ეს არის დაახლოებით 800 მილიონი".

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ინვესტიციებზე საუბრისას ლადო მგალობლიშვილმა განმარტა, რომ აჭარის შესახებ მონაცემები მან საქსტატის მეშვეობით მოიპოვა. როგორც გავარკვიეთ, საქსტატს მხოლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ აქვს მონაცემები გამოქვეყნებული და ისიც მხოლოდ 2016 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით. შესაბამისად, 2012 და 2016 წლების შეფასებისას, ერთმანეთთან მხოლოდ პირველი კვარტლის მონაცემების შედარებაა შესაძლებელი.

 გრაფიკი 1:

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აჭარაში (პირველი კვარტალი)

image001 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2012 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2015 და 2016 წლებში ინვესტიციების ზრდა ფიქსირდება. 2012 წლის პირველ კვარტალში აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 26.39 მლნ-ს, 2016 წლის იმავე პერიოდის სტატისტიკის თანახმად კი, 69.02 მლნ ლარს შეადგენს. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა 2016 წლის პირველ კვარტალში, 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 42.63 მლნ ლარით (161%-ით) გაიზარდა.

წლიური მაჩვენებლები საქსტატს 2015 წლის ჩათვლით აქვს გამოქვეყნებული.

გრაფიკი 2:

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აჭარაში (2010-2015 წლები)

image002 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2012

წელს აჭარაში 39.11 მლნ ლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, 2015 წელს კი - 121.3 მლნ. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ 2015 წელს აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოცულობა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია.

ფაქტ-მეტრმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკაც გააანალიზა.

აჭარის მთავრობის მონაცემებით, 2016 წლის პირველი კვარტლის კერძო ინვესტიციების (მოიცავს შიდა და უცხოურ ინვესტიციებს) მოცულობა 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით 22.4 მილიონი ლარით, ანუ 29%-ით არის გაზრდილი. ჯამში კი, ინვესტიციების მოცულობა 98.7 მილიონ დოლარს აღწევს. ამავე მონაცემების თანახმად, 2015

წელს, 2012 წელთან შედარებით, 141%-იანი ზრდა ფიქსირდება. სამინისტრო ასევე ავრცელებს ინფორმაციას აჭარაში კერძო ინვესტიციების წლიური დინამიკის შესახებ (იხ. გრაფიკი 3).

გრაფიკი 3:

კერძო ინვესტიციები აჭარაში, 2011-2015 წლები

image003

აჭარის მთავრობის მონაცემებით, 2015 წელს კერძო ინვესტიციების ჯამური მოცულობა აჭარაში 366 მლნ დოლარს შეადგენს, ხოლო მთლიანი უცხოური ინვესტიციის წილი 76%, ანუ 278 მლნ დოლარია. საქსტატის მონაცემებით კი, 2015 წელს აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 121 მლნ ლარი იყო.

როგორც ზემოთ მოცემული სტატისტიკიდან ჩანს, 141%-იანი ზრდის შესახებ ინფორმაცია ლადო მგალობლიშვილმა არა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, არამედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე მოიძია, სადაც 2015 წლის მონაცემები 2012 წელთან არის შედარებული.

რაც შეეხება 800 მილიონიან ზრდას, ინვესტიციების ჯამურმა მოცულობამ 2013, 2014 და 2015 წლებში დაახლოებით ეს თანხა შეადგინა (837 მილიონი დოლარი).

  დასკვნა 2015

წელს, 2012 წელთან შედარებით, აჭარაში განხორციელებული ინვესტიციები 141%-ით არის გაზრდილი. 837 მილიონი დოლარი კი, 2013, 2014 და 2015 წლებში განხორციელებული კერძო ინვესტიციების ჯამია.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ლადო მგალობლიშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი