საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „2012 წელთან შედარებით ორჯერ არის გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა“.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2012 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 912 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინვესტიციების უმეტესი ნაწილი ენერგეტიკის, საფინანსო და გადამამუშავებელი მრეწველობის სფეროებში განხორციელდა. ჩამოთვლილ სექტორებში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ 510 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ჯამური მოცულობის 56%-ია. 2013 წელს მაჩვენებელი თითქმის არ შეცვლილა, 2014 წელს კი ინვესტიციების შემოდინება 87%-ით გაიზარდა და 1 758 მლნ დოლარი შეადგინა. 2015 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დაახლოებით 200 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

2016

წელს საქართველოში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1 566 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, 2016 წლის მაჩვენებელი 72%-ით აღემატება 2012 წელს შემოსულ ინვესტიციათა მოცულობას. ეს ზრდა უმეტესწილად გამოწვეულია  მშენებლობის, უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროებში ინვესტიციების ზრდით.

2017

წლის პირდაპირი ინვესტიციების შესახებ ჯერ მხოლოდ პირველი ორი კვარტლის ინფორმაციაა გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც, 2016 წლის პირველ ორ კვარტალთან შედარებით ინვესტიციები 5.5%-ით (43 მლნ დოლარით) არის შემცირებული. ინვესტიციები ყველაზე მეტად ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის და ენერგეტიკის სექტორებში შემცირდა.

გრაფიკი 1:

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა (მლნ აშშ დოლარი)

image001 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (*

წინასწარი მონაცემები, მოი­­ცავს 2017 წლის I და II კვარტალს)

დასკვნა 2016

წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წელთან შედარებით უმნიშვნელოდ გაიზარდა და 1 566 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი 72%-ით აღემატება 2012 წელს შემოსული ინვესტიციების მოცულობას და არა ორჯერ (ანუ, არა 100%-ით), როგორც არჩილ თალაკვაძე აცხადებს.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ 2014 წლის შემდეგ ინვესტიციების მოცულობა ძირითადად კლების ტენდენციით ხასიათდება. მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინვესტიციები 5.4%-ით შემცირდა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, არჩილ თალაკვაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი