ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ყიფიანის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: 2013 წელს საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით, 287 ათასიდან 252.1 ათასამდე შემცირდა, ხოლო აღნიშნული შემცირების შემდეგ, კვლავ ზრდის ტენდენციას დაუბრუნდა. 2017 წელს საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 283.8 ათასი შეადგინა, რაც 2013 წლის მაჩვენებელს 31.7 ათასი დასაქმებულით აღემატება. ასევე, მოცემულ სექტორში დასაქმების მაჩვენებელი ყოველ წელს იზრდებოდა, გარდა 2016 წლისა, თუმცა აღნიშნული შემცირებაც გამოწვეულია 2015 წელს საჯარო სექტორში მოკლევადიანი/დროებითი დასაქმების არსებითი ზრდით, თბილისში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის

ჩატარებასთან დაკავშირებული აქტივობების ხარჯზე. 2017 წელს კი, საჯარო სექტორში დასაქმება ისევ გაიზარდა და 2012 წელს არსებულ მაჩვენებელს, მხოლოდ, 3.2 ათასით ჩამორჩება.

ანალიზი

ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა საჯარო სექტორში არსებულ დასაქმების მაჩვენებელზე და მისი ცვლილების ტენდენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ სექტორში 2013 წელს დასაქმებულთა რაოდენობა მყისიერად შემცირდა, ხოლო შემდეგ წლებში კი ისევ გაიზარდა. ირაკლი ყიფიანის განცხადებით, 2017 წელს საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 283 ათასია, რაც 2013 წლის მაჩვენებლებს 30 ათასზე მეტით აღემატება.

მთავრობის ზომისა და მასშტაბის შესაფასებლად რამდენიმე ინდიკატორი გამოიყენება, რომელთა შორის ერთ-ერთი ძირითადი საზომი საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობაა. ამისათვის, საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის როგორც აბსოლუტური, ასევე, ფარდობით მაჩვენებლები გამოიყენება. ჩვენს შემთხვევაში ირაკლი ყიფიანი აბსოლუტურ მაჩვენებლების ცვლილებაზე საუბრობს. თუმცა, საინტერესოა აღნიშნულ სექტორში არსებული დასაქმება რამდენიმე მეთოდით იქნას შეფასებული. თავის მხრივ, საჯარო სექტორში დასაქმების მაჩვენებელი მოიცავს ყველა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში, მათ მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში დასაქმებულთა რაოდენობას.

საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს სახელმწიფო სექტორში (საჯარო) დასაქმებულთა რაოდენობამ 283.8 ათასი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 11.9 ათასით მეტია.  რაც შეეხება 2012 წელს, აღნიშნულ საანგარიშო წელს, საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 287 ათასი პირი იყო, რაც 2013 წელს 34.9 ათასით, 252.1 ათას დასაქმებულამდე შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს ეს მაჩვენებელი მყისიერად შემცირდა, შემდეგ წლებში ისევ გაიზრდა და საჯარო სექტორში 2017 წლისთვის, 2012 წელს არსებულ მაჩვენებელზე მხოლოდ, 3.2 ათასი ნაკლები დასაქმებულია. თუმცა, 2013 წელთან შედარებით - 31.7 ათასით მეტი. ასევე, საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 2015 წლის 286.6 ათას პირს აღწევდა, რაც 2016 წელს შემცირდა, ხოლო 2017 წლისთვის ისევ გაიზარდა. 2015 წლის მაჩვენებლის არსებითი ზრდა თბილისში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის

ჩატარებასთან დაკავშირებული აქტივობებისათვის დროებითი/მოკლევადიანი სამუშაო ადგილების შექმნით აიხსნება.

გრაფიკი 1:

საჯარო სექტორის დასაქმების მაჩვენებლები (ათასი კაცი, %)

image002 წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

გარდა ამისა, საჯარო სექტორის დასაქმების ფარდობითი მაჩვენებლებიც იზიარებს იმ ტენდენციას, რაც მის რაოდენობრივ (აბსოლუტური) მაჩვენებელს გააჩნია. 2013 წელს საჯარო სექტორის დასაქმების პროცენტული წილი შემცირდა როგორც მთლიან დასაქმებაში, ასევე, კერძო სექტორში არსებულ დასაქმებასა და მთლიან მოსახლეობასთან მიმართებაში. აღნიშნულ წელს დაფიქსირებული შემცირების შემდეგ, ფარდობით მაჩვენებლებს ზრდის ტენდენცია ახასიათებს.

ასევე, დასაქმების მაჩვენებლებზე, მთავრობის ზომასა და მასშტაბებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფაქტ-მეტრის სტატიებში (ბმული 1; ბმული 2; ბმული3).

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5366 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი